სახელმწიფო ინსპექტირების დეპარტამენტის შესახებ კანონი
თავი I – ზოგადი დებულება
1.1) კანონის მიზანიაი უსტიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება – სახელმწიფო ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ზედამხედველობას, შეფასებასა და კონტროლს სახელმწიფო სტრუქტურებისა და სააგენტოების საქმიანობაზე.
1.2) კანონის მიზანია განსაზღვროს სახელმწიფო ინსპექტორის როლი შტატის განვითარების პროცესში, დააწესოს მისი უფლებამოსილებადა პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული სტანდარტების შესრულება.
1.3) დეპარტამენტის ამოცანაა:
- პერიოდულად შეაფასოს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა,
- დაადგინოს სისტემური ხარვეზები,
- წარადგინოს რეკომენდაციები მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.
1.4) დეპარტამენტის შექმნა ემსახურება ეფექტური, ეთიკური და პროფესიონალური მმართველობის კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და მოქალაქეთა ინტერესებს.
1.5) დეპარტამენტის დამოუკიდებლობა გარანტირებულია საკანონმდებლო წესებით, რაც ითვალისწინებს მის დაცვას პოლიტიკური ზეწოლისგან, შეფასებების თავისუფლებას და ანგარიშგების გამჭვირვალობას.
თავი II – დეპარტამენტისსაქმიანობის პრინციპები დაუფლებამოსილება
2.1) დეპარტამენტის ძირითადი პრინციპია კანონისუზენაესობა და შტატის ერთიანიდა ძლიერი მმართველობის უზრუნველყოფა.
2.2) დეპარტამენტს ენიჭება უფლებამოსილება:
- 2.3) ჩაატაროს პერიოდული შეფასებები და ანალიზი საჯარო უწყებებში;
- 2.4) შეამოწმოს ადმინისტრაციული წესების, სამართლებრივი სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვა;
- 2.5) გასცეს რეკომენდაციები რეფორმებისა და შიდა ცვლილებების შესახებ; საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სანქციების გამოყენებას;
- 2.6) მიიღოს და შეაფასოს როგორც ანონიმური, ისე ოფიციალური საჩივრები სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ;
- 2.7) ითანამშრომლოს შტატის ყველა ხელისუფლებასთან – აღმასრულებელთან, საკანონმდებლოსთან და სასამართლოსთან.
- 2.8) აწარმოოს გამოძიება სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლის მიერ კანონდარღვევის შემთხვევაში და საქმე გადასცეს პროკურატურას;
- 2.9) იუსტიციის დეპარტამენტის სახელით მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაცია გამოძიებისა და ინსპექტირებისას;
- 2.10) ჩაატაროს ინსპექტირება ნებისმიერი სახელმწიფო უწყების ფარგლებში, სტრუქტურის ხელმძღვანელის წინასწარი ინფორმირებით არანაკლებ 6 საათით ადრე;
- 2.11) დააკისროს ფულადი ან სხვა სახის სანქცია კონკრეტულ პირსა თუ უწყებას, რომლის გასაჩივრება შესაძლებელია უზენაეს სასამართლოში.
თავი III – ანგარიშვალდებულება
3.1) დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია შტატის რეგიონული მთავრობისა და იუსტიციის დეპარტამენტის წინაშე.
3.2) საგანგებო ვითარებაში დეპარტამენტი ვალდებულია მოამზადოს სპეციალური ანგარიში და წარადგინოს იგი რეგიონულ მთავრობაში.
3.3) ანგარიშები, რეკომენდაციები და გამოძიების დასკვნები საჯაროა, გარდა იმშემთხვევებისა, როდესაც ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოს ან გამოძიების კონფიდენციალურ დეტალებს.
3.4) დეპარტამენტი ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს საკუთარ რეკომენდაციებს და ყოველ კვარტალში წარადგინოს ანგარიში მათი შესრულების შესახებ.
თავი IV – ორგანიზაციულიდა ფინანსური უზრუნველყოფა
4.1) დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე.
4.2) აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია საჭიროებისამებრ უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსება.
თავი V – შემოწმება დაინსპექტირება
5.1) ინსპექტირების მიზანია სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კანონიერების, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის შეფასება.
5.2) ინსპექტირება ტარდება გეგმიურად და როგორც წესი, ატარებს რუტინულ ხასიათს.
5.3) უწყების ხელმძღვანელობა წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული არანაკლებ 6 საათით ადრე.
5.4) ინსპექტორს აქვს უფლება შეამოწმოს:
- 5.4.1) შიდა დოკუმენტაცია, რეგლამენტები და განკარგულებები (გარდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი მასალებისა);
- 5.4.2) პერსონალის საქმიანობა;
- 5.4.3) სხვა ინფორმაცია, რომლის შესწავლაც საჭიროდ მიიჩნევა.
5.5) სახელმწიფო სტრუქტურები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სრული წვდომა საჭირო მასალებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპარტამენტი მიმართავს გენერალურ პროკურატურას.
5.6) ინსპექტირები დასრულების შემდეგ დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას, სადაც მითითებულია:
- გამოვლენილი დარღვევები ან ხარვეზები;
- რეკომენდაციები გაუმჯობესების მიზნით;
- შესრულების ვადები.
5.7) წარუმატებელი ინსპექტირების შემთხვევაში დეპარტამენტს უფლება აქვს დანიშნოს განმეორებითი შემოწმება ერთ კვირაში.
5.8) თუ განმეორებითი ინსპექტირებაც ვერ უზრუნველყოფს შედეგს, დეპარტამენტი მიმართავს გენერალურ პროკურატურას საპროკურორო ინსპექციის დასაწყებად.
5.9) ინსპექტირების კრიტერიუმები წინასწარგადაეცემა შესაბამის სტრუქტურას.
5.10) ინსპექტირებისას დაცული უნდა იყოს ადამიანისუფლებები, პირადი მონაცემების კონფიდენციალობა და სახელმწიფო უსაფრთხოების მოთხოვნები. ინსპექტირების პროცესი არუნდა იქცეს რეპრესიის ანპოლიტიკური ზეწოლის იარაღად.
თავი VI – ძალაში შესვლა
6.1) კანონი ძალაში შევაგუბერნატორის ხელმოწერისთანავე.
6.2) კანონის ცვლილებაშესაძლებელია გუბერნატორისხელმოწერით.
გუბერნატორის ხელმოწერა:
S.Crossford
S.Crossford
Last edited: