
სახელი: George Corleone ( ID: 2194 )
ასაკი: 18
სქესი: მამრობითი
სიმაღლე და წონა: 181სმ , 70კგ
დამახასიათებელი ნიშნები: მოკლე შავი ფერის თმა, მწვანე თვალები.
დაბადების ადგილი: ტრაპანის პროვინცია, სიცილია, იტალია.
ოჯახური მდგომარეობა: არ არის დაოჯახებული
წოდება: ლეიტენანტი, ლოს სანტოსის პოლიციის დეპარტამენტი
მშობლები: მარია რიცო-კორლეონე (დედა, გარდაიცვალა 2013 წელს), ენცო ბრუნო( მამა, გარდაიცვალა 2014 წელს)
დედმამიშვილი: Cristal Corleone (უფროსი ძმა, 39 წლის, მეთაური, ლოს სანტოსის პოლიციის დეპარტამენტი)
ლოს სანტოსში გატარებული წლები: 10
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბავშობა
ჯორჯ კორლეონე დაიბადა 2007 წელს ტრაპანის პროვინციაში, სიცილიის დასავლეთ სანაპიროზე. მისი დედა, მარია რიცო-კორლეონე, უკვე იმედგაცრუებული და დაღლილი ქალი იყო, ხოლო მამინაცვალი, ენცო, უბრალო მუშა, რომელიც ცდილობდა ოჯახისთვის სტაბილურობის დაბრუნებას. მაგრამ ოჯახში ყველაზე ძლიერი ფიგურა მაინც მისი უფროსი ძმა, კრისტალი იყო, რომელიც ბავშვობიდანვე ჯორჯის მზრუნველობასა და აღზრდას ახდენდა.
2013 წელს დედა გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობით. ეს პირველი დიდი დარტყმა იყო პატარა ჯორჯისთვის, რომელიც მხოლოდ 6 წლის იყო. დარჩენილი ერთადერთი მშობელი ფიგურა, ენცო, ცდილობდა მისი მომავალი როგორმე გაემართა, მაგრამ 2014 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა, იგი მშენებლობისას ჩამოვარდა სიმაღლიდან და განუტევა სული. ასე რომ, მხოლოდ 7 წლის ასაკში ჯორჯი სრულიად დაობლდა და მის ერთადერთ საყრდენად კრისტალი დარჩა. სწორედ აქედან იწყება მისი ხასიათის რეალური ჩამოყალიბება - ბავშვობა, რომელიც სინამდვილეში არასოდეს ჰქონია.
კრისტალი ყველანაირად ცდილობდა ჯორჯისთვის კანონიერ გზაზე დგომის სწავლას - დისციპლინა, სიჩუმე, ხასიათის სიმტკიცე, მაგრამ ბავშვობიდანვე ჯორჯს იზიდავდა ის, რაც აკრძალული იყო. იგი მალულად ადევნებდა თვალს კრისტალის შეხვედრებს, ყურადღებით უსმენდა მაფიოზურ საუბრებს და მალევე მიხვდა, რომ რეალური ძალაუფლება ფულში, ძალადობასა და შიშის დათესვაში იყო.
2015 წელს, 8 წლის ასაკში, კრისტალთან ერთად, ჯორჯი ლოს სანტოსში გადავიდა. თითქოს სუფთად ცხოვრობდა, თუმცა მისი ძმის ზურგს უკან მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. კრისტალის გავლენამ კარიერული გზა გაუხსნა, მაგრამ ჯორჯმა ორმაგი ცხოვრება დაიწყო - დღისით თავისი ძმის თვალში ნიჭიერი ბავშვი, ხოლო ღამით აკვნიდან თანდაყოლილი ბოროტების სარკე.
მოზარდი ჯორჯი
უკვე 12 წლის ასაკში ჯორჯი ფარულად ჩაერთო კრიმინალურ საქმიანობაში. იგი ეძებდა და პოულობდა კრისტალის ნაცნობებს, რომლებიც აძლევდნენ პატარა იარაღებს ან ნივთებს გასაყიდად მისი ძმის საპატივსაცემოდ, ვინაიდან ჯორჯი მათ ატყუებდა, რომ საქმის კურსში კრისტალიც იყო. პატარა კორლეონე მალულად აგროვებდა ფულს და საკუთარი „პატარა თამაშის“ წესებს ამყარებდა. ამას მალავდა, რადგან იცოდა, რომ კრისტალი ამისთვის მას დასჯიდა. 14 წლის ასაკში დაიწყო ხალხის მოქრთამვა. როცა ადგილობრივი პოლიციელები ან უფროსი ბანდიტები მისი საეჭვო საქციელით ინტერესდებოდნენ, ჯორჯი მშვიდად სთავაზობდა ფულს და იმ ასაკისთვის წარმოუდგენელი თავდაჯერებით ამბობდა: „ჩემი ძმის სახელი საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ აი, ესეც გამომართვი, თითქოს არაფერი იცი, არაფერი გინახავს.“ ამით არამარტო თავს იცავდა, არამედ ანახებდა ხალხს, რომ „პატარა კორლეონე“ უკვე მართავდა სიტუაციებს.
ჯორჯისთვის ძალადობა მხოლოდ თავდაცვის ინსტრუმენტი აღარ იყო, ის მის იდენტობად იქცა.
15 წლისას პირველად მოაწყო ნამდვილი გატაცება: მის წინააღმდეგ ამეტყველებული ბიჭი მანქანაში ჩატენა, რაშიც უფროსი ბიჭებიც ეხმარებოდნენ, და ქალაქის გარეუბანში წაიყვანა. იქ საათობით აშინებდა, ცემდა, მეტალის მილით ურტყავდა და მასში შიშს ნერგავდა. საბოლოოდ ბიჭი ცოცხალი დაუბრუნა ქუჩას, მაგრამ ისე, რომ ვეღარასოდეს გაბედავდა მის წინააღმდეგ ერთი სიტყვის თქმასაც კი.
შემდეგ წლებში მსგავსი შემთხვევები უფრო გახშირდა: ვიღაცას სცემდა, ვიღაცას აიძულებდა ფულის გადახდას, ზოგჯერ კი პირდაპირ წამების გზას მიმართავდა. მისთვის ეს აღარ იყო უბრალოდ დასჯის მეთოდი, ეს იყო საკუთარი ძალაუფლების გამყარებისთვის გადადგმული ნაბიჯი.
კარიერა და ორმაგი ცხოვრება ლოს სანტოსში
ჯორჯი 16 წლის ასაკში უკვე სისტემატურად იყო ჩართული LSPD დეპარტამენტის პოლიციის აკადემიაში მოხვედრისთვის ბრძოლაში. იგი ჩაირიცხა აკადემიაში, სადაც მისი უნარჩვევებით ყველა აღფრთოვანებული იყო. ჯორჯ კორლეონეს ცხოვრება განსაკუთრებით დაიძაბა იმ წლებში, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდა. გარედან თითქოს ჩვეულებრივ მოზარდს ჰგავდა, მაგრამ სინამდვილეში უკვე ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა. დღისით იგი პოლიციის აკადემიაში მომზადების პროცესში იყო და ყველას თვალში ნიჭიერ, დისციპლინირებულ და მომავლის მქონე ახალგაზრდად ჩანდა, ღამით კი სულ სხვა სამყაროში გადადიოდა. 16 წლისას პირველად მიხვდა, რომ უბრალო ქუჩის საქმეები მისთვის ზედმეტად წვრილმანი გახდა და უკანონო იარაღის გაყიდვას უფრო ორგანიზებულ სახე მისცა. ახლა უკვე ბანდებთან ამყარებდა კავშირს და მათთვის საჭირო იარაღს აწვდიდა, საკუთარი თავი კოდური სახელით „Junior“ წარადგინა, რათა არავინ დაკავშირებოდა მის ნამდვილ ვინაობას. ამავე პერიოდში დაიწყო ინფორმაციის გაყიდვაც. აკადემიაში მიღებული წვდომა გარკვეულ დოკუმენტებზე საშუალებას აძლევდა გაეგო, სად და როდის იგეგმებოდა პოლიციის რეიდი და ამ ცნობებს კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ სარფიან ფასად ყიდდა. სწორედ ამ წლებში ჩამოყალიბდა მისი სასტიკი მხარეც. თუ ვიღაც ვალს დროულად ვერ იხდიდა, ჯორჯი უკვე მხოლოდ ცემით აღარ კმაყოფილდებოდა. ერთ-ერთი ახალგაზრდის მაგალითზე, რომელიც გადახდას აჭიანურებდა, სასტიკად დასაჯა, სარდაფში გამოკეტა და რამდენიმე დღე აშიმშილა, სანამ გაიაზრა თუ ვისთან ქონდა საქმე და დადო პირობა, რომ ვალს მალე დაფარავდა. ეს შემთხვევა ბევრისთვის გახდა მაგალითი, რომ ჯორჯთან ხუმრობა აღარ შეიძლებოდა.
როცა 17 წლის გახდა, მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. პოლიციის აკადემიაში ის უკვე მტკიცე და თავდაჯერებული ჩანდა, თანაკურსელები მას განსაკუთრებულ ი პატივისცემით ეპყრობოდნენ. მაგრამ ნამდვილი საქმეები კულისებს მიღმა კეთდებოდა. ჯორჯმა შეძლო რამდენიმე ახალგაზრდა ოფიცერი დაემორჩილებინა და ქრთამით საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია. მათგან ზოგს ფულს უხდიდა, ზოგს კი აშინებდა, რომ ვინმესთან კრინტი ხმა არ ამოეღოთ. ასე შექმნა პირველი პატარა ქსელი, რომელიც მისთვის ინფორმაციას აგროვებდა და საჭირო დროს ხელს უწყობდა.
18 წლისთვის, 2025 წელს, მისი ორი ცხოვრება საბოლოოდ შეერწყა ერთმანეთს. აკადემია წარმატებით დაამთავრა და ძმის, კრისტალის დახმარებით, პოლიციის სისტემაშიც სწრაფად დაწინაურდა. უფროსები მის შრომისმოყვარეობასა და უნარებს აქებდნენ, ხშირად „მომავლის ლიდერსაც“ კი უწოდებდნენ. მაგრამ ღამით, დეპარტამენტის კედლებს მიღმა, სულ სხვა საქმეში იყო ჩართული. უკვე დიდი ოდენობით იარაღს აწვდიდა ქალაქის ყველაზე გავლენიან ბანდებს, თუმცა ისე, რომ მისი სახელი არასდროს ფიგურირებდა. იგი კრიმინალურ საქმეში შუამავლებს იყენებდა, რომლებსაც ჯორჯის მიმართ დიდი პატივისცემა, ზოგს კი შიში გააჩნდა.
ჯორჯი უფროსებს თავს ისეთ ოფიცრად აჩვენებდა, რომელსაც შეეძლო ქუჩაში ყველაზე რთული სიტუაციების მოგვარება და ძალადობის გარეშე დალაგება, თუმცა იგი ჩუმად იშოებდა იმათ, ვინც მისი დაწინაურების წინააღმდეგ იდგა. ერთ-ერთი სერჟანტი, რომელიც ხმამაღლა აპროტესტებდა ახალგაზრდა პოლიციელის დაწინაურებას, უცნაურ შემთხვევას შეეწირა, ის ქრთამის საქმეში გამჟღავნდა და მალევე სამსახური დაკარგა. მტკიცებულებები იმდენად ზუსტად მყარი იყო, რომ ყველამ იწამა სერჟანტის დანაშაული, მაშინ როცა სინამდვილეში სწორედ ჯორჯმა მოაწყო მისი სამსახურიდან გაგდების გეგმა.
ამ ინციდენტის შემდეგ, უფროსებმა ახალგაზრდა ოფიცერში განსაკუთრებული სიმტკიცე დაინახეს და მის წარმატებას უკვე „დაუმსახურებლად სწრაფი, მაგრამ ლოგიკური“ უწოდეს. ასე, ერთ წელზე ნაკლებ დროში, ჯორჯი ოფიციალურად გახდა ლოს სანტოსის პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლეიტენანტი. გარედან ეს აღქმული იყო როგორც ნიჭისა და შრომისმოყვარეობის შედეგი, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო კარგად დაგეგმილი მანიპულაციებისა და ჩრდილოვანი გარიგებების შედეგი, სადაც მისი ძმის ხელი და მისი საკუთარი სისასტიკე ერთიანად მუშაობდა.
ამ ორ წელიწადში ჯორჯი გადაიქცა უბრალო მოზარდიდან სახიფათო მამაკაცად, რომელიც ერთდროულად ატარებდა პოლიციელის უნიფორმას და კრიმინალური სამყაროს უხილავ გვირგვინს. გარედან იგი საზოგადოებისთვის პერსპექტიული ახალგაზრდა იყო, რომელსაც წარმატებული კარიერა ელოდა, მაგრამ სინამდვილეში სისხლით, შიშითა და ფულით აშენებდა საკუთარ იმპერიას. კრისტალი, მისი უფროსი ძმა, ხვდებოდა, რომ ჯორჯი სულ უფრო ღრმად იძირებოდა ჩრდილში, თუმცა ხმას არ იღებდა. შესაძლოა ფიქრობდა, რომ სწორედ ეს გზა იყო ერთადერთი, რომლითაც ჯორჯი კორლეონეს სახელის ღირსეულად დაცვას შეძლებდა.
მოთხოვნები:
ქრთამის აღება / იარაღის და ტყვია წამლის გაყიდვა
უკანონო ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება
გატაცება/წამება
Სამხილების განადგურება
კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირი.
უხეში საუბარი, ზრდილობისა და სერვერის წესების ფარგლებში