დადასტურებულია Bad cop - Daniel Reddington

Status
Not open for further replies.

notrouble

Member
Sep 4, 2025
5
0
Სახელი და გვარი : Daniel Reddington
ასაკი : 45 წლის
ოჯახური მდგომარეობა : დაუოჯახებელი
წარმომავლობა : უილმინგტონი, ჩრდილოეთ კაროლინა
მშობლები : დედა Ann Reddington მამა უცნობია
დაბადების ადგილი : უილმინგტონი, ჩრდილოეთ კაროლინა
საცხოვრებელი ადგილი : ა.შ.შ , ლოს სანტოსი
შტატებში ცხოვრების დრო : 45
სიმაღლე: 1.89
თვალის ფერი : ყავისფერი
თმის ფერი : შავი
აღნაგობა: ათლეტური
დამახასიათებელი ნიშნები : ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ატარებს რბილ ტონს, მაგრამ იღებს მძიმე გადაწყვეტილებებს.


თავი I — ბავშვობის ხმა

უილმინგტონი არ იყო დიდი ქალაქი, მაგრამ დანიელისთვის ეს იყო სამყაროს წერტილი, სადაც მორალის ფესვები იზრდებოდა.
დანიელის ბავშვობა გადიოდა მარტოხელა დედის სახლში, ქალის, რომელიც იყო მკაცრი, თავდაჭერილი და აუღელვებლი რწმენით სავსე. ენ რედინგტონი სკოლის დირექტორი გახლდათ, რომელიც დილით გაღვიძებისთანავე ასწავლიდა დანიელს გრამატიკას, საღამოს , სიმშვიდის შენარჩუნებას, და ღამით, მიტევებას, იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს მისთვის ზედმეტის თქმა მოუნდებოდა.
მისი ბავშვობა არ იყო მძიმე, მაგრამ არც სინაზით სავსე.
მამა არასდროს ყოფილა. ენმა მხოლოდ ერთხელ თქვა:
„არ ელოდო კაცს, რომელიც რომელიც პასუხისმგებლობას გაექცა.“
დანიელს აღარასდროს უკითხავს მასზე რამე.
მაგრამ რაც არ აკლდა მას, იყო თვითშეფასება.
სიცოცხლე მისთვის თავიდანვე იყო პასუხისმგებლობა. ეზოში არასდროს უყვირია; როცა სხვები ჩხუბობდნენ, დანიელი გვერდით იდგა, ჩუმად აკვირდებოდა და იშვიათად, მაგრამ მყარად, ერთ სიტყვას ამბობდა, რომელიც ყველას ადუმებდა.
შესამჩნევი ბავშვი იყო. არა ხმაურით, არამედ თავის ყოფიერებით.


თავი II — მოზარდობის წლები: რწმენა სიჩუმეში

სკოლაში დანიელი იყო შესანიშნავი მოსწავლე, არამარტო ნიშნებით, არამედ იმით, რომ კლასის ნახევარზე მეტი ისევ მასთან მიდიოდა რჩევისთვის, და არა მასწავლებელთან.
იყო ერთი ეპიზოდი, რომელიც ბევრ რამეს ამბობს მის პიროვნებაზე :
ერთმა ბიჭმა კლასელს, მასწავლებლის თანდასწრებით ხელი გაარტყა. ყველა ელოდა დანიელის რეაქციას, იმ დღეს ისინი ერთად თამაშობდნენ. დანიელი გაჩერდა, მიუბრუნდა მასწავლებელს და უთხრა:
„თუ თქვენ არ იტყვით ამაზე არაფერს, მერე ნუ გაიკვირვებთ, თუ მე სკოლის გარეთ ვიპოვნი უთქვენოდ სამართლიანობას.“
დამნაშავე დაისაჯა. მასწავლებელი... დადუმდა.
დანიელი უკვე მაშინ აცნობიერებდა:
სიტყვას აქვს ძალა. მაგრამ სიტყვა კანონად მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა მის უკან ძლიერი ვინმე დგას.
მეგობრები ჰყავდა ბევრი, მაგრამ ახლო, ძალიან ცოტა.
ის გიჟივით არ იცინოდა, არ ყვიროდა, არ იყო ფარული მეამბოხე.
მაგრამ იცოდა, რომ მომავალი ეკუთვნოდა მათ, ვინც შინაგანად იკრებდნენ ძალას და გარეგნულად ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს.

თავი III — უნივერსიტეტი: იდეალების შეფუთვა

დანიელმა უარი თქვა სახელგანთქმულ უნივერსიტეტებზე, რომლებიც მას სტიპენდიებს სთავაზობდნენ. ჩააბარა ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სწავლობდა საჯარო უსაფრთხოებას, ადმინისტრირებას, მენეჯმენტს. საღამოს კი მუშაობდა კამპუსის ბიბლიოთეკაში და ადრეულ კლასებში მოსწავლეებს ასწავლიდა.
კურსელებმა ის აირჩიეს სტუდენტური მმართველობის თავმჯდომარედ, არც კი დაპირისპირებია ვინმე, ყველა უბრალოდ ხედავდა, რომ ის იყო ლიდერი.
როცა ხმას იღებდა, ჩუმდებოდა აუდიტორია.
როცა იღიმოდა, გჯეროდა, რომ ეს ადამიანი არაფერ ცუდს არ ფიქრობს.
მაგრამ შენ არ იცოდი, რომ სინამდვილეში ის უკვე გეგმავდა, როგორ გამოეშიგნა სისტემა შიგნიდან და მთელი მისი სიბინძურე გარეთ გამოეტანა ნაგავსაყრელზე მოსასროლად.

თავი IV — ძალაუფლების მექანიზმი

პოლიციაში დანიელი ჩადგა, როგორც პატრულ-ოფიცერი.
როცა პირველად დაინახეს, ახალგაზრდული გარეგნობა, თავაზიანი საუბარი, ღია ტონი, ბევრი ფიქრობდა:
„გონიერი ბიჭია, მაგრამ რამდენ ხანს გაძლებს აქ?“
მაგრამ დანიელი არ იყო რბილი.
ის იყო თავაზიანი, მაგრამ დაუღალავი.
ის იღიმოდა, მაგრამ ყველაფერს იმახსოვრებდა.
Დანიელი გამუდმებით იპოვებდა კომპრომატებს პოლიციის თანამშრომლებზე , ძირითადად თავის ზემდგომებზე და ყველას ვინც ამას იმსახურებდა უკანმოუსვლელად აძევებდა სისტემიდან. Თუმცა ძალიან მალე ეს მაღალჩინოსნებს ყელში ამოუვიდათ და გადაწყვიტეს დანიელი თავიდან მოეშორებინათ, კერძოდ კი ლოს სანტოსში გადაემისამართებინათ.


თავი V — ლოს სანტოსი: ქალაქი, რომელიც არავის ელის

ლოს სანტოსი არ გიხსნის კარს. ის არ ამბობს "მოგესალმებით".
ლოს სანტოსი გიყურებს, როგორც უცხოს, რომელიც ან ჩაწვდება წესებს, ან დაიკარგება მათ შორის.
დანიელი 26 წლის იყო, როცა უარი თქვა წარსულზე, მყარად შეკრა ბარგი, დატოვა კაროლინას კეთილმოწყობილი უბნები და მივიდა ქალაქში, რომელიც ლეგენდებით იყო დამძიმებული, ლოს სანტოსში.
პირველივე ღამეს, როდესაც სასტუმროს ფანჯრიდან გადმოხედა კაშკაშა ბილბორდებით გადაჭედილ ქუჩებს, მიხვდა,
„აქ ყველაფერი გაიყიდება, თუ შენ არ დაუწესებ ფასს.“
და ის ზუსტად ამიტომ იყო აქ.

დეპარტამენტში დანიელი თბილად არ მიუღიათ. არავინ ელოდა ახალგაზრდა ოფიცერს სამხრეთიდან, რომელსაც ოქროს ღიმილი ჰქონდა და სამსახურის წესდება ზეპირად იცოდა.
პირველ დღეებში ყველა ეჭვით უყურებდა, ზედმეტად ზრდილობიანია, ზედმეტად მოწესრიგებული, ზედმეტად სწორი.
ლოს სანტოსში ამის ჯოჯოხეთივით ეშინოდათ.
მაგრამ ერთ იყო საქმე, რომელმაც მთელი განყოფილება თავდაყირა დააყენა , არავის გააჩნდა საკმარისი მოთმინება და უნარი იმისა რომ საბუთების იმ ქაოსში გამორკვეულიყო რომელიც მაგიდაზე დაუგროვდათ, დანიელი დარჩა ოფისში ღამის სამ საათამდე და გამოავლინა იმ საქმის დეტალები, რომელიც ვეტერანებს გამოეპარათ.
არავის უთქვამს მადლობა ხმამაღლა, მაგრამ ყველა მიხვდა:
ეს ბიჭი სერიოზულად აკეთებს საქმეს.

დანიელის ყოველდღიური ყოფა სხვა ოფიცრებისთვის უცნაური იყო:
  • დილით ის ესაუბრებოდა უბნის მოხუცებს და წუხანდელ ყვირილზე ეკითხებოდა, როგორ ეძინათ, როგორ მოისვენეს;
  • შუადღეს თანამშრომლებს მკაცრად მიმართავდა ამოწმებდა მათ სამუშაოს და ყველა კონტროლის ქვეშ ჰყავდა;
  • საღამოს ცდილობდა ახალბედა ოფიცრებს "მორალის" შენარჩუნებაში დახმარებოდა.
ის იყო მეგობრული, მაგრამ ყველასთვის ცხადი იყო ერთი რამ, არ იყო რბილი.
არავის აპატიებდა დაუდევრობას. არავის აძლევდა მეორე შანსს, თუ პირველი შეგნებულად გაფლანგა.

ერთ დღეს, მკვლელობის საქმე დახურეს, მოტივი არ იყო, მოწმეები არ ჩანდა. საქმე გადაეცა ბიუროს. დანიელმა ნახა ეს საქმე და რაღაც არ მოეწონა.
კანონიერად მისი ჩარევა არ იყო საჭირო, მაგრამ ის მაინც წავიდა.
დაიწყო დაკვირვება. მოძებნა დეტალები, რომლებიც სხვებს გამორჩათ. შეკრიბა უმცროსი დეტექტივები. ყველა ცდილობდა თავი დაეძვრინა, ვის უყვარს "უკვე დახურული" საქმის ხელახალი გადახედვა?
და სწორედ მაშინ, ერთ დერეფანში, პირველად შეხვდა ნელსონ გოდსონს.

ნელსონი — მაღალი, შავგვრემანი, მწვანეთვალება დეტექტივი — იდგა დერეფანში და დემონსტრაციულად ეწეოდა ელექტრონულ სიგარეტს, რომელიც წესით შენობაში აკრძალული იყო.
დანიელმა რაღაც იგრძნო ინტუიციით. Თავის ცხოვრებაში პირველად არ მიუცია შენიშვნა ვიღაცისთვის წესების უგულვებელყოფის გამო. უბრალოდ შეხედა და უთხრა:
დანიელი:
„დახურული საქმე, ჩვეულებრივ იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ ძალიან ჩქარა გადაწყვიტა, სად არ ეძებოს.“
ნელსონმა თავი ოდნავ შეატრიალა და უპასუხა:
ნელსონი:
„ან ვიღაცამ ზუსტად იცოდა, სად არ უნდა ეძებოს.“
მათ შორის წამით გაქრა სივრცე, თითქოს ორივემ რაღაც გააცნობიერაო.
ნელსონმა უკვე იცოდა, რომ ეს ახალგაზრდა არ იყო უბრალოდ ენთუზიასტი.
დანიელმა კი იგრძნო, ეს კაცი არ საუბრობს ბევრს, მაგრამ ხედავს ყველაფერს.

პირველ დღეებში ისინი არ საუბრობდნენ პირდაპირ.
დანიელი მუშაობდა საქმეზე. ნელსონი, უბრალოდ, ხანდახან "მოულოდნელად" გამოჩნდებოდა, ფაილს გადაავლებდა თვალს, მიაწერდა ქვეშ რაღაცას და წავიდოდა.
დანიელმა პირველად დაკარგა წონასწორობა ცხოვრებაში:
„შენ ან მეხმარები ბოლომდე, ან გაუჩინარდი როგორც დანარჩენები.“
ნელსონმა ჩაიცინა:
„თუ დახმარება გინდა, აიღე პასუხისმგებლობაც. დახმარება ცვლის ადამიანებს. ხშირად, იმ გზით, რაც მათ საერთოდ არ მოსწონთ.“
ეს იყო არაფორმალური შეთანხმება.

დანიელი წლების მანძილზე ცდილობდა რწმენის შენარჩუნებას, რომ კანონს შეიძლებოდა მარტო კეთილშობილური მიზნებით ემოქმედა.
ნელსონი კი ავლენდა სხვა პერსპექტივას:
  • სისტემა , რაოდენ კორუმპირებულიც არ უნდა იყოს ის , არასდროს ჩამოიშლება თავად.
  • კეთილი საქმე მყარ საფუძველზე უნდა იდგეს, ეს საფუძველი კი იშვიათად არის სუფთა.
  • ხანდახან საჭიროა ხელების დასვრა, რათა სხვისი ხელები სუფთა დარჩეს.
დანიელმა ეს გაისისხლხორცა არა როგორც ცინიზმი, არამედ როგორც მექანიკა.
ეს იყო სათადარიგო კვანძი დიდ მანქანაში, რომელიც სხვას გადაარჩენდა, და თუ ამით შეიძლებოდა ერთი უბანი ნაკლებად სისხლიანი გამხდარიყო, მაშინ ეს უბრალოდ გამართლებლი კი არა , აუცილებელიც იყო.

დანიელი გახდა სახე, უბნების შეხვედრებზე გამოდიოდა, ტელევიზიებში საუბრობდა, ოფიცრებს მოტივაციას აძლევდა.
ნელსონი იყო ჩრდილი, ფაილების წაშლა, გზავნილების გაყალბება, ყალბი მოწმეებისთვის ანგარიშის "დაფარვა", მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს იცავდა იმ დიდ თამაშს, რასაც ისინი მართავდნენ.

ნელსონი არ აიძულებდა დანიელს რომ ბოლომდე ჩაფლულიყო ამ სიბინძურეში , თუმცა როდესაც თავად ინდომებდა ამას დანიელი მისი ნების წინააღმდეგ არ მიდიოდა.

მათ შექმნეს სიმბიოზური ქსელი დანაშაულოებრივ სამყაროსა და კანონს შორის , რომელიც ერთდროულად მოიცავდა ორივეს თავის თავში , მაგრამ არცერთს არ აძლევდა ზედმეტ გასაქანს , ქალაქმა ნელ-ნელა მათი წესებით დაიწყო ცხოვრება.

ერთხელ დანიელმა ნელსონს ჰკითხა :

“რატომ მეხმარები როცა თავად არასდროს არაფერი გითხოვია ჩემთვის?”

“მე არ მსურს ტახტი , თუმცა არც სულელებისთვის მემეტება.”


Მოთხოვნები:

1. ქრთამის აღება / იარაღის და ტყვია წამლის გაყიდვა (მცირე რაოდენობით)
2. კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირი.
3. უკანონო ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება
4. Სამხილების ფალსიფიკაცია/განადგურება
5. წამება
6. ფრაქციის იარაღის და ბრონის, ოჯახის მიზნებისთვის გამოყენება.
 
Last edited:

DieHappy

Well-known member
D.Chief Administrator
Aug 23, 2025
70
2
მოგესალმებით თქვენი ბიოგრაფია დადასტურებულია

1. ქრთამის აღება / იარაღის და ტყვია წამლის გაყიდვა (ლიმიტი 8)
2. კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირი.
3. უკანონო ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება
4. Სამხილების ფალსიფიკაცია/განადგურება ( სსკ სირთულის მიხედვით)
5. წამება ( სერვერის ყველა წესის დაცვით)

სლოტთან დაკავშირებით მიმართეთ კურატორს
 
Status
Not open for further replies.