უარყოფილია BAD ARMY (BRADZ YAGA)

Status
Not open for further replies.

TOTERSA

New member
Sep 2, 2025
3
0
  • სახელი: Bradz Yaga
  • ასაკი: 62 წლის
  • ეროვნedანობა: ნიდერლანდელი
  • მშობლები: დედა – Sofia Yaga, მამა – Leonard Yaga
  • დაბადების ადგილი: ამერიკის შტატი Miami
  • შტატში ცხოვრების დრო: 43 წელი
  • სიმაღლე: 1.89მ
  • თვალის ფერი: ცისფერი
  • ფიზიკური მდგომარეობა: ნავარჯიშები (ვბენჩავ 190კგ)
  • ხასიათი: მკაცრი, ფეთქებადი


ბავშვობა


Bradz Yaga დაიბადა ჩვეულებრივ ოჯახში, თუმცა მისი ბავშვობა მარტივი არ ყოფილა. მამა Leonard Yaga ნიდერლანდების არმიაში მსახურობდა, მოგვიანებით კი საზღვაო ძალებში მოხვდა, სადაც ხშირად აკლდა ოჯახს. დედა Sofia მუშაობდა კლინიკაში მედდად, რის გამოც ხშირად მარტო იყო პატარა Bradz.
ბავშვობაში Bradz იყო ჩუმი, მაგრამ ძალზე მებრძოლი ხასიათის. მას უყვარდა ძალოსნური ვარჯიშები და პატარა ასაკიდანვე აჩვენებდა ფიზიკურ ძალას. მამა, როცა შვებულებაში ბრუნდებოდა, ასწავლიდა დისციპლინას, წესრიგს და სამხედრო წესებს. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ Bradz ბავშვობიდანვე დაინტერესდა სამხედრო ცხოვრებით.
თუმცა Miami-ში ცხოვრება მარტივი არ იყო – უბანი სავსე იყო დანაშაულით და Bradz ხშირად ხვდებოდა ქუჩის დაპირისპირებებს. სწორედ აქ ჩამოუყალიბდა მისი მკაცრი და ფეთქებადი ხასიათი: ყოველთვის იცავდა თავის ღირსებას და არასოდეს უშინდებოდა ჩხუბს, თუნდაც მეტოქე ბევრად ძლიერად გამოჩენილიყო.





ახალგაზრდობა


მოზარდობაში Bradz უფრო სერიოზულად მიუდგა სპორტს. სკოლაში უკვე ძალოსნობისა და ბოქსის ჩემპიონატებში იღებდა მონაწილეობას, ცნობილიც კი გახდა თავისი უბნის მასშტაბით. ბევრს ეგონა, რომ მისი მომავალი სპორტში იქნებოდა, მაგრამ Bradz-ს სხვა მიზნები ჰქონდა – ის აუცილებლად უნდოდა არმიაში შესულიყო.


სკოლის დამთავრების შემდეგ, Bradz პირველად გაემგზავრა ნიდერლანდებში, სადაც სამხედრო აკადემიაში სწავლა დაიწყო. აკადემიაში ყოფნისას მასში დაინახეს განსაკუთრებული ფიზიკური გამძლეობა და მტკიცე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. თუმცა Bradz არ იყო მარტივი მოსწავლე – ხშირად შედიოდა კონფლიქტებში, ვერ იტანდა უსამართლობას და ბევრჯერ დასჯილიც იყო ზედმეტი სითამამის გამო.


წლების შემდეგ Bradz გადავიდა ამერიკაში, სადაც გააგრძელა სამხედრო კარიერა. კონტრაქტით მოაწერა ხელი არმიას და სწრაფადვე ჩაირიცხა სპეცდანიშნულების რაზმში. მისი ვარჯიშები უკიდურესად მძიმე იყო: დისციპლინა, ფიზიკური ძალის გამოყენება, ინფორმაციის ამოღება, აგენტების კონტროლი – ყველაფერი, რასაც Bad Army (SANG)-ის ჯარისკაცს ასწავლიან.


ომის ზონებში ყოფნამ მასზე დიდი კვალი დატოვა. Bradz იყო მოწმე იმისა, თუ როგორ იტანჯებოდა უდანაშაულო მოსახლეობა, როგორ ხდებოდა ბავშვების მკვლელობა და როგორ იყენებდნენ სისასტიკეს ინფორმაციის მისაღებად. სწორედ ასეთმა გამოცდილებამ ჩამოაყალიბა მისი ფეთქებადი და მკაცრი ხასიათი.


ერთ-ერთი ოპერაციის დროს Bradz მძიმედ დაიჭრა მხარში, თუმცა არ დანებდა და ბრძოლა ბოლომდე გააგრძელა. ეს ისტორია მის ქვედანაყოფში დღემდე ლეგენდად დარჩა. ბრძოლებისას მას მოუწია არა მხოლოდ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება, არამედ საკუთარი ემოციების კონტროლი. ბევრი ახალგაზრდა ჯარისკაცი ვერ უძლებდა სისხლსა და ტანჯვას, მაგრამ Bradz ყოველთვის ინარჩუნებდა სიმტკიცეს. მისი სიძლიერე იქცა ქვედანაყოფის სიმბოლოდ — როცა სხვები ნებდებოდნენ, ის აგრძელებდა გზას.


დროთა განმავლობაში Bradz განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა უფროსებისგან. მათ დაინახეს, რომ ეს კაცი მხოლოდ რიგითი ჯარისკაცი არ იყო – მას ჰქონდა ლიდერის თვისებები და რთულ სიტუაციებში ყოველთვის იღებდა სწორ გადაწყვეტილებას. Bradz ხშირად ტოვებდა წესებს გვერდზე, როდესაც საქმე მის მეგობრებსა და მის ქვედანაყოფს ეხებოდა. ის მზად იყო თავისითაც ემოქმედა, თუნდაც ბრძანების გარეშე, რადგან იცოდა, რომ battlefield-ზე წამიერი გადაწყვეტილება ზოგჯერ უფრო ღირებული იყო, ვიდრე ზედმეტად გაწელილი მოლოდინი.


Bradz ახალგაზრდობაში არაერთხელ იყო ისეთ სიტუაციაში, სადაც მეგობრების სიცოცხლე მისი მოქმედებებზე იყო დამოკიდებული. ერთ შემთხვევაში, როდესაც მისი რაზმი ჩახვეულიყო მტრის ალყაში, Bradz-მა გაბედული ნაბიჯი გადადგა – მოახერხა ყურადღების გადატანა საკუთარ თავზე და მისმა თანამებრძოლებმა სწორედ ამით მიიღეს შანსი გადარჩენილიყვნენ. ასეთმა შემთხვევებმა მის ფსიქიკას მუდმივი დაღი დაასვა, მაგრამ სწორედ ამან გახადა ის დაუმარცხებელი მებრძოლი, რომელიც არასოდეს ნებდებოდა.


დროთა განმავლობაში მან მოიპოვა პატივისცემა როგორც საკუთარ ქვედანაყოფში, ასევე უფროსებთან. მისი პირდაპირობა, დაუნდობლობა და შედეგებზე ორიენტირებული ქმედებები ხშირად არღვევდა წესებს, მაგრამ ყოველთვის იძლეოდა წარმატებულ შედეგს. Bradz მიხვდა, რომ რეალურ სამყაროში გამარჯვებას კანონი არ აძლევდა, გამარჯვებას მხოლოდ ძალა და გონიერება განაპირობებდა.






ახლანდელი დრო


დღეს Bradz Yaga იკავებს მაღალ თანამდებობას Bad Army (SANG)-ის რიგებში. ის უკვე გამოცდილი კადრია, რომელსაც მიანდეს მნიშვნელოვანი ოპერაციები და სტრატეგიული ამოცანები. მიუხედავად ასაკისა, ის კვლავ რჩება ფიზიკურად ძლიერად და უშიშრად.


თუმცა მისი ცხოვრება მხოლოდ სამხედრო კარიერით არ შემოიფარგლება. Bradz კვლავ ინარჩუნებს ძველ კავშირებს კრიმინალურ სამყაროში. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა გამოცდილებამ ასწავლა, რომ ფული და ძალაუფლება ყოველთვის საჭიროა. სწორედ ამიტომ, ის ფარულად თანამშრომლობს სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რაც აძლევს საშუალებას მიიღოს დამატებითი მატერიალური სარგებელი.


მისი კოლეგები და ქვემდგომები ხედავენ Bradz-ს როგორც მკაცრ და დაუნდობელ ლიდერს, რომელიც წესებს მაშინ იცავს, როცა ეს მისთვის სასარგებლოა. ბევრჯერ გამოუყენებია ძალა დაკითხვისას, ბევრჯერ გაყალბებულა მტკიცებულებები მისი ბრძანებით, თუმცა შედეგი ყოველთვის მისი მხარეს იყო.
Bradz კარგად ხვდება, რომ ასეთ ცხოვრებაში მთავარი არის არა კანონების დაცვა, არამედ გადარჩენა და გავლენის გაზრდა.





მოთხოვნები


  1. ქრთამის აღება (საბრძოლო მასალის/არმიის ბილეთის გაყიდვა)
  2. კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირი
  3. არალეგალური ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება
  4. უხეში საუბრის, მოპყრობის და წამების უფლება (წესების და ნორმების დაცვით)
  5. სამხილების გაყალბება/განადგურება (ყველანაირი მტკიცებულებებით)
 

DieHappy

Well-known member
D.Chief Administrator
Aug 23, 2025
75
2
მოგესალმებით თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია

შენიშვნა : კრიმინალთან კავშირის მწირი აღწერილობა
 
Status
Not open for further replies.