სახელი: Cristal Corleone (ID: 1383)
ასაკი: 39
სქესი: მამრობითი
სიმაღლე და წონა: 183სმ , 85კგ
დამახასიათებელი ნიშნები: მოკლე შავი ფერის თმა, მწვანე თვალები.
დაბადების ადგილი: ტრაპანის პროვინცია, სიცილია, იტალია
ოჯახური მდგომარეობა: არ არის დაოჯახებული
წოდება: მეთაური, ლოს სანტოსის პოლიციის დეპარტამენტი
მშობლები: მარია რიცო-კორლეონე (დედა, გარდაიცვალა 2013 წელს), ანტონიო კორლეონე (მამა, გაუჩინარდა 1995 წელს, სავარაუდოდ გარდაცვლილია)
დედმამიშვილი: George Corleone (უმცროსი ძმა, 18 წლის, ლეიტენანტი, ლოს სანტოსის პოლიციის დეპარტამენტი)
ლოს სანტოსში გატარებული წლები: 10
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბავშობის წლები
კრისტალ კორლეონე დაიბადა 1986 წელს ტრაპანის პროვინციაში, სიცილიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქში, ანტონიო კორლეონესა და მარია რიცოს ოჯახში. ანტონიო ადგილობრივ მაფიაში წარმოადგენდა მცირე ფიგურას. იგი ცნობილი იყო თავისი აგრესიული ხასიათითა და ძალადობისკენ მიდრეკილებით. მარია, ნაზი მაგრამ ძლიერი ქალი, ცდილობდა ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებას, თუმცა ოჯახი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობდა, ვინაიდან მათ უწევდათ გადარჩენა იმ დროს, როცა ტრაპანის ქუჩებში სიბოროტე ბობოქრობდა.
კრისტალის მოგონებები ძალადობასთან არის დაკავშირებული. მისი მოგონებები სავსეა მძაფრი მომენტებით, მაგალითად, როგორ ეღვიძებოდა ღამით ყვირილის ხმაზე, როგორ უწევდა სიარული სისხლით შეღებილ ქუჩებში და როგორ ზემოქმედებდა მასზე ლოკალური მაფიის რეჟიმი, კერძოდ სხვადასხვა მუქარები მისი ოჯახის მიმართ და მამამისის სახე, როცა მას უწევდა იძულებით ხალხის მოკვლა. როდესაც კრისტალი 8 წლის იყო, მამამისი მაფიურ დაპირისპირებაში გაუჩინარდა, რამაც ოჯახი დაშალა. კრისტალის დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ კრისტალი ყველანაირი საშინელებისგან დაეცვა, მაგრამ ბიჭმა საკმარისი რამ დაინახა იმის გასაგებად, რომ სიცილიაში ცხოვრება ეშმაკობას, დაუნდობლობას და სისასტიკისადმი ტოლერანტობას მოითხოვდა.
ანტონიოს გაუჩინარებამ მარია აიძულა დაუღალავად ემუშავა, მას ხშირად უწევდა ადგილობრივებისგან სესხის აღება ქირის გადასახდელად ან საჭმლის საყიდლად. რასაკვირველია მარიას ხშირ შემთხვევაში უჭირდა სესხის დაფარვა, რის გამოც იგი ხშირი ძალადობის მსხვერპლი იყო, რასაც ბიჭის თვალები ყოველდღე ხედავდა და ავსებდა მის გონებას და ემოციებს ბრაზით. მოკლედ, კრისტალი დედის უძლურობისა და გარშემომყოფების აუტანლობის მოწმე გახდა. ამან მას პირველი გაკვეთილები ჩაუნერგა: სისუსტეს იყენებენ, ძალაუფებას კი პატივს სცემენ.
ბავშვობიდანვე კრისტალმა შეისწავლა ემოციების მართვა. მას შეეძლო მორჩილი და პატივმოყვარე გამოჩენილიყო ხალხში, როცა პარალელურად შეთქმულებას გეგმავდა. ათი წლის ასაკში მისი იარაღი იყო ტყუილი და მჭერმეტყველება. იგი იპოვებდა ხალხის ნდობას, ხოლო შემდეგ მათ ფარულად ძარცვავდა.
გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც კრისტალი თორმეტი წლის იყო. დედამისის ვალის გამო, ორმა მეზობელმა ბიჭმა მასზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობრივი რეაგირების ნაცვლად, კრისტალმა მათ ხაფანგი დაუგო: დიდხნიანი თვალთვალის შემდეგ, კრისტალმა აღმოაჩინა, რომ ბიჭებს ლოკალური მაფიის მტერ მაფიასთან საიდუმლო კავშირები ჰქონდათ, რის შემდეგაც შეხვდა ბიჭებს, მოატყუა ისინი და წარუდგინა მათი თავი ლოკალურ მაფიას, სადაც მან ბიჭების საიდუმლოებები გაამხილა. თავისთავად, ბიჭები მკაცრად დაისაჯნენ, ხოლო კრისტალი მაფიის მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა, ვინაიდან საჭირო ინფორმაციით დაეხმარა მათ. ამ ყოველივეს შემდეგ კრისტალმა გაანალიზა, რომ ინტელექტი ზოგ მომენტში დანაზე ბასრია.
მოზარდობის წლები
როდესაც კრისტალი მოზარდობის ასაკში შევიდა, მან ბავშვობის ტრავმები გააზრებულ გაკვეთილად აქცია. მან ისწავლა როგორც კანონიერი, ასევე უკანონო სისტემების ექსპლუატაცია. თუ ვინმე მას ან მის ოჯახს დაემუქრებოდა, ის აგროვებდა მათ ინფორმაციას და მათზე ზეწოლას ახდენდა ისე, რომ მასზე ეჭვი ვერ მიეტანათ.
ერთ საღამოს, გვიან, 15 წლის კრისტალი უბანში ბრუნდებოდა, როცა მიხვდა, რომ ვიღაცები უკან მოყვებოდნენ. მეზობელი უბნის ბანდის ოთხმა წევრმა ჩიხში მიიმწყვდია. ისინი ასაკით ცოტა უფროსები იყვნენ, ხმაურიანები, თავხედი და მუდამ ცდილობდნენ ახალგაზრდების დამცირებას.
კრისტალს გზა გადაუჭრეს. ერთ-ერთმა ბიჭმა ჯიბიდან დანის მსგავსი ბასრი საგანი ამოიღო და ირონიულად უთხრა:
— „ახლა ნახავ, რა ხდება, როცა ჩვენს უბანში ფულს იშოვი და ჩვენს წილზე არ ფიქრობ.“
სიტუაცია აშკარად მის წინააღმდეგ იყო. მაგრამ კრისტალი პანიკაში არ ჩავარდნილა. სწორედ ეს იყო მისი ძალა, გონება უფრო სწრაფად მუშაობდა, ვიდრე სხეული.
მან მშვიდად ამოისუნთქა, ირგვლივ ყველას თვალებში ჩახედა და თქვა:
— „თუ მართლა გინდათ ჩემი მოკვლა, გაითვალისწინეთ ერთი რამ, როცა ჩემ ცხედარს იპოვიან, ტრაპანის მაფია თქვენს ოჯახებს ძირფესვიანად ამოწყვეტს. გგონიათ, არ იციან თქვენ ვინ ხართ? მე მათ უკვე ვუთხარი, ვისთან დადიხართ, ვისთან მუშაობთ და ვისგან ყიდულობთ ნივთებს. ისინი ახლა უბრალოდ ადასტურებენ ჩემს მიერ ნაამბობ ინფორმაციას. თუ მე აქედან სისხლიანი გავალ, შესაძლოა ხვალინდელი დღე თქვენთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს.“
ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს. თავდაჯერებული, უხეში სიცილი გაწყდა. კრისტალი სიტყვებით ისე თამაშობდა, რომ ბიჭების თავში შიში დათესა. სინამდვილეში, მაფიამ არაფერი იცოდა იმ მომენტში ამ ოთხ ბიჭზე, მაგრამ კრისტალის ხმა იმდენად მტკიცედ ჟღერდა, თითქოს ყველაფერი დადასტურებული ფაქტი იყო.
ერთმა მათგანმა ჩაიბურტყუნა:
— „შეიძლება გვატყუებს…“
მაგრამ მეორემ დაეჭვებულად თქვა:
— „თუ მართლა იცის ჩვენი საქმეები, რისკი არ ღირს. აქედან ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პ**ჭი ვისაც აითვალწუნებს ყველას უთვალთვალებს და ნანახს ფულის სანაცვლოდ უყვება მაფიოზებს. აქვე გავაფრთხობინებდი სულს, მარა ვაი და მართლა გვიპოვონ, მერე რას ვაკეთებთ?“
ბოლოს, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ბიჭებმა იარაღი დამალეს და უკან დაიხიეს.
კრისტალი ნელა, სრული სიმშვიდით გამოვიდა ჩიხიდან, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. სინამდვილეში გული ლამის პირიდან უვარდებოდა, მაგრამ ეს არავის შეუმჩნევია.
იმ დღიდან ამბავი გავრცელდა, რომ „კრისტალთან ჩხუბი არ ღირს“. მის თანატოლებში შიშის და პატივის ნაზავი გაჩნდა.
ეს ეპიზოდი მისი მოზარდობის ერთ-ერთ მთავარ გაკვეთილად იქცა: ხშირად ყველაზე ძლიერი იარაღი სიტყვებია და არა მუშტი.
კრისტალი უკვე 18 წლის იყო, როცა ტრაპანის ქუჩებში მისი სახელი სიფრთხილით ისმოდა. იგი არ იყო ცნობილი თავისი ძალით, არამედ გონებით. მის შესახებ ამბობდნენ, რომ „კრისტალი არასოდეს ჩხუბობს, მაგრამ თუ დაგელაპარაკა, უკვე დამარცხებული ხარ“. მისი პირველი სერიოზული ნაბიჯი ადგილობრივ მაფიაში სწორედ ამ დროს მოხდა. ერთ დღეს მას მიაკითხა მაფიის მარჯვენა ხელმა, ვინაიდან კრისტალს ჰქონდა უნარი, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ - ინფორმაციის მოპოვება.
ზრდასრულობის წლები
კრისტალი უკვე 18 წლის იყო, როცა ტრაპანის ქუჩებში მისი სახელი სიფრთხილით ისმოდა. მის შესახებ ხშირად ამბობდნენ, რომ „კრისტალი არასოდეს ჩხუბობს, მაგრამ თუ დაგელაპარაკა, უკვე დამარცხებული ხარ“. მისი პირველი სერიოზული ნაბიჯი ადგილობრივ მაფიაში სწორედ ამ დროს მოხდა. ერთ დღეს მას მიაკითხა მაფიის მარჯვენა ხელმა, ვინაიდან კრისტალს ჰქონდა უნარი, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, ინფორმაციის მალულად მოპოვება.
მისი დავალება მარტივად გამოიყურებოდა: ერთი ადგილობრივი ბიზნესმენი უარს ამბობდა ფულის გადახდაზე. მაფია აპირებდა მასზე თავდასხმას, თუმცა სჭირდებოდათ საბაბი, რომელიც საზოგადოებაში მათ ქცევას გაამართლებდა. კრისტალმა ორი კვირის განმავლობაში ბიზნესმენის ცხოვრებას თვალი ადევნა, და ბოლოს გამოავლინა მისი ფარული საქმეები, უკანონო საგადასახადო სქემები და ფარული კავშირი პოლიციასთან. ინფორმაცია მაფიას გადასცა და მათ ბიზნესმენი მიწასთან გაასწორეს. ამ საქმემ კრისტალს სახელი გაუთქვა როგორც სტრატეგი, რომელსაც შეეძლო ადამიანების ტვინების გახეთქვა იარაღის გამოყენების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ კრისტალი ცდილობდა ძალადობისთვის თავის არიდებას, გარემოება ისე აეწყო, რომ პირველად თავადაც გახდა მკვლელი. ეს მოხდა 19 წლის ასაკში, როცა მეტოქე მაფიამ დედამისის სახლში ბომბის ჩადება სცადა. კრისტალმა წინასწარ იგრძნო საფრთხე და სახლში დაბრუნებისას ორი დამნაშავე დაიჭირა.
მან იცოდა, რომ თუ მათ ცოცხალს დატოვებდა, ეს სისუსტედ ჩაეთვლებოდა. დედის თვალების დანახვის შემდეგ, რომელიც შიშით სავსე იყო, კრისტალმა საკუთარ თავში გადაწყვეტილება მიიღო: აღარავის მისცემდა უფლებას საფრთხე შეექმნა მისი ოჯახისთვის. იმ ღამეს კრისტალმა პირველად დაღვარა სისხლი და გამოავლინა მისი ცივსისხლიანობა. შემდეგ კი სხეულები მეტოქე ბანდის ტერიტორიაზე მიაგდო, რათა ეჭვი მათზე აეღოთ.
ეს მომენტი გარდამტეხი იყო. მან იგრძნო, რომ აღარ იყო უბრალოდ ჭკვიანი ბიჭი ტრაპანიდან, ის უკვე იწყებდა ნამდვილ თამაშს, სადაც მხოლოდ ყველაზე გამჭრიახები და დაუნდობლები რჩებოდნენ ცოცხლები.
2007 წელს კრისტალი 21 წლის იყო, როცა დედამისმა, მარია რიცომ, იმედის პატარა სხივი მიიღო, გააჩინა შვილი მისი ახალი პარტნიორისგან, უბრალო მუშისგან სახელად ენცო. ბიჭს ჯორჯი დაარქვეს, მაგრამ მარიამ გადაწყვიტა, რომ გვარად მაინც კორლეონე ყოფილიყო, რადგან ამ გვარს უკვე თავისი ისტორია და ტკივილი ჰქონდა. პირველივე დღიდან კრისტალი წინააღმდეგობრივი გრძნობებით იყო სავსე. ერთმხრივ, მასში გაჩნდა სინაზის მსგავსი რამ. როცა იგი პატარა ჯორჯს უყურებდა, მისი უმწეობა ახსენებდა საკუთარ ბავშვობას, როცა იგიც ჯორჯის მსგავსად უძლური იყო. მეორე მხრივ, კრისტალი ხედავდა, რომ ძმის დაბადება შეიძლება მისი სუსტი წერტილი გამხდარიყო, და ეს საშიში იყო სამყაროში, სადაც ყოველი ემოცია იარაღად გამოიყენებოდა.
2008 წელს ლოკალურ მაფიასთან მოლაპარაკების შემდეგ კრისტალი ჩაერთო არალეგალური იარაღების გაყიდვის საქმეში. ამ კონკრეტულ მაფიას ჰქონდა საიდუმლო კავშირები ბალკანეთში, საიდანაც იარაღს ალბანეთისა და მონტენეგროს საზღვრის გავლით იღებდა. კრისტალს ევალებოდა კლიენტის პოვნა. იგი ირჩევდა ისეთ ადამიანს, რომელისაც მომავალშიც გამოიყენებდა.
წლები გადიოდა, ხოლო კრისტალი ყალიბდებოდა ცივსისხლიან გენიოსად.
24 წლის კრისტალი უკვე კარგად იყო ინტეგრირებული ტრაპანის მაფიურ სტრუქტურაში. ოფიციალურად, ის თითქოს „დამხმარე იყო“ - ინფორმაციას აგროვებდა, მოლაპარაკებებს მართავდა და კონკურენტებთან შუამავლობდა. რეალურად კი, კრისტალი უკვე უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობდა, ვიდრე ზოგიერთი უფროსი მაფიის წევრი. მისი მთავარი სტილი იყო გონების კონტროლი. ის არასოდეს იყო პირველ რიგში მოძალადე - კრისტალი სხვებს აძლევდა ბრძანებებს, თვითონ კი ჩრდილში რჩებოდა. როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, მას შეეძლო უბრალო ჭორით ან ერთ წინადადებაში ნათქვამი ტყუილით დიდი ომი გამოეწვია ან, პირიქით, გადაერჩინა ადამიანი .ამავე წელს მან დაიწყო პოლიციასთან ფარული თამაში კრისტალმა გადაწყვიტა, რომ მაფიის არსებობის გასაგრძელებლად აუცილებელი იყო პოლიციაში "მეგობრების" ყოლა. მცირე ქრთამებითა და შანტაჟით რამდენიმე ადგილობრივი პოლიციელი მის ხელში აღმოჩნდა. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომელიც მომავალში ლოს სანტოსში მის კარიერას განსაზღვრავდა.
2013 წელი კრისტალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. დედამისი, მარია რიცო-კორლეონე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. კრისტალისთვის ეს იყო უზარმაზარი დარტყმა - ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მისთვის სინათლისა და სიმშვიდის ერთადერთი წყარო იყო, აღარ არსებობდა. დედის სიკვდილმა მასში საბოლოოდ მოკლა იმედის ნარჩენები. ახლა კრისტალი მხოლოდ ორ რამეზე ფიქრობდა, პატარა ძმის, ჯორჯის, უსაფრთხოებაზე და ძალაუფლების სრულყოფილად დამყარებაზე. ამავე წელს მან დაიწყო ფიქრი იტალიიდან წასვლაზე. ტრაპანი უკვე ძალიან სახიფათო იყო - მეტოქეები ძლიერდებოდნენ, პოლიცია უფრო მეტად ინტერესდებოდა, ხოლო მისი სახელი ზედმეტად გავარდნილი იყო მოწინააღმდეგე მაფიის ოჯახებში. 2013 წლის ბოლოსთვის კრისტალმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება: იტალიაში ადგილი აღარ ჰქონდა. მალე მას მოუწევდა ახალი ცხოვრების დაწყება იქ, სადაც შეძლებდა, თავისი ცოდნა და გავლენა სისტემის შიგნით მიეღო.
ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ 2015 წელს განხორციელდა, როცა იგი 29 წლის იყო, მან ლოს სანტოსში გადმოსახლება გადაწყვიტა, ვინაიდან სიცილია იყო მახე, სადაც საბოლოოდ მასაც თავს მოაჭრიდნენ. მან ეს შეძლო ძველი ნაცნობების დახმარებით, რომლებიც დაეხმარნენ მას საბუთების გაყალბებასა და საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთაში.
ლოს სანტოსი - ახალი ცხოვრება, იგივე სტრატეგია.
კრისტალ კორლეონე ლოს სანტოსში 2015 წელს ჩამოვიდა მის უმცროს ძმასთან ერთად. მას უკვე მძიმე გამოცდილება ჰქონდა იტალიაში - სიბნელეში გაზრდილი ბავშვობა, მაფიური ცხოვრების სუნი და სისხლით გაჟღენთილი ტრავმები. წლების განმავლობაში, მასში ჩამოყალიბდა ერთგვარი ფილოსოფია: „კანონი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა შენ აკონტროლებ მას.“ ლოს სანტოსში ჩამოსვლის მიზეზი ოფიციალურად იყო „ახალი დასაწყისი“. რეალურად კი, კრისტალმა იცოდა, რომ ქალაქი სავსე იყო კორუფციით, ქუჩის ბანდებით და დაუცველობით – იდეალური ნიადაგი კაცისთვის, რომელსაც სიტყვით შეეძლო ხალხის განადგურება და საჭირო დროს სისხლით გზის გაკვალვა. პირველი წლები კრისტალმა გამოიყენა როგორც პოლიციის სისტემაში შესვლის სტრატეგიული ეტაპი. თავდაპირველად იყო რიგითი ოფიცერი, მაგრამ მისმა გამჭრიახობამ, სწრაფმა რეაქციამ და განსაკუთრებულმა მჭერმეტყველებამ მას მალევე გაუთქვა სახელი. კრისტალი არასოდეს იყო „კანონის მოსამსახურე“ ჩვეულებრივი გაგებით, მისი მიზანი იყო ძალაუფლება და მან ეს ძალაუფლება ნელ-ნელა მოიპოვა. კრისტალი უფრო მეტად მენეჯერი იყო, ვიდრე მსახური. ბრძოლის ველი მისთვის ქუჩა კი არა, არამედ კაბინეტი იყო. მან შეძლო და პოლიციაში ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ კოლეგებს მისი წინააღმდეგ წასვლა არ სურდათ - ზოგს შიში ჰქონდა, ზოგს კი პატივისცემა.
2019 წლიდან კრისტალმა კარიერული წინსვლა დააჩქარა. სერჟანტიდან ლეიტენანტამდე და შემდეგ კაპიტანობამდე ავიდა. ის უკვე ორმაგ თამაშს თამაშობდა – გარედან კანონის მფარველი, შიგნით კი ქალაქის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირების მქონე სტრატეგი. 2022 წელს მისი ძალაუფლება თითქმის სრული გახდა: ვის დააპატიმრებდნენ, ვინ გათავისუფლდებოდა და ვინ „მტკიცებულებების გარეშე დარჩებოდა“ - ყველაფერი კრისტალზე გადიოდა.
ამავდროულად, მისი პატარა ძმა ჯორჯიც იზრდებოდა. 2024 წელს კრისტალის დახმარებით პოლიციის აკადემიაში მოხვდა. თავიდან იდეალისტი იყო, მაგრამ თანდათან ძმის მეთოდებსაც სწავლობდა – საჭირო დროს კანონის მოხრას და ჭკვიანურად თამაშს. 2025 წელს დეტექტივად დაწინაურდა, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის, სულ რაღაც 18 წლის ასაკში, უკვე ლეიტენანტი გახდა.
დღეს, 2025 წელს, კრისტალი ლოს სანტოსის პოლიციის ერთ-ერთი მთავარი მეთაურია - გარედან კანონის სიმბოლო, მაგრამ ფარულად კვლავ კორლეონე, რომელიც ქალაქს ჩრდილიდან მართავს. მისი ძმა ჯორჯი კი მის გვერდით დგას, ახალგაზრდა ლეიტენანტი, რომელიც ჯერ კიდევ თითქოს სუფთა სახეს ინარჩუნებს, მაგრამ უკვე ძმის ჩრდილში ჩამოყალიბებული მეთოდებით მოქმედებს.
ორივე ძმა ერთ სისტემაშია, მაგრამ სინამდვილეში ისინი კვლავ აგრძელებენ კორლეონეების ძველ ტრადიციას – ქალაქის მართვას არა მხოლოდ ძალით, არამედ გონებით, შიშითა და უხილავი კონტროლით.
მოთხოვნები:
ქრთამის აღება / იარაღის და ტყვია წამლის გაყიდვა
უკანონო ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება
გატაცება/წამება
Სამხილების განადგურება
კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირი.
უხეში საუბარი, ზრდილობისა და სერვერის წესების ფარგლებში

Attachments
Last edited: