კანონი სან ანდრეასის შტატის შრომის კოდექსი

Status
Not open for further replies.

Seelien

Member
Aug 8, 2025
10
1
სან ანდრეასის შტატის შრომის კოდექსი

თავი I. შრომის კანონმდებლობის ზოგადი პრინციპები

სან ანდრეასის შტატის შრომის კოდექსი წარმოადგენს სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას, რომელიც არეგულირებს შრომით ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის.
შრომითი ურთიერთობების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სან ანდრეასის სახელმწიფო პროკურატურა.

მუხლი 1.1 ― მიზნები და ამოცანები

მიზნები:

1. მოქალაქეთა შრომითი უფლებებისა და თავისუფლებების სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა;
2. უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო პირობების შექმნა;
3. დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესთა თანაბარი დაცვა.

ამოცანები:

1. შრომის ორგანიზება და მენეჯმენტი;
2. შრომითი დავების სამართლიანი მოგვარება.

მუხლი 1.2 ― ძირითადი პრინციპები

1. შრომის თავისუფლება;
2. იძულებითი შრომისა და დისკრიმინაციის აკრძალვა;
3. სამართლიანი და ღირსეული სამუშაო პირობები;
4. დასაქმებულთა თანასწორობა და შესაძლებლობათა გათანაბრება.

მუხლი 1.3 ― მოქმედების სფერო

შრომის კოდექსი ძალაშია სან ანდრეასის შტატის ტერიტორიაზე და ვრცელდება სახელმწიფო უწყებებზე.
კერძო კომერციულ ორგანიზაციებში შრომითი ურთიერთობა რეგულირდება ინდივიდუალური ხელშეკრულებებით.



1757085667493.png
თავი II. შრომითი ურთიერთობები

მუხლი 2.1 ― შრომითი ურთიერთობის მხარეები

დასაქმებული ― ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს ხელშეკრულების საფუძველზე.
დამსაქმებელი ― ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულების პირობებს.
მუხლი 2.2 ― შრომითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლები

1. არჩევა თანამდებობაზე;
2. დანიშვნა ან დამტკიცება;
3. სამხედრო სამსახურზე ხელშეკრულების გაფორმება (ეროვნული გვარდია);
4. შრომითი ხელშეკრულების დადება და ხელმოწერა.

მუხლი 2.3 ― დასაქმებულის უფლებები და მოვალეობები

უფლებები:

ღირსეული სამუშაო ადგილი და პირობები;
ანაზღაურება და პრემია;
სრული და სანდო ინფორმაცია სამუშაოს შესახებ;
დასვენება და შვებულება.

მოვალეობები:

კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი ვალდებულებები;
დაიცვას შრომის შინაგანაწესი და კანონი;
დაიცვას დადგენილი სტანდარტები;
მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის განვითარებაში.

მუხლი 2.4 ― დამსაქმებლის უფლებები და მოვალეობები

უფლებები:

წაახალისოს კეთილსინდისიერი თანამშრომლები;
მოსთხოვოს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობების სათანადო შესრულება.

მოვალეობები:

დაიცვას სახელმწიფო კანონები;
უზრუნველყოს თანამშრომლების შრომითი პირობები და ანაზღაურება;
უზრუნველყოს უფასო ტრენინგი და სერტიფიცირება;
გააუმჯობესოს ორგანიზაციის მუშაობა;
შიდა დოკუმენტაცია წარადგინოს პროკურატურისთვის დამტკიცების მიზნით.

1757085656628.png
თავი III. სამუშაო დრო

მუხლი 3.1 ― სამუშაო დრო

დასაქმებული ვალდებულია იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე შრომის შინაგანაწესის შესაბამისად.

მუხლი 3.2 ― დასვენების დრო

დასვენების დრო ითვალისწინებს:

ლანჩის შესვენებას (არანაკლებ 30 წთ და არაუმეტეს 2 სთ;
დასვენების დღეებს;
შვებულებას, მათ შორის განსაკუთრებული დამსახურებისთვის (არაუმეტეს 7 დღე).


1757085644468.png
თავი IV. ანაზღაურება

მუხლი 4.1 ― ანაზღაურების ფორმა

ანაზღაურება მოიცავს:

საათობრივ გადახდას;
პრემიებს.

მუხლი 4.2 ― ბონუსები

1. პრემიის მოცულობა დამოკიდებულია თანამდებობაზე და სტაჟზე.
2. პრემია გაიცემა დამსაქმებლის გადაწყვეტილებით სამუშაო კვირის ბოლოს.
3. პრემიის გაცემა ხდება მხოლოდ სან ანდრეასის ვალუტაში.


1757085636029.png
თავი V. შრომითი დისციპლინა

მუხლი 5.1 ― შრომის დისციპლინა

ყველა დასაქმებული ვალდებულია დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს და კანონს.

მუხლი 5.2 ― შინაგანაწესის დამტკიცება

შინაგანაწესი ამტკიცებს დამსაქმებელი, თუმცა ძალაში შედის მხოლოდ პროკურატურის დამტკიცების შემდეგ.

მუხლი 5.3 ― დისციპლინური სახდელები

დისციპლინური დარღვევისთვის დასაქმებულს შეიძლება დაეკისროს:

გაფრთხილება;
საყვედური (სიტყვიერი/მკაცრი);
პრემიის ჩამორთმევა;
თანამდებობრივი დაქვეითება;
ხელახალი სერტიფიცირება;
სამსახურიდან გათავისუფლება.

1757085603540.png

თავი VI. სამსახურიდან გათავისუფლება

მუხლი 6.1 ― უფლებამოსილი პირები

თანამშრომლის დათხოვნა შეუძლია:

დამსაქმებელს ან მის უფლებამოსილ პირს;
პროკურორს, გენერალურ პროკურორს ან სასამართლოს.

მუხლი 6.2 ― გათავისუფლების საფუძვლები

სისხლის სამართლის საქმე;
სამედიცინო შეუთავსებლობა ან ვადაგასული სერტიფიკატი;
პროფესიული უვარგისობა;
კანონით გათვალისწინებული ლიცენზიების არქონა;
გარეგნული შეუსაბამობა (მაგ. სახის ტატუ, მაკიაჟი);
კანონის დარღვევა.


1757085575109.png

თავი VII. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა

მუხლი 7.1 ― დასაქმებულის ინიციატივით

დასაქმებულს შეუძლია საკუთარი ნებით დაწეროს განცხადება გათავისუფლების შესახებ.
თუ თანამშრომელი არ იმუშავებს:

3 დღეზე ნაკლებს (საერთო თანამშრომელი) ― ვალდებულია გადაიხადოს 10,000\$;
7 დღეზე ნაკლებს (ხელმძღვანელი ან მოადგილე) ― ვალდებულია გადაიხადოს 25,000\$.

მუხლი 7.2 ― დამსაქმებლის ინიციატივით

გათავისუფლების საფუძველია:

შრომის შინაგანაწესის განმეორებითი დარღვევა;
სისხლის სამართლის დანაშაული;
სამუშაოს იგნორირება;
სამსახურში ნარკო/ალკო ინტოქსიკაციაში ყოფნა;
პროფესიული უვარგისობა;
კონფლიქტების გაღვივება;
ნდობის დაკარგვა.

1757085440491.png

თავი VIII. შრომითი უფლებების დაცვა

მუხლი 8.1 ― დაცვის გზები

დასაქმებულს უფლება აქვს დაიცვას თავისი უფლებები:

თვითდაცვით, მშვიდობიანი წესით;
პროკურატურაში მიმართვით;
სასამართლოს გზით.

მუხლი 8.2 ― ზედამხედველობა

შრომის კანონმდებლობის დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს **სან ანდრეასის სახელმწიფო პროკურატურა**, რომელიც უფლებამოსილია:

ინიციროს სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული საქმეები;
განახორციელოს გეგმური და არაგეგმიური ინსპექტირება;
განიხილოს მოქალაქეთა საჩივრები;
გასცეს იურიდიული კონსულტაციები.

მუხლი 8.3 ― პასუხისმგებლობა

შრომის კანონმდებლობის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

გუბერნატორის ხელმოწერა:

S.Crossford
 

Attachments

  • 1757085583031.png
    1757085583031.png
    6.2 KB · Views: 1
  • 1757085654841.png
    1757085654841.png
    6.2 KB · Views: 1
  • 1757085678608.png
    1757085678608.png
    6.2 KB · Views: 1
Last edited:
Status
Not open for further replies.