უარყოფილია BAD ARMY - BRADZ YAGA

Status
Not open for further replies.

TOTERSA

New member
Sep 2, 2025
3
0
სახელი გვარი: Bradz Yaga
ასაკი: 62
დაბადების თარიღი: 01/03/1963
დაბადების ადგილი: Los Santos
განათლება: უმაღლესი
ნაცია: გერმანელი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
სქესი: მამრობითი
ოჯახი: დედა - Liana Koba, მამა - Giorgi Yaga
სიმაღლე: 189
წონა: 95
თმის ფერი: შავი
თვალის ფერი: ცისფერი

კანის ფერი: თეთრი




ბავშვობა






ბრადზი დაიბადა 1963 წლის 1 მარტს Los Santos რეგიონში. მისი მშობლები, Liana Koba და Giorgi Yaga, იყვნენ ადგილობრივი სამეცნიერო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, კონკრეტულად კი კვანტური ფიზიკის განყოფილების ფუძემდებლები. ისინი ერთმანეთს უნივერსიტეტის წლებში შეხვდნენ და მალევე დაახლოვდნენ, რადგან ორივეს უდიდესი ინტერესი ჰქონდათ კვანტური ფიზიკის მიმართ. იმ დროს სოხუმის მეცნიერული საზოგადოება საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა ამ სფეროს და თითქმის იგნორირებას უკეთებდა მას, მიიჩნევდა რომ ეს უსარგებლო დროის ხარჯვა იყო. თუმცა, ამ ორი თანამოაზრის ენთუზიაზმის წყალობით, სიტუაცია მალე შეიცვალა: მიუხედავად მცირე ბიუჯეტისა, მათ მოახერხეს მრავალი მიღწევა და კვანტური ფიზიკა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და პერსპექტიულ დარგად აქციეს. შვილის გაჩენა მათ წარმატების შემდეგ მალევე გადაწყვიტეს, რადგან უკვე შეეძლოთ უზრუნველეყოთ მისთვის ყველაფერი – როგორც ფინანსურად, ისე ემოციურად სტაბილური გარემოთი. ბრადზის ბავშვობა საკმაოდ უდარდელი და მხიარული იყო, თუმცა მშობლების სამეცნიერო თემების ნაცვლად, იგი უფრო იზიდავდა იარაღებით თამაში და საბრძოლო სცენარების იმიტაცია. იგი ავლენდა განსაკუთრებულ უნარებს ლოგიკურ აზროვნებაში, ტაქტიკურ დაგეგმვაში და ფიზიკურ გამძლეობაში. მშობლებმა მალე შენიშნეს მისი სამხედრო მიდრეკილება და დიდხანს არც უფიქრიათ: 6 წლის ასაკში იგი შეიყვანეს სოხუმის ბიჭების სპეციალურ სამხედრო სკოლაში, სადაც მას ასწავლიდნენ უმკაცრეს დისციპლინას, სტრატეგიულ უნარებს, ბრძოლის ტექნიკებს და საბაზისო საგნებს რეგიონის საუკეთესო ექსპერტები.





მოზარდობა





16 წლის ბრადზი უკვე სრულად ჩამოყალიბებული იყო სამხედრო სფეროში. საკუთარი ინიციატივით და მშობლების მხარდაჭერით, იგი ემზადებოდა West Point-ში გადასასვლელად, რათა ოფიცრის კარიერა გაეგრძელებინა. თუმცა, იგი გრძნობდა, რომ სამხედრო საქმე არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ აკადემიური ვარჯიშებით, მთაში ლაშქრობებითა თუ სროლის პრაქტიკით. ამიტომ, გადაწყვიტა რამდენიმე თვე დაელოდა და, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, 17 წლის ასაკში მოხალისედ შეუერთდა ერაყის კამპანიას. მშობლები, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი იყვნენ და სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ წინასწარ იტირებდა ერთადერთ შვილს, მაგრამ ისინი აცნობიერებდნენ, რომ ასეთი წინააღმდეგობა მხოლოდ დაასუსტებდა მის თვითრწმენას და უფრო სახიფათო სიტუაციაში ჩააგდებდა. ბრადზი მაინც წავიდოდა, რადგან თუ რამეს გადაწყვეტდა, აუცილებლად ასრულებდა. ეს რამდენიმე თვე მისთვის უსაშველოდ ნელი იყო, მშობლებისთვის კი – საოცრად სწრაფი. 17 წლის დაბადების დღე ოჯახურ წრეში, ნათესავებთან და სკოლის მეგობრებთან ერთად აღნიშნა, ხოლო ორ დღეში უკვე პორტიდან გასულ გემზე იდგა და უმ-კასრის პორტში ჩასვლას ოცნებობდა. მიუხედავად ვეტერანების რჩევებისა და თეორიული ცოდნისა, მოზარდისთვის ომი ჯერ კიდევ იდეალიზებული იყო, როგორც სამართლიანობისა და პატივის საქმე, და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს რომანტიზმი სასტიკ რეალობად დაუბრუნდებოდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მალე პრობლემები წამოიჭრა: ბაზაზე არაკომპეტენტური ხელმძღვანელობის გამო, ისინი ლოგისტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდნენ – აკლდათ წამლები, საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა და საბოლოოდ საჭმელიც. ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ბრადზმა ვეღარ გაუძლო და მოხალისეები შეკრიბა ახალი მარშრუტის შესაქმნელად, უპირველესად საკვების მოსაპოვებლად, რათა თანამებრძოლები შიმშილით არ დაეხოცათ. ადგილობრივ ტანსაცმელში გამოწყობილმა ბრადზმა და მისმა გუნდმა ფეხით გაიარეს ათეულობით კილომეტრი და ბაღდადში ჩავიდნენ, სადაც მხოლოდ საკუთარი დარწმუნების უნარი და გახეული ტანსაცმელი ჰქონდათ. რამდენიმე დღიანი ფრთხილი დაკვირვების შემდეგ, ისინი დაუკავშირდნენ ადგილობრივ ვაჭარს, ალ ჰამიდ ალ-ჰაშიმს, რომელსაც საეჭვო რეპუტაცია ჰქონდა ბაღდადის ბაზრებში, მაგრამ ფულისადმი ლტოლვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრადზის მოლაპარაკების უნარებმა იოლად დაარწმუნა იგი. ამ საქმისთვის ბრადზს ალბათ უმაღლესი ჯილდოც კი ეკუთვნოდა, მაგრამ ადგილობრივი სადაზვერვო სამსახური მხოლოდ სიტყვიერი მადლიერებით შემოიფარგლა, საქმის სენსიტიურობის გამო. ექვსი თვის შემდეგ სახლში დაბრუნებულ ბრადზს კვლავ უწევდა ცხელი წერტილებისკენ ლტოლვა, თუმცა ახლა უფრო კომერციული მოტივებით, ვიდრე საბრძოლო რომანტიკით. იგი ერაყში კიდევ სამ თვეს დარჩა, რის შემდეგაც აშშ-მა კონფლიქტი დახურულად გამოაცხადა და ჯარები გამოიყვანა. ახალ ტრანსპორტირებას დაემატა ძველი მარშრუტების აღდგენა, და მალე ბაზაზე უზარმაზარი რაოდენობის წამლები, იარაღები, ტექნიკა და საბრძოლო მასალები დაგროვდა, რომლებიც აღრიცხვაში არ ფიქსირდებოდა. ბრადზმა გააცნობიერა, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად. რამდენიმე პარტნიორთან ერთად, ალტერნატიული გზით გამოიტანეს დატვირთული ტექნიკა, რომელიც უმ-კასრის მახლობლად გაუჩინარდა და ირანის საზღვრისკენ გადაუხვია. იქ მათ ნაცნობი ბიზნესპარტნიორი ალ ჰამიდ ალ-ჰაშიმი და მისი ირანელი კოლეგები დახვდნენ, და რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ ორმხრივად მომგებიან ფასზე. ზუსტი თანხა უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ სახლში დაბრუნებული ბრადზი სრულიად თავისუფალი და მდიდარი იყო.
იგი უარი თქვა West Point-ში სწავლის გაგრძელებაზე და საკუთარი სახსრებით ჩააბარა სოხუმის უნივერსიტეტის ბიზნესის განყოფილებაში.




განათლება და კარიერა




უნივერსიტეტში ბრადზმა საოცარი ბიზნესტალანტი გამოავლინა: სწავლასთან პარალელურად, იგი ერაყში მოპოვებულ კაპიტალს საკუთარ საწარმოში დებდა და მას წარმატებულ კომპანიად აქცევდა. იგი არც გართობას უკლებდა თავს და სწავლაში ერთ-ერთი წამყვანი სტუდენტი იყო, ხოლო იარაღებისადმი გატაცება არ განელებულა – იგი რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს კოლექციონერად იქცა. ბიზნესფაკულტეტის დასრულების შემდეგ, როცა უკვე მნიშვნელოვან შემოსავალს იღებდა, გააცნობიერა, რომ ბიზნესმენეჯმენტი მისთვის მეორეხარისხოვანი შეიძლებოდა გამხდარიყო, და სურდა უფრო მკაფიო მიმართულებით დაკავებულიყო. ამიტომ, აღადგინა ძველი კავშირები და გადაწყვიტა West Point-ს რამდენიმე წელი მიეძღვნა, რათა სამხედრო კარიერა არ მიეტოვებინა შუა გზაზე. West Point-ის დიდების დარბაზში დღემდე კიდია მისი პორტრეტი უმაღლეს კატეგორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეფექტური ოფიცრისა, რომელიც აკადემიას გამოუვლია. 62 წლის ასაკში, უკვე სრულად ჩამოყალიბებულმა და წარმატებულმა ბრადზმა, ძველი ნაცნობისგან მიიღო შეთავაზება, შეუერთდეს ადგილობრივ ეროვნულ გვარდიას DELTA-ს ქვედანაყოფში, რადგან მათ სჭირდებოდათ მისნაირი გამოცდილი და ჭკვიანი პიროვნება როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური მისიების ხელმძღვანელობისთვის. მცირე ფიქრის შემდეგ იგი დათანხმდა და შეუერთდა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ ერთეულს.

რეზულტატი:

1. უკანონო ნივთების ყიდვა-გაყიდვა.
2. კრიმინალთან ურთიერთობა.
3. შანტაჟი
4. უხეშად მოქცევა
5. ქრთამის აღება
 
Last edited:

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
120
3
მოგესალმებით!

თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია.

გამოვლენილია პლაგიატი.
 
Status
Not open for further replies.