შავი სიის წარმოების კანონი
თავი I – ზოგადი დებულებები
მუხლი 1.1.1. შავი სია წარმოადგენს გუბერნატორის აპარატის მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ აქტს, რომლის საფუძველზეც მოქალაქეს ეზღუდება უფლება იმუშაოს სახელმწიფო სტრუქტურებში განსაზღვრული ვადით.
1.2. შეზღუდვის ვადა განისაზღვრება 3-დან 15 დღემდე, დარღვევის სიმძიმის მიხედვით.
1.3. შავი სია ხელმისაწვდომია ყველა სახელმწიფო დეპარტამენტისთვის სპეციალურ სახელმწიფო კომუნიკაციაზე (STATE DISCORD / „შავი სია“), რომელსაც გუბერნია აწარმოებს და განაახლებს.
თავი II – გადაწყვეტილების საფუძველი
მუხლი 2.2.1. მოქალაქე ხვდება შავ სიაში შემდეგი დარღვევების შემთხვევაში:
- 2.1.1. სან ანდრეასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, რომლის გამო პირი იხდის სასჯელს სან ანდრეასის ციხეში.
შენიშვნა: თუ მოქალაქე არ არის აღწერილი შავ სიაში, მაგრამ შეტანილია „დაკავებულების სექციაში“, მას ავტომატურად ეკისრება 2-დღიანი შავი სია.
- 2.1.2. კონტრაქტის დარღვევა – მოქალაქე შეჰყავთ შავ სიაში 7 დღით.
- 2.1.3. სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა (არაფედერალური მუხლები) – 7-15 დღით.
- 2.1.4. ფედერალური მუხლების დარღვევა – 10-15 დღით.
- 2.1.5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - 2-7 დღით
3.1. მოქალაქის შავ სიაში შეყვანა უნდა ეფუძნებოდეს საკმარის და დამაჯერებელ მტკიცებულებას.
3.2. ყოველ შემთხვევაში აუცილებელია ვიდეომასალისა და დაკავების ოქმის არსებობა, რომელიც დართულია შესაბამის საქმეს და გადაგზავნილია სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამის განყოფილებაში.
თავი III – პროცედურა
მუხლი 4.4.1. მოქალაქის შავ სიაში შეყვანის გადაწყვეტილებას იღებენ სახელმწიფო სტრუქტურების მაღალჩინოსნები, საკმარისი და დასაბუთებული მიზეზის არსებობის შემთხვევაში.
4.2. შავ სიაში შეყვანის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ იწერება გუბერნატორის აპარატის მიერ წარმოებულ რეესტრში.
4.3. მოქალაქეს აქვს უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება იუსტიციის დეპარტამენტის სათანადო ორგანოში 48 საათის განმავლობაში.
თავი IV – საბოლოო დებულებები
მუხლი 5.5.1. კანონი ვრცელდება ყველა სახელმწიფო სტრუქტურაზე, რომლებიც ფუნქციონირებენ სან ანდრეასის შტატში.
5.2. კანონის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს გუბერნატორის აპარატი და იუსტიციის დეპარტამენტი.
5.3. კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
5.4. აქამდე გაცემული შავი სიები უნდა დარედაქტირდეს ამ კანონის შესაბამისად.
გუბერნატორის ხელმოწერა:
S.Crossford
S.Crossford
Attachments
Last edited: