1. საერთო წესები
1.1 ძარცვისა/გატაცებისას უნდა დაეყრდნოთ სათამაშო ზონების წესებს.
1.2 მოთამაშეების ძარცვა/გატაცება შეუძლიათ მხოლოდ არალეგალური ორგანიზაციების წევრებს.
1.3 გატაცებაში მონაწილე ყველა პირი უნდა იყოს ფრაქციული ფორმით და ეკეთოს ნიღაბი.
1.4 აკრძალულია 6-ზე მეტი ადამიანის ერთდროული ძარცვა/გატაცება.
გამონაკლისი: ბანკის ძარცვა, ტერაქტები.
1.5 აკრძალულია თამაშიდან გასვლა/AFK რეჟიმში გადასვლა ძარცვის/გატაცების პროცესში.
გამონაკლისი: ყველა მონაწილესთან OOC თანხმობით.
1.6 აკრძალულია მსხვერპლის მოკვლა IC მიზეზის გარეშე.
შენიშვნა: IC მიზეზად ითვლება შეურაცხყოფა, დაუმორჩილებლობა, მიუღებელი ქცევა, გაქცევა, დამნაშავის ამოცნობა, მსხვერპლის მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურებზე შეტყობინების პირდაპირი აღნიშვნა, დაშინების მცდელობა.
1.7 აკრძალულია მოთამაშეების ძარცვა/გატაცება ხალხმრავალ ადგილებში.
1.8 აკრძალულია სპეციალური სამსახურების გამოძახება ძარცვის/გატაცების შემდგომი განზრახვით.
1.9 აკრძალულია მსხვერპლის იძულება, გაყიდოს/გადმოგცეს რაიმე ქონება.
1.10 აკრძალულია მსხვერპლის იძულება, გამოიყენოს სახელმწიფო ტალღა.
1.11 აკრძალულია EMS თანამშრომლების, ავტობუსის მძღოლებისა და მგზავრების, მეხანძრეების, მექანიკოსებისა და ტაქსის მძღოლების (სამუშაო დროს/გამოძახებაზე ყოფნისას) მკვლელობა, ძარცვა ან გატაცება, აგრეთვე მათი გამოძახება კრიმინალური მიზნებით. | სპეც.ციხე 90 წუთი.
1.12 გატაცების წესების დარღვევას ერთ-ერთი მხარის მიერ შეიძლება მოჰყვეს შემდეგი შედეგები სათვალთვალო ადმინისტრაციის თანხმობით:
- დამრღვევი - გამტაცებლები: ძალოვან სტრუქტურებს აქვთ უფლება დაიწყონ შტურმი, რომლის დროსაც ისინი არ აგებენ პასუხს მძევლის გარდაცვალებაზე.
- დამრღვევი - ძალოვანი სტრუქტურები: გამტაცებლებს აქვთ უფლება მოკლან მძევლები. მთავრობას აქვს უფლება დააკისროს ჯარიმა დამნაშავე ფრაქციას ყოველკვირეული პრემიის ფარგლებში, ხოლო პროკურატურას - ჩაატაროს უეცარი შემოწმება.
- სერიოზული დარღვევები: წესების სერიოზული დარღვევა ან მათი სისუსტეების გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს ფრაქციის ლიდერის დასჯა ზედამხედველი ადმინისტრაციის შეხედულებით.
1.13 აკრძალულია მსხვერპლის იძულება გამოიყენოს ფრაქციის/დეპარტამენტის რადიოკავშირი.
გამონაკლისი: დაშვებულია დეპარტამენტის რადიოკავშირის გამოყენება მოლაპარაკების წამყვანის გამოსაძახებლად/მოთხოვნის გასაგზავნად, 3.21 პუნქტის შესაბამისად.
შენიშვნა: გატაცების მსხვერპლს აქვს უფლება უგულებელყოს აღნიშნული მოთხოვნები და არ დაისაჯოს მათი შეუსრულებლობის გამო.
2. ძარცვის წესები
2.0 დაშვებულია მოთამაშის გაძარცვა 12:01pm-დან 00:01am საათამდე | სპეც.ციხე 120 წუთი / გაფრთხილება
2.1 ბანდების/მაფიების/კრიმინალური სტატუსის მქონე არაოფიციალური ორგანიზაციების წევრებისთვის ძარცვა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ფუნქციონალის მეშვეობით.
2.2 აკრძალულია მსხვერპლის იძულება, გამოიტანოს თანხა ბანკის ანგარიშიდან.
2.3 ძარცვაში მონაწილე მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს ორჯერ მეტი, ვიდრე მსხვერპლის რაოდენობა, თუმცა არანაკლებ 2 პირისა. | სპეც.ციხე 90 წუთი / გაფრთხილება
შენიშვნა: Ghetto-ს რაიონში დაშვებულია 1x1 ძარცვა, ცეცხლსასროლი იარაღის ქონის შემთხვევაში.
2.4 ინკასატორის ან ფურგონის მძღოლის დევნისას ძარცვისთვის მინიმალური რაოდენობაა 3 ან მეტი ადამიანი და 2 ავტომობილი.
შენიშვნა: თუ მძღოლის დევნა ხორციელდება ძარცვის მიზნით, გამტაცებლები ვალდებულნი არიან გაუხსნან ცეცხლი ავტომობილს ან შეუქმნან ფიზიკური ბარიერი მოძრაობის შესაჩერებლად.
2.5 აკრძალულია მძიმედ დაჭრილი (დანოკილი) პირის ძარცვა.
2.6 სავალდებულოა ადამიანის ძარცვის პროცესი სრულფასოვნად იქნას გათამაშებული (RP).
2.6.1 აკრძალულია ხმოვანად /me /do ბრძანებების გათამაშება ძარცვისას.
2.6.2 ძარცვისას აუცილებელია მინიმუმ 4 მოქმედების გათამაშება /me და /do ბრძანებების გამოყენებით. | სპეც.ციხე 60 წუთიდან.
შენიშვნა: ფუნქციონალით გაგზავნილი შეტყობინება ჩათში არ ითვლება გათამაშებად (RP)
3. წესები კრაიმისთვის
3.1 დაშვებულია გატაცება 18:00pm-დან 04:01am საათამდე. | სპეც.ციხე 120 წუთი / გაფრთხილება / გაფრთხილება ლიდერს
გამონაკლისი: დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების წინასწარი თანხმობით: გოს. სტრუქტურის კურატორი / გეტოს კურატორი / ოჯახების კურატორი / სერვერის კურატორი / მთავარი ადმინისტრატორი / მთავარი ადმინისტრატორის შემცვლელი.
3.2 ერთ კრიმინალურ ორგანიზაციას შეუძლია დღეში არა უმეტეს ორი გატაცების ორგანიზება გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით. | სპეც.ციხე 100 წუთიდან / სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
შენიშვნა: ორგანიზაცია, რომელმაც უკვე განახორციელა 2 გატაცება, იმავე დღეს ვეღარ იღებს მონაწილეობას სხვა ორგანიზაციების მსგავსი გატაცებების პროცესში.
3.3 დაშვებულია მხოლოდ 1 IC კავშირი/კოალიცია.
შენიშვნა: ერთობლივი გატაცება კოალიციით ითვლება ყველა მონაწილე ორგანიზაციისთვის ერთ გატაცებად.
3.4 გატაცებაში მონაწილე პირების რაოდენობა უნდა იყოს ორჯერ მეტი, ვიდრე გატაცებული პირების რაოდენობა. | სპეც.ციხე 90 წუთი / გაფრთხილება
3.5 აკრძალულია მძევლის გაჩერება რომელიმე ფრაქციის ცენტრალურ ტერიტორიაზე ან შენობების სახურავებზე. | სპეც.ციხე 90 წუთი
3.6 სახელმწიფო სტრუქტურების თანამდებობის პირებისთვის მაქსიმალური გამოსასყიდი მოცემულია წესების დანართი №1-ში.
3.7 აკრძალულია სამოქალაქო პირების გატაცება გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით. | სპეც.ციხე 90 წუთი
შენიშვნა: დასაშვებია გატაცება, თუ იგეგმება RP-სიტუაცია ფულადი გამოსასყიდის გარეშე, მაგრამ ამისთვის აუცილებელია სამოქალაქო პირის სრული თანხმობა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ ეკუთვნის რომელიმე ფრაქციას).
გამონაკლისი: ბანკის ძარცვა
- სამოქალაქო პირის მაქსიმალური გამოსასყიდი: $10,000.
- საერთო მაქსიმალური გამოსასყიდი: $200,000.
3.9 დაშვებულია მტრული ბანდის/მაფიის ლიდერის გატაცება ბიზნესის/ტერიტორიის სანაცვლოდ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით.
შენიშვნა: მსგავსი გამოსასყიდის მიღება დაშვებულია 3 დღეში ერთხელ (72 საათში) ერთ ლიდერზე.
შენიშვნა*: ომი უნდა იყოს ოფიციალურად გამოცხადებული.
3.10 აკრძალულია გატაცების წინასწარ შეთანხმება ან დაგეგმვა OOC (Out Of Character) გზით. | გაფრთხილება ყველა მონაწილისთვის
გამონაკლისი: მხოლოდ წინასწარ დამტკიცებული სსკ (სცენარი)
3.11 სავალდებულოა მინიმუმ ერთი გამტაცებლის მხრიდან RP-სიტუაციის სრული ვიდეოჩანაწერის ქონა. | სპეც.ციხე 90 წუთი / სიტყვიერი შენიშვნა ლიდერს
3.12 აკრძალულია ნებისმიერი NonRP ქცევა ან სახელმწიფო სტრუქტურების პროვოცირება (მაგ. უაზრო ანიმაციები ბლოკპოსტებთან და ა.შ.).
3.13 დაშვებულია /do-ში მოთამაშის რანგის კითხვა შესაბამისი გამოსასყიდის დასადგენად. ინფორმაციის IC გამოყენება მკაცრად აკრძალულია.
შენიშვნა: რანგის კითხვა დაშვებულია მხოლოდ გატაცების შემდეგ, როდესაც მსხვერპლი უკვე წაყვანილია ადგილიდან.
შენიშვნა*: აკრძალულია წინასწარ ცნობა ან დოკუმენტაციის ძიება სახელმწიფოს თანამშრომლის შესახებ რანგის დასადგენად.
3.14 აკრძალულია გატაცებისას პერსონაჟის გარეგნობის შეცვლა (თმის შეჭრა, გადაღებვა, მაკიაჟის წაშლა/დატანა, ტატუების შეცვლა, სხეულის დასახიჩრება და ა.შ.). | ბანი — 1 დღიდან
შენიშვნა: დაშვებულია არადამამცირებელი ხასიათის დაზიანებების მიყენება დაკითხვისას, რაც მოქმედებს 24 საათის განმავლობაში.
გამონაკლისი: დაშვებულია RP-სიტუაცია, რომელიც მოიცავს დაზიანებების მკურნალობას და აღდგენას.
3.15 გამტაცებლები ვალდებულნი არიან მოლაპარაკე მხარეს დაუმტკიცონ მძევლის ცოცხლად ყოფნა სატელეფონო ზარით ან /d-რადიოშეტყობინებით. | დაშვებულია შტურმი
3.16 აკრძალულია მოთხოვნის დაყენება მძევლის მიმდებარე ტერიტორიის ბლოკადის მოხსნაზე. | დაშვებულია შტურმი
შენიშვნა: "მწვანე კორიდორი" ნიშნავს გზას, რომლის მეშვეობით კრიმინალური მხარე ტოვებს გატაცების ადგილს.
3.17 აკრძალულია მოლაპარაკე მხარისგან მოთხოვნა, რომ იგი თან წაიყვანს მძევალს და სადმე დატოვებს მას, თუ მძევალი მხოლოდ ერთია. | დაშვებულია შტურმი
3.18 დაშვებულია მძევლის ლიკვიდაცია მხოლოდ IC მიზეზით: მოთხოვნების შეუსრულებლობა, შტურმის დაწყება, არასათანადო RP-ქცევა და სხვ. (მტკიცებულება სავალდებულოა)
შენიშვნა: მკვდრად ითვლება მხოლოდ საბოლოოდ ლიკვიდირებული (დაფინიშებული) პირი, არა მხოლოდ „ნოკში“ მყოფი.
3.19 დაშვებულია მწვანე კორიდორის მოთხოვნა მაქსიმუმ 4 კმ-ით. | დაშვებულია შტურმი
შენიშვნა: დაშვებულია ±200 მეტრის ცდომილება.
შენიშვნა*: მანძილი ითვლება გატაცების ადგილიდან ავტომობილით გადაადგილებისას.
3.20 გამტაცებელი მხარე ვალდებულია გამოიძახოს მოლაპარაკე 20 წუთში გატაცების დაწყებიდან.
გამონაკლისი: მოლაპარაკე არაა აუცილებელი, თუ გატაცება არ არის მიმართული გამოსასყიდის მოთხოვნაზე.
შენიშვნა: თუ მოლაპარაკის გამოძახება ხდება დეპარტამენტის ჩატით, აკრძალულია არასათანადო შეტყობინებების გაგზავნა, რაც არღვევს RP-სიტუაციას ან სერვერის ზოგად წესებს.
3.20.1 მოლაპარაკე ვალდებულია კონტაქტზე გავიდეს გამტაცებლებთან 15 წუთში გამოძახების შემდეგ. | გაფრთხილება ლიდერს
შენიშვნა: კრიმინალურ ფრაქციებში მოლაპარაკედ შეიძლება იყოს უფროსი შემადგენლობის ნებისმიერი წევრი ან ლიდერი.
3.21 მოთხოვნების არასწორი/დაუდგენელი ფორმულირება 20 წუთის გასვლის შემდეგ შეიძლება შეფასდეს როგორც არადამაკმაყოფილებელი RP და გახდეს შტურმის საფუძველი.
3.22 მოთხოვნები ფორმდება მხოლოდ ერთხელ და შეთანხმების შემდეგ აღარ ექვემდებარება ცვლილებას. | დაშვებულია შტურმი
გამონაკლისი: მოლაპარაკემ აცნობა მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ან სირთულეზე - შესაძლებელია შეთანხმებით ცვლილება.
3.23 მოთხოვნების დასრულების შემდეგ გამტაცებელი მხარე ვალდებულია აცნობოს მოლაპარაკე მხარეს.
მაგალითად: „ეს არის ჩვენი ყველა მოთხოვნა“, „მოთხოვნები დასრულებულია“ და ა.შ.
3.24 გამტაცებლებს აქვთ უფლება მოითხოვონ მოლაპარაკესგან WN ჟურნალისტის გამოძახება ახალი ამბების გავრცელებისთვის.
შენიშვნა: ამ პუნქტის გამოყენებისას აკრძალულია გამოსასყიდის მოთხოვნა WN-ის თანამშრომელზე.
შენიშვნა*: მოთხოვნა უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული: გოს/გეტოს/მაფიის უფროსთან, კურატორთან ან მთავარ ადმინთან.
3.25 გამტაცებლები ვალდებულნი არიან პირდაპირ ეთერში გაავრცელონ ინფორმაცია.
შენიშვნა: ეთერისას აკრძალულია გინება და შეურაცხყოფა.
3.26 თუ გატაცების მიზანია ინფორმაციის მოპოვება, დაშვებულია ძალადობრივი დაკითხვა.
შენიშვნა: აუცილებელია RP-სიტუაციის გათამაშება იმ დონემდე, რომ მსხვერპრმა იგრძნოს ძლიერი ტკივილი.
შენიშვნა*: ტკივილის მაქსიმალური ზღვარი დგინდება /do პასუხით /do-ს კითხვაზე:
მაგალითი:
[გამტაცებელი]: /do მიღწეულია ტკივილის ზღვარი?
[მსხვერპლი]: /do დიახ.
3.26.1 აკრძალულია სექსუალური ხასიათის ძალადობით მუქარა. (მაგ. „ბოთლზე დასმა“)
3.26.2 დაშვებულია მსხვერპლისთვის 1-დან 3-მდე კითხვის დასმა.
3.26.3 მსხვერპლი ვალდებულია, პასუხი გასცეს ერთ კითხვას სიმართლით, მიუხედავად დასმული შეკითხვების რაოდენობისა.
გამონაკლისი: იხილე 3.26.4
შენიშვნა: შეკითხვები, როგორიცაა „სად მუშაობ და რა თანამდებობაზე ხარ?“ ითვლება ერთ შეკითხვად.
3.26.4 CID აგენტებსა და დეტექტივებს უფლება აქვთ არ გაამჟღავნონ ინფორმაცია სპეცოპერაციებზე, საქმეებზე ან თანამშრომლებზე.
3.26.5 გამტაცებლები ვალდებულნი არიან წინასწარ შეატყობინონ მსხვერპლს დასასმელი კითხვების რაოდენობა.
3.27 აკრძალულია მოლაპარაკე პირის გატაცება მას შემდეგ, რაც იგი ოფიციალურად გამოიძახეს. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
შენიშვნა: მოლაპარაკე უნდა იყოს ერთი.
გამონაკლისი: დაშვებულია მასზე ტომარის დადება და ტრანსპორტირება მძევალთან ან უკან.
3.28 ყველა მოთხოვნის შესრულებიდან არაუგვიანეს 10 წუთში გამტაცებელი მხარე ვალდებულია გაათავისუფლოს მძევალი.
3.29 აკრძალულია RP-სიტუაციის მიზანმიმართული გაწელვა. | პროცესის შეჩერება და მძევალის გათავისუფლება / სპეც.ციხე 60 წუთი / სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
მაგალითი: „1000-ჯერ გააკეთე აჯიმანია“, „ფეხით მოიარე მთელი მაპი“ და სხვა მსგავსი.
შენიშვნა: RP-ის გაწელვის განსაზღვრა ადმინისტრაციის უფლებამოსილებაა.
3.30 აკრძალულია ერთდროულად ორი ან მეტი მოქმედების მოთხოვნა მძევლისგან.
შენიშვნა: მძევალს უფლება აქვს უარი თქვას მოთხოვნებზე, რომლებიც არღვევს ამ პუნქტს.
3.31 დაშვებულია მტრული ან ნეიტრალური ბანდის/მაფიის ლიდერის ან მისი მოადგილის გატაცება რესურსების სანაცვლოდ.
შენიშვნა: რესურსები გამოიყოფა ფრაქციის საწყობიდან ან ანგარიშიდან.
მაქსიმალური გამოსასყიდი კრიმინალური ფრაქციების ხელმძღვანელი პირებისთვის:
ლიდერი - $70,000 / 30 მედიკამენტი / 5000 ტყვია / 10 რევოლვერი
მოადგილე - $40,000 / 10 მედიკამენტი / 3000 ტყვია / 5 რევოლვერი
3.32 სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლის გატაცების დროს, გამოსასყიდის ღირებულება დამოკიდებულია მის წოდებაზე. კერძოდ:
ლიდერი - $100,000 / 40 მედიკამენტი
ლიდერის მოადგილე - $70.000 / 20 მედიკამენტი
სხვა ნებისმიერი პირი რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას, თუმცა არ იკავებს ზემოთ აღნიშნულ პოზიციებს - $25.000
4. სახ.სტრუქტურების წესები
4.1 გამოსასყიდის გადამხდელი მხარე ვალდებულია დაიცვას გამტაცებელი მხარის ყველა ადეკვატური მოთხოვნა.
4.2 სახელმწიფო სტრუქტურებს უფლება აქვთ დაიწყონ შტურმი მოლაპარაკებებამდე, ამ შემთხვევაში შტურმის დაწყებაზე პასუხისმგებელი პირი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მძევლის სიცოცხლეზე. მძევლის გარდაცვალების შემთხვევაში შტურმის მეთაური მიიღებს გაფრთხილებას.
შენიშვნა: მკვდრად ითვლება მხოლოდ ბოლომდე "დაფინიშებული" პირი, არა „ნოკში“ მყოფი.
4.3 დაშვებულია შეტევა, თუ გამტაცებლების მოთხოვნები ითვლება არადამაკმაყოფილებლად:
მაგალითად: გადაჭარბებული გამოსასყიდის თანხა, მწვანე კორიდორის სიგრძე 4 კმ-ზე მეტი და ა.შ.
შენიშვნა: სავალდებულოა ვიდეომტკიცებულება მოთხოვნების არადამაკმაყოფილებლობის დასადასტურებლად.
4.4 დაშვებულია შეტევის დაწყება იმ შემთხვევაში, თუ გამოსასყიდის გადამხდელი მხარე სრულად შეასრულებს ყველა მოთხოვნას, თუმცა ტერორისტები წამოაყენებენ ახალ მოთხოვნას ან შეცვლიან პირობას.
4.5 ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს მათი წამოყენებიდან არაუგვიანეს 30 წუთში.
4.6 თუ /do-ში დაისვა კითხვა პერსონაჟის რანგის შესახებ, თანამშრომელი ვალდებულია /do-თი უპასუხოს სიმართლე. აღნიშნული ინფორმაციის IC გამოყენება მკაცრად აკრძალულია.
4.7 აკრძალულია გამტაცებლების დევნა ან შეჩერება 2 წუთის განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც მათ დატოვეს მძევლის ადგილმდებარეობა მწვანე კორიდორის მოთხოვნის ფარგლებში. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
4.8 აკრძალულია ნებისმიერი NonRP ქცევა ან კრიმინალური სტრუქტურების პროვოცირება. (მაგალითად: სხვადასხვა ანიმაციების გამოყენება ბლოკპოსტთან და მსგავსად) | მასობრივი დარღვევისას სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს / სპეც.ციხე 120 წუთიდან
4.9 Weazel News-ის თანამშრომლებზე გამოსასყიდის თანხა იფარება WN ფრაქციის ბიუჯეტიდან.
Last edited: