დადასტურებულია საჩივარი ადმინისტრატორზე | DieHappy

Status
Not open for further replies.

pariadachesni

Member
Aug 27, 2025
23
9
1.თქვენი პერსონაჟის სახელი და გვარი ან სტატიკური ID: 368 & Nick Rockefeller
2. ადმინისტრატორის სახელი/მეტსახელიDieHappy
3. თხოვნაა განიხილოს პროჯექტ თიმმა. ეს არ არის სტანდარტული ქეისი. მოკლედ ადმინისტრატორ "სპირიტის" გამოტანილი არასწორი ვერდიქტის "მიუთის" გამო რომელმაც ჩაშალა მთლიანი რპ პროცესი რადგან პუნქტი 5.26 არ ითვალისწინებდა მიუთს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოწვეული ჩემი რამდენიმე კომენტარი , მაგ : ეს ცუდად ხო არაა? აისი ჩატში დაწერილი

გადაწყდა, რომ კონკრეტული შეურაცხყოფაა ადმინის მიმართ , რომელზეც ბანი უნდა დამედოს 1 თვიანი. იმის მაგივრად რომ ადმინმა ისწავლოს წესები ნორმალურად და არ გამოიწვიოს მსგავსი "უხერხული" სიტუაციები, მაშინ როდესაც ადამიანებს უნდათ ნორმალურად ითამაშონ რპ!!!

ადმინისტრატორი DieHappy მეუბნება და მიდასტურებს იმას რომ ნამდვილად არ იყო მიუთი სწორად გაცემული და ის ყველაფერი , ჯერ რა ყველაფერი. არაფერი ყოფილა მანდ შეურაცხმყოფელი მაგრამ მაინც. იმ დღეს კიდევ ერთი გაფრთხილება მიუღია იმ ადმინისტრატორს თუ რაღაც მსგავსი, ადმინისტრატორს რომელიც "ვიყენებ მესამე პირის ვიდეოს არა იმ მიზნით რომ ამ ვიდეოთი დაისაჯოს, უბრალოდ მაგალითის მოსაყვანად! ამ ადმინზეა საუბარი. არ გაბედოთ და საჩივარი არ უარყოთ ამ ვიდეოს გამო) რადგან ვაკონკრეტებ! რომ ეს არ არის საჩივრის მასალა, ეს არის მაგალითისთვის, რომ ნახოთ რომელი ადმინი მადებს არასწორად მიუთს და შლის ყველაფერს + მერე ბანს 1 თვიანს, რის გამო.



აქ პრობლემა არ არის ჩემი 30 დღიანი ბანი. აქ არის პრობლემა ის რომ კადრი რომელიც აშკარად არაპროფესიონალია. რომელმაც არ იცოდა პუნქტი 5.26 რას ნიშნავდა, და ცალკე მეუბნებოდა რომ მადლობა თქვი რომ ბანი არ დაგადე თრაიში დაწერილ ინგლისურ შრიფტზე. ესეთ ადმინს, მაღალი წოდების ადმინისტრატორი DieHappy ჩემი აზრით აფარებს ხელს. და ის საჩივრის დადასტურებაც უბრალოდ იმის გამოვლინება იყო რო, უბრალოდ ვერ უარყოფდა საჩივარს რადგან აშკარა დარღვევა იყო ადმინისტრატორის მიერ. თორემ ალბათ საერთოდ არ დამიდასტურებდნენ 50/50 სიტუაცია რომ ყოფილიყო.


ცუდი პრეცედენტია, და ჩემი პოზიცია არის ის რომ, როდესაც მსგავსი სიტუაციიდან გამომდინარე ადმინისტრატორი მომიწოდებს შეწყალების დაწერისკენ, რომელსაც 99%ით დაადასტურებენ. საერთოდ არ მჭირდება შეწყალება და არ დავწერ. იმიტომ რომ მართალი ვარ და პირიქით , მსგავსი ადმინისტრატორი როგორიც სპირიტია :იხ ვიდეო. იხ: დარღვევა რომელიც დაადასტურა DieHappyმ. არ უნდა იყოს პროექტზე რომელსაც ლონგ თერმზე უყურებთ.


უბრალოდ მინდა განიხილოთ დეტალურად ეს ქეისი რადგან. სხვა მოთამაშე რომელსაც ადმინის გამო, რომელმაც არ იცის კონკრეტული პუნქტი კარგად ჩაეშლება მთლიანი "საინტერესო" რპ სიტუაცია და მსუბუქად შეიძლება რაღაც დაწეროს ჩატში" მითუმეტეს აისი ჩატში, სადაც არ კონკრეტდება და არ არის კონკრეტული შეურაცხყოფა" არ გაუქროთ სურვილი ამ პროექტზე თამაშის და არ დაკარგოთ. რადგან დადებითად ვარ განწყობილი ამ პროექტის მიმართ. რადგან არიან ადამიანები სტაფში და პროჯექტ თიმში ვინც მართლა ცდილობს.

+ ამას ეჭვი მაქვს რომ, იემესის ლიდერი ნატა იყო შუაში, და ადმინმა ცადა პლიუსების დაწერა იმ გოგოსთან, და ვფიქრობ სექსიზმი,სიმპ და ა.შ ადმინებს არ უნდა ახასიათებდეს. ბევრი ქონექშენი იყო მანდ. წინა თემაშიც საჩივრის დაწერიდან 11 წუთში განიხილა, სპირიტამ ნატას ჟალობა, როცა სხვებს 1 დღით ადრე ჰქონდათ ატვირთული. შოთამ კი დამიწერა ადმინისტრაცია შეცდომაში ნუ შეგყავსო, მაშინ როცა მე დავინახე ეს ქონექშენი და მოგაწოდეთ ინფორმაცია სავარაუდო დარღვევის შესახებ. აი ეს ტონი შოთასი , და არა მადლობა. რომ ცდილობთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია სავარაუდო მსგავსი დარღვევის შესახებ, მაგრამ ამ ქეისიდან გამომდინარე არ ხართ მართალი. მაძლევს ეჭვის საფუძველს და ამიტომ მინდა განიხილოთ დეტალურად. მე შეიძლება საერთოდ აღარ შემოვიდე სერვერზე 1 თვის მერეც, მაგრამ სოც. პასუხისმგებლობიდან გამომდინარე , შემდეგი ვინც შეიძლება იყოს სხვა ადამიანი, ვისაც დაეზარება ამხელა "პოემის" დაწერა და ა.შ დაიჩაგროს!

ზუსტად ამისთვის ვხსნი ამ თემას. და არა ჩემს გამო რომ ბანი ამეხსნას ან ეგოს გამო, ეს როგორ მაკადრეს" როცა დამნაშავე ვიქნები უნდა დავისაჯო! მაგრამ ეხლა არ უნდა დავსჯილიყავი"

4. დამადასტურებელი საბუთი: 5. საჩივრის ნომერი:
 
  • Haha
Reactions: Nataa93

pariadachesni

Member
Aug 27, 2025
23
9
+ ამ სიკეთეს. ჩემს საჩივრამდე ამ ადმინისტრატორის მიმართ მიცემული სხვა გაფრთხილება რომელზეც

DieHappy-მ დაწერა. საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ადმინისტრატორი ჩახსნილიყო? მესმის და ვიცი რომ 3 გაფრთხილებაა საჭირო მაგრამ, როდესაც გაფრთხილებული ადმინისტრატორის, მეორე გაფრთხილება. რომელმაც გამოიწვია მოთამაშის 1 თვიანი ბანი და ეხლა არის ორი გაფრთხილებით. + ამას ჩემი ატვირთული ვიდეო, სადაც კარგად ჩანს "პროფესიონალიზმი" მაგალითისთვის. ცალსახად პროექტის იმიჯს აზიანებს.​


(C) ძველი პროექტების შეცდომები 1/1ში. რომელსაც თუ თავიდანვე არ მიეხედა, მერე სერიოზულ ფესვებს გაიდგავს)
 
  • Haha
Reactions: Nataa93

pariadachesni

Member
Aug 27, 2025
23
9
არ ვფიქრობ რომ რამე შეიცვლება. უბრალოდ დარჩეს ისტორიას. და იქნებ შემდეგში სხვა, ვინმე ვინც ჩემს ადგილას შეიძლება აღმოჩნდეს, იმას წაადგეს რამეში ეს ქეისი. რომ უფრო დაკვირვებულად იყვნენ ადმინები ვინც არასწორი გადაწყვეტილების გამო რპ პროცესს უშლიან , და ჩიფ ადმინები რომლებიც სიტუაციურად ღრმად არ შლიან ამ ყველაფერს და 2 გაფრთხილების მქონე ადმინს "რაც შეუძლიათ" წესებიდან გამომდინარე მაქსიმალურად იცავენ) , აქ ალბათ გაგეღიმება საჩივრის დადასტურება და გაფრთხილების მიცემა, დაცვა როგორ არისო
მაგრამ, სხვა ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა ვერაფერი, აშკარა იყო დარღვევა) აი მეორე მხრივ, კი გქონდა შესაძლებლობები უფრო მკაცრი ყოფილიყავი, ისევე როგორც, ადმინისტრატორი იყო ჩემთან მკაცრი, და დაუკონკრეტებელი "ცუდად ხომ არ არის" გამო 1 თვიანი ბანი დამადო) რომელიც ისევ თვითონ გამოიწვია=) რომ არა მისი არაპროფესიონალიზმი და პუნქტის კარგად არ ცოდნა, რპ სიტუაცია ჩაივლიდა ჯიგრულად და ყველა ისიამოვნებად ირგვლივ. თან რასაც გადავხედე ეხლა 1კვირაში 2გაფრთხილება + მინიმუმ კიდე 2 ატვირთული ჟალობაა აქტიური, ცოტა რთულია როგორ უნდა მოახერხოს ადმინმა ამდენი რაღაც. ხალხი 1 წლიან სროკს ამთავრებს ხოლმე 1 გაფრთხილებით

Just Facts

 
Last edited:
  • Haha
Reactions: Nataa93
D

DAVE

Guest
მოგესალმებით, თქვენი საჩივარი განხილვის პროცესშია.
 
D

DAVE

Guest
კიდევ ერთხელ მოგესალმებით,

კონკრეტული საჩივრის განხილვის შემდგომ განხორციელდა დეტალური გადამოწმება, რათა დადგენილიყო, რა საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრატორ DieHappy-ს მიერ.
გადამოწმებისას იქნა შესწავლილი როგორც Discord ლოგები, ასევე სრული ფიქსაციები.
აღნიშნულ ეპიზოდში ხელის "დაფარვის" შემთხვევა არ გამოვლენილა.

ადმინისტრატორ Spirit-ს საჩივრის არსებობამდე ჰქონდა მიღებული გაფრთხილება პირადად DieHappy-სგან UNIT-ის დისქორდში მოთამაშესთან ინციდენტის შემდგომ საუბარზე.
პროცესის მიმდინარეობისას მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
შემდგომ Spirit-მა მიიღო კიდევ ერთი გაფრთხილება Mute-ზე, რაც საბოლოოდ გადაიქცა ერთ მკაცრ გაფრთხილებად.

რაც შეეხება ბანის ეპიზოდს - დარღვევა აშკარაა.
ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ არაკორექტულ მიმართვას, არამედ მუქარას ადმინისტრატორისადმი მისი სტაფიდან მოხსნის შესახებ, რაც ჯამურად ბანის გაცემის საფუძველი გახდა.


იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სიტუაციაში ადმინისტრატორმა Spirit-მა ორი დარღვევა ჩაიდინა, ბანი უქმდება გაბათილების მიზნით.

ადმინისტრატორ DieHappy-ს მოქმედებები და მიღებული ვერდიქტი სრულად შეესაბამება დადგენილ ნორმებს და მიიჩნევა სწორად მიღებულად.

შენიშვნა:
სამომავლოდ გთხოვთ იყოთ კორექტული ადმინისტრატორთან საუბრის მომენტში,
წინააღმდეგ შემთხვევაში მოხვდებით პროექტის შავ სიაში,
რადგან მსგავსი მიდგომა ადმინისტრაციის მიმართ არაკორექტულია.
 
Status
Not open for further replies.