უარყოფილია BAD ARMY | Kita Loladze

Status
Not open for further replies.

Chris Wray

Member
Nov 10, 2025
6
2
სახელი, გვარი - კიტა ლოლაძე

დაბადების თარიღი - 30/07/1987

IC ასაკი - 38

სქესი - მამრობითი

ეროვნება - ქართველი

მშობლები - ალექსანდრე ლოლაძე, თინა მახარაშვილი.

განათლება - საშუალო

გარე აღწერა - სიმაღლეში 1.86მ., ღია ცისფერი თვალის ფერი, ათლეტური სხეულის აგებულება, მრავალი ტატუ როგორც სხეულზე, ასევე კიდურებზე და ყელზე. წონაში 82 კგ.


piradoba.pngScreenshot 2025-11-25 221459.png





ბავშვობა (0-12 წლები)

კიტა ლოლაძე დაიბადა 1987 წლის ივლისში, თბილისში, ღარიბ მუშათა ოჯახში. მისი მამა ალექსანდრე ლოლაძე - ავტოსახელოსნოში მექანიკოსად მუშაობდა, დედა, თინა მახარაშვილი, კი სკოლაში დამლაგებელი იყო. ოჯახი მცირედად ცხოვრობდა, ვინაიდან მშობლებს დაბალი შემოსავალი ჰქონდათ და საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ “თავის გატანას” ახერხებდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ ოჯახს სითბო მაინც არასდროს აკლდა. კიტა ბავშვობის წლებიდან ძალიან დაკვირვებული და ცნობისმოყვარე იყო. მკაცრი რეჟიმიდან გამომდინარე, მას ადრეული ასაკიდან მოუწია ემოციების მართვის სწავლა, მსახიობურ ნიჭსაც ფლობდა, თუმცა ვერ იტანდა იმას, თუ ატყუებდნენ. მიუხედავად ამისა, ის ხშირად თავადაც იტყუებოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე შეცდომაში შეეყვანა, არამედ უბრალოდ არ სურდა თავისი ნამდვილი სახისა და ემოციების გამოჩენა. ქალაქის რთულ გარემოში მან სწრაფად ისწავლა, როგორ უნდა გადარჩენილიყო — გამჭრიახობით, სიმამაცით და პრობლემაზე დროული რეაგირებით.





მოზარდობა (12–17 წლები)

1995 წელი ლოლაძეებისთვის ძალიან იღბლიანი წელი აღმოჩნდა. 12 წლის კიტას მამამ, ალექსანდრემ ლატარიაში მოიგო „მწვანე ბარათი“, ვიზა ამერიკაში გასამგზავრებლად და სრულიად ახალი გზები გაიხსნა მისთვის. რასაკვირველია, პოსტსაბჭოურ ქვეყანას ისევ ამერიკაში წასვლა ამჯობინა, სადაც შეძლებდა თავისი ოცნებების სრულყოფილებას, ამიტომ მოჰკიდა თავის ოჯახს ხელი და გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად კი ლოს სანტოსში. კიტას დიდად არ მოსწონდა მამამისის გადაწყვეტილება, რადგან მას უკვე სამეგობრო წრე და მთელი ცხოვრება იქ ჰქონდა, საქართველოში, რამაც ძალიან დაანაღვლიანა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის კარგი ადაპტაციის უნარით გამოირჩეოდა და ფეხი მარტივად აუწყო ამერიკულ ცხოვრებას. სკოლაში თავიდან გაუჭირდა სწავლა, ვინაიდან ყველაფერი ინგლისურ ენაზე ტარდებოდა და მისი საბაზისო ცოდნა ხშირ შემთხვევაში ვერ ეხმარებოდა ყველაფრის გაგებაში. 15 წლის რომ გახდა, თავის დაბადების დღეზე მისმა კლასელმა - ტოდმა - საჩუქრის ყუთი მისცა, რომელიც გახსნისთანავე აფეთქდა და კიტას სახეში პუდრი შეეყარა. ყველამ ძალიან დასცინა მას, რაც იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში. სწორედ ამ მომენტში წამიერად დაბრუნდა იმ ბნელ დროში და გაახსენდა სირთულეები, უსამართლობის განცდა და გადაწყვიტა ებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, რამაც განაპირობა მისი კარიერის დასაწყისი.





ახალგაზრდობა (18–25 წლები)

18 წლის როდესაც გახდა, კიტამ გააფორმა კონტრაქტი სამხედრო ძალებთან და წავიდა სან ანდრეასის ნაციონალურ გვარდიაში მსახურებისთვის. დაიწყო ყოველ დილით ვარჯიში, სამხედრო კოდექსების შესწავლა, მუდმივი სიტუაციური ტრენინგი ჯარისკაცებთან ალფა დანაყოფში. აკადემიაში მას ძალიან კარგი ქულები ჰყავდა, მისი ინსტრუქტორი - ელბა ბარონი - ერთ-ერთ ინტერვიუშიც კი ახსენებს კიტას, როგორც მის ტოპ-სტუდენტს ალფა დანაყოფში. კიტა, თავისი მიზანდასახულობითა და ადაპტაციის უნარით გამორჩეული, მალევე ახერებს წოდებიდან წოდებაზე გადასვლას. ის კონტრაქტში გაწერილ დროზე უფრო ადრე ახერხებს სტაჟის მოხდას და ხდება სამხედრო ბილეთის მფლობელი. 20 წლიდან - 24 წლამდე ის თავის კარიერას დელტა დანაყოფში აგრძელებს, სადაც ის გაიცნობს ვერონიკა სმიტს, რომელსაც მოგვიანებით, 25 წლის ასაკში ცოლად შეირთავს. ვერონიკა კიტას ქვედანაყოფში იყო სერჯანტ მაიორის წოდებაზე და სწორედ აქ შეხვდნენ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ კიტა კაპიტანია, სპეც. დანაყოფში ეხმარება მძევლებს და იცავს მთლიან შტატებს, მისი ამბიციები უფრო შორს მიდიოდა, რის გამოც მან თავის გენერალს მოსთხოვა ტრანსფერის გაკეთება ლოს სანტოსის პოლიციის დეპარტამენტში. 25 წლის კიტა, ქორწინებიდან 3 კვირაში გადადის LSPD-ში, ლეიტენანტის წოდებაზე, სადაც დეტექტივების ბიუროში პოულობს საკუთარი მიზნების განვითარების პერსპექტივას.





ზრდასრულობა (25–38 წლები)

ტრანსფერის გაკეთების შემდეგ კიტას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ის გადავიდა პოლიციის დეპარტამენტში, ქალაქში, იქ სადაც სიმშვიდეა, გარშემო მოქალაქეები არიან და არა მტრები, რადგან 7 წლის განმავლობაში არმიაში მხოლოდ მტრებთან გამკლავება უწევდა კიტას შტატის დაცვისას. ჯარისკაცი და პოლიციელი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც კიტასთვის პატარა დაბრკოლებად გამოიკვეთა. თუმცა, გარდა ამ დეტალისა, კიტას ცხოვრება მშვენივრად მიდიოდა. ის საბოლოოდ აკეთებდა იმას, რაც მიზნად ჰქონდა დასახული, ასევე ჰყავდა ულამაზესი ცოლი, ფინანსურადაც ცხოვრებაში პირველად ნორმალურად იყო და თითქოს სამყარო მიუთითებდა იქითკენ, რომ რამე ცუდი მომხდარიყო. 2012 წლის 24 ნოემბერს, კიტას მეუღლეს, ვერონიკას, პანკრეასის კიბო აღმოაჩნდა, რამაც კიტას ძალზე დიდი დარტყმა მიაყენა. ვერონიკას გამოსაჯანმრთელებლად საავადმყოფოები ძალიან დიდ თანხას ითხოვდნენ და ვინაიდან კიტას ამდენი ფული არ ჰქონდა, სხვა გზა უნდა მოეძებნა. აი, ზუსტად აქ იწყება კიტა ლოლაძის ისტორიაც. სასოწარკვეთაში ჩავარდნილი დეტექტივი, რომელსაც მრავალი წყარო აქვს კრიმინალურ დაჯგუფებებთან, მოსალაპარაკებლად წავა ერთ-ერთ ოჯახთან, ფულის სანაცვლოდ ყველაფერზე წასვლა უღირდა და სწორედ აქ გადატყდა კიტას დილემა: გადაარჩინოს თავისი ცოლი თუ შეინარჩუნოს პრინციპები და უსამართლო გზით ფული არ მოიპოვოს. დიდი ფიქრიც არ დასჭირვებია თავისი ცოლის ასარჩევად და კრიმინალური ოჯახის ჩანერგილი პოლიციელი გახდა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, 2013 წლის 7 იანვარს, ვერონიკა სმიტი გარდაიცვალა საავადმყოფოში. კიტამ ვერც კი მიუსწრო სიკვდილისპირას მყოფ მეუღლეს და ვერც დაემშვიდობა თავის ცხოვრების სიყვარულს. თუ ერთხელ გააკეთებ ცუდს, გაგივა, მეორეჯერაც სცდი - ო, კიტა ლოლაძეზე ყოფილა ნათქვამი, რადგან ცხოვრებისგან გულნაწყენმა და გაბოროტებულმა კიტამ ფულის სუნი გაიგო. მან ცხოვრებაში დაკარგა მისი ნახევარი, სული და გული ამოსძვრა ვერონიკას გარდაცვალებასთან ერთად და გახდა ის, რაც ყოველთვის ეზიზღებოდა სხვებში - კორუმპირებული პოლიციელი. მისი ცხოვრება ბევრად გამარტივდა, წესებს აღარ აქცევს დიდ ყურადღებას, მისთვის ფულის შოვნა ბევრად უფრო მარტივია კრიმინალებთან ურთიერთობით, თან ყველაფერს ერთვის მისი სამსახიობო ნიჭიც, რის გამოც ვერავინ ამჩნევს მასში კორუფციას. ერთხელ, კიტა ლოლაძემ კრიმინალური ორგანიზაციის დაკვეთით გაიტაცა ამავე ორგანიზაციის საქმის აღმძვრელი და წინამძღოლი, უფროსი დეტექტივი, მისი შედგენილი ფაილები და დოკუმენტები მოიპარა და ყველაფერი ორგანიზაციის უფროსს გადასცა, რასაკვირველია, კარგი ჯილდოს სანაცვლოდ. საქმის გადასაფარად, კიტამ შესთავაზა ლიდერს დეტექტივის მოშორება და ყველა დოკუმენტის დაწვა, რათა მაქსიმალურად გამქრალიყო კიტაზე ეჭვის შეტანის საფუძველი. ეს და სხვა მრავალი მაგალითი არის კიტას მთავარი შემოსავლის წყარო და ამ ცხოვრებაში საზრდო.





დღევანდელობა

2025 წელი, დღევანდელი სიტუაცია. კიტა ლოლაძე, თავისი საიდუმლო ვენდეტის გარეშე, საზოგადოებაში მეტად პროფესიონალი, დისციპლინირებული და სანდო პიროვნების, შტატის მოხელის, შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორედ მისი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გამო, კიტას ნაციონალურ გვარდიაში დაბრუნება შესთავაზეს, ამ შემთხვევაში კი პოლკოვნიკის რანგზე, სამხედრო პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელად. არმიის სამეთაურო შტაბი მას ენდობა, რომ აღმოფხვრას ჯარში შიდა პრობლემები, იქნება ეს დისციპლინური თუ სისხლისსამართლებლივი დარღვევა, თუმცა კიტას სრულიად სხვა მიზნები აქვს. ლოლაძე დღესდღეისობით იკავებს პოლკოვნიკის თანამდებობას სან ანდრეასის ეროვნულ გვარდიაში, იქ სადაც ფესვები აისხა, როცა პირველად შეერთებულ შტატებში დაიწყო მოღვაწეობა. მისი მისია მყარია, ცხოვრებისგან გაბოროტებულს მხოლოდ ერთი მოტივი ამოძრავებს -ფული, რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს და ამ შემთხვევაში კი ლოლაძის გეგმის განხორციელებას უწყობს ხელს, რომ ერთ დღესაც სამყაროს სამაგიერო გადაუხადოს იმისთვის, რაც მას წაართვა.





რეზულტატი

1. ქრთამის აღება.(საბრძოლო მასალის/არმიის ბილეთის გაყიდვა).
2. უხეში საუბრები და უხეში მოპყრობის საშუალება (სერვერის წესების დაცვით და 1v1ზე ან BAD პერსონაჟების გარემოცვაში),
3. არალეგალური იარაღების შეძენა/შენახვა გამოყენება
4. ნივთმტკიცების გაყალბება (1v1ზე ან BAD პერსონაჟების გარემოცვაში)
5. წამების უფლება ინფორმაციის გამოძალვის მხრივ (სერვერის წესების ფარგლებში, მარტო ან BAD ბიოგრაფიის პერსონაჟებთან ერთად)
6. სხვადასხვა IC სიტუაციების დროს „მოტყუება“, ანუ სხვადასხვა IC სიტუაციებში ისეთი ტყუილების გამოყენება, რომელიც შეცვლის სიტუაციას თავის ან სხვა პირების სასიკეთოდ (მარტო ან BAD ბიოგრაფიის მქონე პირებთან ერთად)
7. ადამიანის გატაცება სერვერის წესების დაცვით (1v1 ან BAD პერსონაჟებთან ერთად)
 
Last edited:

layss

Member
Staff member
Chief Curator
Aug 10, 2025
22
2
მოგესალმებით,

თქვენი მოთხოვნა
უარყოფილია

წარმატებულ თამაშს გისურვებთ
 
Status
Not open for further replies.