კანონი სისხლის სამართლის კოდექსი

Status
Not open for further replies.

M0RAL3Z

Well-known member
Server Curator
Jun 17, 2025
105
3

სისხლის სამართლის კოდექსი


კარი I. ზოგადი დებულებები


unit_gamosayofi.png

1.1 სან ანდრეასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას.

1.2 ეს კოდექსი შეესაბამება სან ანდრეასის შტატისკონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

1.3 ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

1.4 ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.

1.5 დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს.

1.6 იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა სან ანდრეასის შტატის ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით.

1.7 სან ანდრეასის შტატის ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა სან ანდრეასის შტატის ტერიტორიაზე.

1.8 იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საკუთრებაზე, რომელიც არის სან ანდრეასის შტატის საკუთრებაში, რომელსაც გააჩნია ან იყენებს შტატის სიმბოლიკას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით.


1.9 თუ პირმმა, რომელიც სარგებლობს იმუნიტეტით დანაშაული სან ანდრეასის ტერიტორიაზე ჩაიდინეს, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება უზენაეს სასამართლოში.


კარი II. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და მიზეზობრივი კავშირი, დანაშაულის კლასიფიცირება

unit_gamosayofi.png

2.1 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

2.2 დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

2.3 თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის.

2.4 მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

2.5 უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.

2.6 განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.

2.7 ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

2.8 ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

2.9 გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით

2.10 ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.

2.11 ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

2.12 ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი კატეგორიისაა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული;

ბ) მძიმე დანაშაული;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

2.13 ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.

2.13 მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.

2.14 განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.



კარი III. ერთიანი დანაშაულის სახეები და მათი კლასიფიცირება:

unit_gamosayofi.png

3.1 პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის, თუ მისი უმეცრების ან სხვა პიროვნული ნაკლის გამო დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალებით არ შეიძლებოდა მიღწეულიყო შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

3.2 განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.

3.3 მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

3.4 ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.

3.5 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღმდეგო ბრძანება ან განკარგულება გასცა.

3.6 დენადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება.

3.7 დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.

3.8 განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას, განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან.

3.9 დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს.

3.10 თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური ნორმებით, დანაშაულთა ერთობლიობა არ არსებობს და პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით.

3.11 დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

3.12 დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

3.13 დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.

3.14 ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზებული ჯგუფის შექმნისათვის ან ხელმძღვანელობისათვის დაეკისრება იმას, ვინც შექმნა ასეთი ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. მასვე დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, თუ მათ მოიცავდა მისი განზრახვა. ორგანიზებული ჯგუფის სხვა მონაწილე პასუხს აგებს ჯგუფის მონაწილეობისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ დანაშაულისათვის, რომლის მომზადებაშიც ან ჩადენაშიც იგი მონაწილეობდა.

3.14 ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში, აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

3.15 დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში.

3.16 ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას.

3.17 წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.

3.18 დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.

3.19 ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.

3.20 თანაამსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მიუთითებლად.

3.21 ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.

3.22 როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.

3.23 პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.

3.24 ისეთ დანაშაულში თანამონაწილეობისათვის, რომლის ამსრულებელი შეიძლება იყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის სპეციალური სუბიექტი, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ორგანიზატორს, წამქეზებელს ან დამხმარეს.

3.25 თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშაულის მომზადებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად

3.26 მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.

3.27 მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს.

3.28 რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ პირმა მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

3.29 სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

3.30 სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

3.31 სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

3.32 სასჯელის სახეებია:


ა) ჯარიმა;
ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
დ) გამასწორებელი სამუშაო;
ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა;
ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;
თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა;
ი) ქონების ჩამორთმევა;
კ) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა;
ლ) საჯარო სამსახურში დაკავებული წოდების ჩამორთმევა.

3.33 ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე დამატებითი სასჯელის დანიშვნა.


კარი IV. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

unit_gamosayofi.png

4.1 განზრახ მკვლელობა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.2 მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით - 10 წელი თავისუფლების აღკვეთა.

4.2.1 დამამზიმებელი გარემოებებია:


ა) დანაშაულის ჩადენა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
გ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;
დ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა;
ე) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
ვ) ჯგუფურად;
ზ) ოჯახის წევრის მიმართ;
თ) ორი ან ორზე მეტი პირისა;
ი) განსაკუთრებული სისასტიკით;

ლ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

4.3 მკვლელობა დაუდევრობით - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

4.4 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა

4.5 ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება დაუდევრობით - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

4.6 ადამიანის გატაცება - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.7 სხეულის მსუბუქი დაზიანება - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

4.8 სხეულის საშუალო დაზიანება - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

4.9 სხეულის მძიმე დაზიანება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

4.10 სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

4.11 სამოქალაქო პირის მძევლად აყვანა - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

4.12 რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს - ჯარიმა ან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.13 იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის - ჯარიმა ან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.



კარი V. ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

unit_gamosayofi.png
5.1 გაუპატიურება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

5.2 გაუპატიურება რომელმაც გამოიწვია მძიმე ზიანი ან სიკვდილი - 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

5.3 ფედერალური ცნობების უკანონოდ მოპოვება და გავრცელება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

5.4 ადამიანის ან ადამიანთა დაჯგუფების წინააღმდეგ, მათი რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეროვნების ან ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ზიანის მიყენება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

5.5 პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5.6 დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა

5.7 სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5.8 პირისათვის უკანონოდ უარის თქმა მასზე არსებული ინფორმაციის ან ოფიციალური დოკუმენტის გაცნობაზე, ანდა იმ დოკუმენტის ან მასალის წარდგენაზე, რომელიც უშუალოდ შეეხება მის უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე ასეთი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მასალის არასრულად ან დამახინჯებულად წარდგენა, ანდა მის გასაცნობად სხვაგვარად უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.



კარი VI. ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

View attachment 47
6.1 საცხოვრებელში უკანონო შეღწევა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

6.2 ქურდობა 1000$ ამდე - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

6.3 ქურდობა 10000$ - ამდე - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

6.4 თაღლითობა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

6.5 ძარცვა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

6.6 ყაჩაღობა - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

6.7 ხულიგნობა - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

6.8 ტრანსპორტის გატაცება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

6.9 სხვისი ქონების დაზიანება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

6.10 სახელმწიფო ქონების დაზიანება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.


6.10.1 იქიდან გამომდინარე, რომ დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი ამ მუხლზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
6.10.2 თუ სახ.ქონება ლეტალურად იქნა დაზიანებული სასამართლოს გარეშე შეიძლება დამრღვევის დაკავება.

6.11 აზარტული თამაშები ხალხის თავშეყრის ადგილებზე - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

6.12 ქრთამის მიცემა - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.



კარი VII. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული [ფედერალური]

unit_gamosayofi.png
7.1 ტერორიზმი, აფეთქება, ხანძარი, სხვა სახიფათო აქტები საზოგადოების წინააღმდეგ რომელიც ქმნის სიცოცხლის მოსპობის რისკს, წარმოსაჩენი ქონების დაზიანებას ან იწვევს სხვა სერიოზულ შედეგებს, ხელისუფლების ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის დესტაბილიზაციის მიზნით ან გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, აგრეთვე საფრთხის შექმნა ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.2 ტერორიზმში პიროვნების ჩართვა ან სხვაგვარად მონაწილეობა, ისევე როგორც ტერორიზმის დაფინანსება. - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.3 სახელმწიფო მოხელის მძევლად აყვანა - 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

7.4 მასობრივი არეულობის მოწყობა (ორგანიზება) - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

7.5 სახელმწიფოს დაცულ ობიექტზე უკანონოდ შეღწევა - 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.


შენიშვნა: აღნიშნულ მუხლზე, პოლიციის დეპარტამენტს ენიჭება უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს.

7.6 საარჩევნო უფლებების აღსრულებაში ხელის შეშლა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

7.7 იმ ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.8 სახელმწიფო წესრიგის მოშლისათვის მატერიალური,ფიზიკური ან ნებისმიერი სახის დახმარება - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.9 შტატში არსებული ტყეების, მდინარეების, ტბების, ეროვნული პარკებისა და სხვა ბუნებრივი ტერიტორიების დაბინძურება ნარჩენებით, ქიმიური ნივთიერებებით ან სხვა მავნე მასალით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები - ჯარიმა 100,000 ამერიკული დოლარის ოდენობით ან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.10 შტატის ტერიტორიაზე ნადირობა შესაბამისი ნადირობის ლიცენზიის გარეშე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.11 სან ანდრეასის შტატის დასუსტების მიზნით საწარმოს, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის ან მასობრივი მაუწყებლობის საშუალების, გზის, ნაგებობის, ტექნიკის, დოკუმენტის, დიდი რაოდენობით სტრატეგიული ნედლეულის, მასალის ან პროდუქციის, აგრეთვე მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, საზოგადოებრივი უშიშროების ან წესრიგის დაცვისათვის განკუთვნილი ან სხვა განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.12 სან ანდრეასის შტატის წინააღმდეგ, მტრულად, ტერორისტულად ან კრიმინალურად განწყობილი დაჯგუფებების სასარგებლოდ ინფორმაციის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა

7.13 საჯაროდ საზოგადოებისთვის მოწოდება სან ანდრეასის შტატის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.14 სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების ორგანიზება დაბრკოლებების, საგუშაგოების მოწყობის გზით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხით, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, წყლისა და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება - ისჯება ჯარიმით ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით.

7.15 ისეთი რელიგიური, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ანდა ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ორგანიზაციის დაშლა და ორგანიზაციის ქონების კონფისკაცია.



კარი VIII. კონტრაბანდა

unit_gamosayofi.png
8.1 იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

8.2 იარაღის და საბრძოლო მასალების გატაცება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

8.3 1-10გრ ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

8.4 10-გრ მეტი ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

8.5 ბრონის ჟილეტის შეძენა, გამოყენება, გაყიდვა, შენახვა – 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.



კარი IX. დანაშაული სახელმწიფო მოხელეების მიერ [ფედერალური]

unit_gamosayofi.png
9.1 უფლებამოსილების გადაჭარბება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.

9.2 უფლებამოსილების თვითნებურად მინიჭება - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.

9.3 ქრთამის აღება - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.

9.4 დაუდევრობა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.

9.5 დაურეგისტრირებელი ლიცენზიის და/ან მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის ფარულად გადაცემა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.

9.6 კანონით ან სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტით დადგენილი პროცედურის დარღვევა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებლივი ფლებებების ჩამორთმევა.

9.7 სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილი ქურდობა, ბრალდებულისგან ჩამორთმეული ნივთების, რომლებიც ნივთმტკიცებას წარმოადგენენ – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9.7.1 ნივთმტკიცებების დალუქვა უნდა მოხდეს მაქსიმუმ 2 საათში.

9.8 სამართალდამცავის მიერ ნივთ მტკიცებულებების გაყალბება - 8 წელი

9.9 სახელმწიფო, სამთავრობო ან სტრატეგიული ინფორმაციის უნებართვო გაცემა ან გავრცელება, რომელიც შეიცავს კლასიფიცირებულ ან ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობის დეტალებს - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.


9.10 სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.


კარი X. დანაშაული სახელმწიფოს წესრიგის წინააღმდეგ

unit_gamosayofi.png
10.1 კანონის წარმომადგენელზე თავდასხმა - 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.2 კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა

10.2.1 კანონიერ მოთხოვნად ითვლება მხოლოდ შტატის კოდექსით გათვალიწინებული მოთხოვნები.

10.2.2 მოთხოვნა კანონიერი არის მას შემდეგ როდესაც სამართალდამცავი გააცნობს თავს მოქალაქეს(ბეიჯი/ჟეტონი/წოდება,სახელი-გვარი, სერტიფიკატი )

10.3 სამართალდამცავის განზრახ სიცრუეში შეყვანა - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა

10.4 ჯარიმის გადახდაზე უარი - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.5 სამართალდამცავისათვის წინააღმდეგობის გაწევა - 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.6 სამართალდამცავის კანონიერ საქმიანობაში ხელშეშლა - 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.7 სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10.8 [ფედერალური] დაურეგისტრირებელი ლიცენზიის და (ან) მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო მოხელის მოტყუება - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10.9 [ფედერალური] სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფა რომელიც ჩადენილია მისი სახელმწიფო ან სხვა პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის ან ამგვარი საქმიანობის გამო შურისძიებისათვის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10.10 [ფედერალური] მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ძალაუფლების ძალადობრივ ჩამორთმევას ან ძალაუფლების იძულებით შენარჩუნებას, აგრეთვე შეიარაღებულ აჯანყებას, შტატის კონსტიტუციის დარღვევით, რომელიც ასევე მიზნად ისახავდა შტატის კონსტიტუციური სისტემის იძულებით შეცვლას. - 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ან სასამართლოს გადაწყვეტილებით - სამუდამო პატიმრობა.

10.11 დემონსტრაციის მსვლელობის დროს, სამართალდამცავების მოთხოვნებზე დაუმორჩილებლობა - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.12 დანაშაულის დაფარვა ნებისმიერი სახით - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.13 შეთქმულება სან ანდრეასის შტატის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა

10.14 სამართალდამცავის შეურაცყოფა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
 
Last edited:
Status
Not open for further replies.