ტერორისტული აქტის წესები
თავი I. ზოგადი დებულებები:
1.1. ტერორისტული აქტი არის კრიმინალური ორგანიზაციის/ოჯახის მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ან სახელმწიფო სტრუქტურების დაშინებისკენ ან პირადი სარგებლის მიღებისკენ.თავი I. ზოგადი დებულებები:
1.2. ტეროტისტული აქტის მიზანია:
- ძალაუფლების დემონსტრირება;
- იდეოლოგიური ან კრიმინალური მიზნის მიღწევა;
- არეულობისა და პანიკის გამოწვევა;
1.3. ტერორისტული აქტის გრაფიკი:- ორშაბათი - პარასკევი | 19:00 - 00:00
- შაბათი - კვირა | 17:00 - 01:00
1.4. ყველა ტერორისტული აქტი უნდა იყოს შეთანხმებული კრიმინალურ/ოჯახების კურატორთან. | სიტყვიერი / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
1.5. აკრძალულია თამაშის დატოვება ტერორისტული აქტის დროს. | გაფრთხილება / ბლოკირება 4-7 დღე.
1.6. იმ მოთამაშეებს, რომლებიც არ არიან კრიმინალური ორგანიზაციის / ოჯახის წევრები, ეკრძალებათ ყოფნა ტერორისტული აქტის ადგილზე. | სპეც.ციხე 60-120 წუთი.
1.7. ღონისძიებაზე მოქმედებს ყველა სერვერის წესი.
თავი II. წესები კრიმინალური ორგანიზაციებისთვის:
2.1. დაშვებულია ტერორისტული აქტის ჩატარება მხოლოდ ერთ ალიანსთან ერთად | სიტყვიერი / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: ორგანიზაციებს/ოჯახებს შორის გაფორმებული უნდა იყოს IC ალიანსი რომელიც დადასტურებულია ადმინისტრაციის მიერ.
2.2. ტერორისტულ აქტზე მყოფი ყველა ავტომობილი უნდა იყოს ფრაქციის ან ოჯახის საკუთრებაში. | სიტყვიერი / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.3. აკრძალულია დღეში ერთ ტერორისტულ აქტზე მეტის ჩატარება.
შენიშნვა: იმ კრიმინალურმა ორგნაიზაციამ/ოჯახმა, ( იგულისხმება ალიანსიც ) რომელმაც ჩაატარა ტერორისტული აქტი, მომდევნოს ჩატარების უფლება ეძლევა მინიმუმ 2 დღის შემდეგ.
2.4. ტერორისტული აქტის ჩასატარებლად საჭიროა მინიმუმ 15 წევრი. | სიტყვიერი / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.5. კრიმინალურ ორგანიზაციებს/ოჯახებს სჭირდებათ მინიმუმ 2 ვიდეო ჩანაწერი ტერორისტული აქტის დაწყების მომენტიდან. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
გაფრთხილება: ვიდეო უნდა იყოს სრული, ხარისხი მინიმუმ 720p, უნდა იყოს შენახული 72 საათის განმავლობაში და წარდგენილი მოთხოვნის შემთხვევაში.
2.6. ტერორისტულ აქტზე დაშვებულია მაქსიმუმ 5 მძევლის აყვანა | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს + RP სიტუაციის გაუქმება.
შენიშვნა: ბანკის ძარცვისას ადამიანების გატაცება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მანამდე იმყოფებოდა ბანკის ინტერიერში.
2.7. ტერორისტული აქტისას ტერორისტები ვალდებული არიან 30 წუთის მანძილზე მოითხოვონ მომლაპარაკებელი. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.8. აკრძალულია მძევლის მოკვლა IC მიზეზის გარეშე. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
მითითება: მაგალითად ფულის ჩანთაში აღმოაჩინეთ GPS და სხვა მიზეზები.
2.9. ტერორისტულ აქტზე კრიმინალური ორგანიზაციის/ოჯახის მხრიდან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას:
- სახელწმფიო ორგანიზაციის ლიდერი - $150,000 / 2500 მატერიალია / 50 მედიკამენტი
- სახელწმფიო ორგანიზაციის ლიდერის მოადგილე - $100.000 / 1250 მატერიალი / 25 მედიკამენტი
- სხვა ნებისმიერი პირი რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას, თუმცა არ იკავებს ზემოთ აღნიშნულ პოზიციებს - $40.000
- მოქალაქე - $20.000
- მწვანე დერეფანი - არაუმეტეს 750 მეტრი.
ყველა სხვა მოთხოვნა, რომელიც ჯდება ადეკვატურობის ფარგლებში: მაგალითად GPS მოწყობილობებზე გაფრთხილება, დამარკულ ფულზე გაფრთხილება და სხვა.
2.10. აკრძალულია ტერორისტულ აქტზე ყოფნა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნიღბის გარეშე ყოფნა | სპეც.ციხე 120-240 წუთი.
თავი III. წესები სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის:
3.1. ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია ვალდებულია მოახდინოს შესაბამისი რეაგირება ტერორისტული აქტის დროს. | სიტყვიერი/მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
3.2. აკრძალულია ტერორისტულ აქტზე პირადი ტრანსპორტით მისვლა. | სპეც.ციხე 60-120 წუთი.
გამონაკლისი: გადაცმული აგენტები ინფორმაციის შეგროვებისთვის.
3.3. დასაშვებია შტურმი ყოველგვარი IC დიალოგის გარეშე, თუ შიგნით მძევლები არ იმყოფებიან.
3.4. ტერორისტული აქტის დროს სავალდებულოა მოლაპარაკებების დაწყება, თუ ტერორისტებს ჰყავთ მძევლები. | სიტყვიერი/მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
3.4.1. მომლაპარაკების მოთხოვნიდან არაუმეტეს 15 წუთში უნდა მოხდეს შესაბამისი პირის გამოყოფა, მოლაპარაკებების დასაწყებად. | სიტყვიერი/მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
3.5. მომლაპარაკებელი მხარე ვალდებულია შეასრულოს გამტაცებლის ყველა ადეკვატური მოთხოვნა. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
3.5.1. მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს არაუმეტეს 30 წუთში. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
3.6. სახელმწიფო ორგანიზაციებს ეძლევათ შტურმის ჩატარების უფლება შემდეგ შემთხვევებში:
- მძევლების/მძევლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;
- გამტაცებლების მოთხოვნა არაადეკვატურია;
- მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა;
- ტერორისტები ცვლიან თავდაპირეველად გაცემულ მოთხოვნებს;
3.7. აკრძალულია შტურმი თუ მძევალი მოკლეს IC მიზეზით, 2.8 წესის გათვალისწინებით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.3.8. სახელმწიფო ორგანიზაციებს/მომლაპარაკებელ სტრუქტურას სჭირდებათ მინიმუმ 2 ვიდეო ჩანაწერი ტერორისტული აქტის დაწყების მომენტიდან. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
გაფრთხილება: ვიდეო უნდა იყოს სრული, ხარისხი მინიმუმ 720p, უნდა იყოს შენახული 72 საათის განმავლობაში და წარდგენილი მოთხოვნის შემთხვევაში.
თავი IV. ტერორისტული აქტი კაზინოზე:
4.1. ტერორისტული აქტი კაზინოში.
4.1.1. ტერორისტული აქტი კაზინოში ტერორისტებს საშუალებას აძლევს საცავიდან მოიპარონ მაქსიმუმ $400.000-450.000.
4.1.2. ტერორისტულ აქტს კაზინოში არ სჭირდება რაიმე სპეციფიური IC მიზეზი მხოლოდ Crime/Fam კურატორის ნებართვა.
4.2. კაზინოზე თავდასმხის განხორციელება ნებადართულია შემდეგ რიცხვებში: 2,4,6,8,10,12,14,16,18,20,22,24,26,28,30,31.
4.3. კაზინოზე თავდასხმის საათებია: 17:00-22:00.
თავი V. ტერორისტული აქტი ბანკებზე:
5.2. ტერორისტული აქტი მთავარი ბანკზე ტერორისტებს საშუალებას აძლევს საცავიდან მოიპარონ მაქსიმუმ $350.000-400.000.
5.3. ბანკზე თავდასმხის განხორციელება ნებადართულია შემდეგ რიცხვებში: 1,3,5,7,9,11,13,15,17,19,21,23,25,27,29,31.
5.4. ბანკზე თავდასხმის საათებია: 17:00-22:00.
5.5. Fleeca ბანკზე თავდასხმის დროები წინასწარ იწერება სერვერზე.
5.6. ბანკების ნუმერაცია:
- Pacific - მთავარი ბანკი
- Fleeca1 - Fleeca (2/6)
- Fleeca2 - Fleeca(5/6)
- Fleeca3 - Fleeca (6/6)
- Fleeca4 - Fleeca(3/6)
- Fleeca6 - Fleeca(1/6)
- Fleeca5 - Fleeca(4/6)
5.7. ტერორისტულ აქტს ბანკზე/ბანკებზე არ სჭირდება რაიმე სპეციფიური IC მიზეზი მხოლოდ Crime/Fam კურატორის ნებართვა.
თავი VI. სხვა ტერორისტული აქტები
6.1 სერვერზე შესაძლებელია ისეთ ორგანიზაციებზე ტერორისტული აქტების ჩატარება, როგორიცაა: LSPD, FIB, Weazel News, EMS და Government.
6.2 აღნიშნული არასტანდარტული ტერორისტული აქტების ჩატარებისთვის საჭიროა შესაბამისი IC მიზეზი და RP სიტუაცია.
მითითება: IC მიზეზი უნდა დაადასტუროს ადმინისტრაციამ და ტერორისტული აქტის ჩატარების შემდეგ ფორუმზე უნდა გაიწეროს შესაბამისი RP სიტუაცია.
Last edited: