მუხლი 1. სამართლებრივი საფუძველი
1.1. სან ანდრეასის შტატში სასამართლო ხელისუფლება განხორციელდება კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებული ნორმების საფუძველზე.
1.2. სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენს შტატის სუვერენიტეტის ერთ-ერთ ძირითად ფუნდამენტურ საყრდენს.
მუხლი 2. სასამართლოს მიზნები
2.1. სასამართლოს ამოცანებია:
- ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
- კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა;
- სამართლის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება;
- სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარება და სამართლიანობის აღსრულება.
მუხლი 3. დამოუკიდებლობა
3.1. სასამართლო დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონებს.
3.2. დაუშვებელია სასამართლოზე ზეწოლა ან ჩარევა როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე კერძო პირების მხრიდან.
3.3. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.
მუხლი 4. სასამართლო სისტემა
4.1. სან ანდრეასის შტატის სასამართლო სისტემა შედგება:
- ფედერალური სასამართლოსაგან;
- უზენაესი სასამართლოსაგან.
მუხლი 5. ინსტანციები
5.1. ფედერალური სასამართლო მოქმედებს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო.
5.2. უზენაესი სასამართლო ფუნქციონირებს როგორც საკასაციო და საკონსტიტუციო ინსტანცია.
5.3. განსაკუთრებულად მძიმე კატეგორიის საქმეებში, უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია იმოქმედოს როგორც პირველი ინსტანცია.
მუხლი 6. კომპეტენცია
ფედერალური სასამართლო განიხილავს:
- სისხლის სამართლის საქმეებს;
- სამოქალაქო დავებს;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ საქმეებს;
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე პირდაპირ მიეკუთვნება უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას.
მუხლი 7. უფლებამოსილებები
7.1. ფედერალური სასამართლო უფლებამოსილია:
1. განიხილოს და შეაფასოს პროკურატურის შუამდგომლობები;
2. გასცეს დაკავების, ჩხრეკის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების ორდერი, თუ არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი;
3. უზრუნველყოს დაკავებული პირის წარდგენა მოსამართლესთან არაუგვიანეს 48 საათისა;
4. განიხილოს საჩივრები ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პროცესში გატარებულ ღონისძიებებზე.
შენიშვნა: ფედერალური სასამართლო პრაქტიკაში წარმოადგენს ძირითად ინსტანციას, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქე მიმართავს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით.
მუხლი 8. სტატუსი
უზენაესი სასამართლო არის შტატის უმაღლესი სასამართლო ორგანო, რომლის გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველა ქვემდგომი ინსტანციისათვის.
მუხლი 9. კომპეტენცია
უზენაესი სასამართლო:
1. განიხილავს განსაკუთრებულად მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს;
2. განიხილავს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრებას;
3. ახორციელებს საკონსტიტუციო კონტროლს ― ადგენს შესაბამისობაშია თუ არა ნორმატიული აქტი კონსტიტუციასთან;
4. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გასცემს ორდერებს მხოლოდ განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით.
მუხლი 10. საბოლოო გადაწყვეტილებები
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი პირდაპირ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ორგანოში მიმართვის შესაძლებლობას.
მუხლი 11. ზოგადი პრინციპები
11.1. ორდერი გაიცემა მხოლოდ მოსამართლის მიერ.
11.2. ორდერის გაცემის წინაპირობა არის პროკურორის წერილობითი შუამდგომლობა.
11.3. მოსამართლე ვალდებულია შეაფასოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
მუხლი 12. სავალდებულო ძალა
12.1. მოსამართლის მიერ გაცემული ორდერი სავალდებულოა ყველა სამართალდამცავი ორგანოსათვის.
12.2. ორდერის შეუსრულებლობა ითვლება კანონმდებლობის დარღვევად და იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
მუხლი 13. სასწრაფო შემთხვევები
13.1. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდაპირი საფრთხე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთობაზე, სამართალდამცავი ორგანო უფლებამოსილია დროებით მოახდინოს დაკავება მოსამართლის სანქციის გარეშე.
13.2. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მიმართვა და ორდერის მიღება სავალდებულოა არაუგვიანეს 24 საათისა.
მუხლი 14. საჯაროობა და გამჭვირვალობა
14.1. სასამართლო სხდომები საჯაროა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოს ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
14.2. ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება საჯაროდ, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა.
მუხლი 15. დაცვის უფლება
დაკავებულ პირს აქვს უფლება:
1. დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს;
2. აირჩიოს ან დანიშნოს ადვოკატი;
3. გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 16. სავალდებულო ხასიათი
სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ყველა სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოსათვის.
მუხლი 17. აღსრულება
17.1. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან აღსრულების შეფერხება წარმოადგენს კანონის დარღვევას.
17.2. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო.
მუხლი 18. კონტროლი
უზენაესი სასამართლო ახორციელებს კონტროლს ქვემდგომი ინსტანციების საქმიანობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთიანი სამართალწარმოების პრაქტიკა.
გუბერნატორის ხელმოწერა:
S.Crossford
S.Crossford