1. ზოგადი დებულებები
1.1. აღნიშნული დებულებები სერვერზე ადგენს მოქმედი სახელმწიფო ორგანიზაციების საქმიანობის ძირითად წესებსა და პრინციპებს.
1.2. აღნიშნული წესების მიზანია რეალისტური, ორგანიზებული და სამართლიანი Role Play პროცესების უზრუნველყოფა.
1.3. სერვერზე არსებობს შემდეგი სახელმწიფო ორგანიზაციები: Government, Los Santos Police Department, Los Santos County Sheriff, National Guard და Federal Investigation Bureau.
1.4 სერვერზე არსებული ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია წარმოადგენს ამერიკულ ანალოგს.
განმარტება: თითოეული სახელმწიფო ორგანიზაციის სტრუქტურა, იერარქია და იურისდიქცია მაქსიმალურად მიახლოვებულია შესაბამისი ამერიკული უწყების მოდელთან.
1.5 სახელმწიფო ორგანიზაციებში მოქალაქეთა მიღება ხორციელდება Role play პროცესით.
1.6 სახელმწიფო ორგანიზაციების მმართველ რგოლში იგულისხმებიან: ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხელმძღვანელის შემცვლელი, დეპარტმანეტის/დანაყოფის/დივიზიის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
1.7 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ჩაერიოს სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობაში, მისი გამოსწორების მიზნით, თუ არსებული სიტუაცია სცდება RP ლოგიკას.
მითითება: რიგ შემთხვევებში ორგანიზაციის კურატორს და ზევით ადმინისტრატორებს აქვთ უფლება ჩაერონ პროცესში, როგორც ვაშინგტონის წარმომადგენლები, სერვერის ყველა ნორმის დაცვით.
1.8 ყველა ინოვაცია (იქნება ეს ახალი FIB / LSPD / ARMY დეპარტამენტი თუ სახელმწიფო კანონმდებლობის ცვლილებები) უნდა დამტკიცდეს ფრაქციის კურატორის ან მთავარი სახელიმწიფო კურატორის მიერ. | წერილობითი გაფრთხილება ლიდერს
1.9 ყველა სპეც ოპერაცისას მართვის უპირატესობა ენიჭება FIB-ს.
გამონაკლისი: თუ კონკრეტული ოპერაცია მოითხოვს სხვა სახის სპეციფიკას ან კომპეტენციას, FIB-ს შეუძლია მმართველი როლი გადასცეს LSPD, LSSD ან ARMY.
1.10 FIB / LSPD / LSSD-ს აქვს უფლება მოითხოვოს დახმარება, როგორც ერთმანეთისგან, ასევე ARMY-სგან /DEP-ჩათის გამოყენებით.
2. ვალდებულებები
2.1 სახელმწიფო ორგანიზაციებმა თავიანთი საქმიანობით უნდა უზრუნველყონ შტატის მოქალაქეთა დაცვა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
2.2 სახელმწიფო ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ ფორუმზე არსებული კანონებითა და რეგულაციებით.
მითითება: პრეცედენტულ ქეისებში, რომელიც კანონით არ რეგულირდება, საჭიროა გაიმართოს სასამართლო, სადაც სხდომის პროცესზე დამტკიცდება აღნიშნული კანონის საჭიროება.
2.3 სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომელი ვალდებულია გამოირჩეოდეს კომპეტენციით, ცოდნითა და დისციპლინით.
2.4 სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომელი ვალდებულია ითამაშოს თავისი თანამდებობის შესაბამისი როლი Role Play პროცესში.
განმარტება: მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ და დაემორჩილონ შტატის კანონს, წესებს და შიდა რეგლამენტებს.
გამონაკლისი: დადასტურებული Bad Character ბიოგრაფია.
2.4.1 სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომელს, მოფარებულ ადგილში, უფლება აქვს აიღოს ქრთამი არაუმეტეს 10.000$-ისა და მოეპყროს უხეშად მოთამაშეს, 1-1ზე ყოფნის დროს.
მითითება: აღნიშნული წესი არ ეხება სახელმწიფო ორგანიზაციების მმართველ რგოლებს.
2.5 სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია შიდა რეგლამენტში ( შინაგანაწესი ) განახორციელოს ცვლილებები, თუ პრეცედენტები ამის საჭიროებას მოითხოვს.
2.6 სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელი ვალდებულია აკონტროლოს იერარქიული სისტემა.
2.7 სახელმწიფო ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს თავისი იურისდიქციით გათვალისიწნებული მოვალეობები.
2.8 სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ვალდებულია უზრუნველყოს შიდა წესრიგი, თანამშრომელთა ქცევების გაკონტროლებითა და წესების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირებით.
2.9 სახელმწიფო სტრუქტურები, საჭიროებისამებრ, ვალდებულნი არიან აწარმოონ შესაბამისი მოხსენებები და ანგარიშგებები ადმინისტრაციისგან მოთხოვნილ საკითხებზე.
2.10 სახელმწიფო ორგრანიზაციის თანამშრომელი თანამდებობის დატოვებისას ვალდებულია ჩააბაროს სახელმწიფო ქონება ორგანიზაციაში.
გამონაკლისი: დადასტურებული Bad Character ბიოგრაფია.
3. აკრძალვები
3.1 აკრძალულია სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლის მხრიდან არარეალური ქმედებების განხორციელება. | სპეც. ციხე 180 წუთი + გაფრთხილება
მითითება: ძალის არაპროპორციული გამოყენება, ტრანსპორტით მაღალი სიჩქარით შეჯახება გამიზნულად, პირადი ტრანსპორტის გამოყენება დაკავებულის გადასაყვანად და საპატრულიროდ, და სხვა მსგავსი მოქმედებები.
3.2 აკრძალულია ადმინისტრაციის მხრიდან დადასტურებული ბიოგრაფიის გარეშე სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლის მხრიდან ისეთი Bad Character-ის როლის მორგება, რომელიც სცდება საბაზისო სერვერის წესებს Bad Character-თან დაკავშირებით. | სპეც. ციხე 240 წუთი + გაფრთხილება
შენიშვნა: ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მოსამართლესა და პროკურორს ეკრძალებათ ყველანაირი Bad Character-ის როლის მორგება.
3.3 აკრძალულია იმ მოთამაშის მიღება სახელწიფო ორგანიზაციაში, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული.
განმარტება: კრიმინალური წარსულის მქონე მოთამაშეებს, რომელთაც სურთ გაწევრიანდნენ სამთავრობო ორგანიზაციაში, უნდა შეცვალოთ თავიანთი გარეგნობა და სახელი.
3.4 აკრძალულია კრიმინალურ ორგანიზაციასთან / ოჯახთან კავშირის ქონა. | სპეც. ციხე 180 წუთი + გაფრთხილება
გამონაკლისი: დადასტურებული Bad Character-ის ბიოგრაფია.
3.5 აკრძალულია სახელმწიფო ქონების შენახვა სახლში ან პირად მანქანაში. | სპეც. ციხე 120 წუთი + გაფრთხილება + ქონების ჩამორთმევა
გამონაკლისი: დადასტურებული Bad Character-ის ბიოგრაფია.
3.6 აკრძალულია სახელმწიფო ქონების გაყიდვა ან მისაკუთრება. | სპეც.ციხე 240 წუთი / გაფრთხილება + ქონების ჩამორთმევა / ბანი 30 დღემდე / სამუდამო ბანი + ექაუნთის განულება
გამონაკლისი: დადასტურებული Bad Character-ის ბიოგრაფია.
3.7 აკრძალულია ქალაქში გადაადგილება მძიმე ტექნიკით. | სპეც. ციხე 120 წუთი + გაფრთხილება
გამონაკლისი: რეიდი, აღლუმი, ტერორისტული აქტი, საგანგებო მდგომარეობა ქალაქში, ფორუმზე გაწერილი RP სიტუაცია.
3.8 აკრძალულია კრიმინალური ორგანიზაციის / ოჯახის ბაზაზე ყოფნა შესაბამისი IC მიზეზის გარეშე. | სპეც. ციხე 240 წუთი + გაფრთხილება
გამონაკლისი: რეიდი, ცეცხლის გახსნა ტერიტორიიდან, დევნის დროს შეფარება ტერიტორიაზე და Bad Character ბიოგრაფია ( ზოგადი წესების დაცვით ).
3.9 აკრძალულია სერვერის ფუნქციონალის ავლით მოქმედებების შესრულება. | სპეც. ციხე 120 წუთი + გაფრთხილება
განმარტება: გაჩხრეკვა, საბუთების შემოწმება და სხვა.
3.10 აკრძალულია მოთამაშის სამსახურიდან გათავისუფლება IC / OOC მიზეზის გარეშე. | გაფრთხილება ლიდერს
მითითება: შესაბამისი OOC მიზეზი შეიძლება იყოს ფრაქციაში OOC კონფლიქტის წამოწყება, სერვერის წესების დარღვევა, ფრაქციის Discord არხის განზრახ დაზიანება და სხვა.
3.11 აკრძალულია /GOV ან /DEP სხვაგვარი მიზნებისთვის გამოყენება. | გაფრთხილება / ბანი
შენიშვნა: /GOV ის გამოყენების ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წუთს.
3.12 აკრძალულია სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომელმა აიღოს/გაყიდოს ქონება საწყობიდან შესაბამისად ფორუმზე დაწერილი RP სიტუაციის ან Bad Character ბიოგრაფიის გარეშე. | სპეც. ციხე 120 წუთი + გაფრთხილება + ქონების ჩამორთმევა
შენიშვნა: არ უნდა ქონდეს სისტემატიური სახე.
3.13 აკრძალულია ხელბორკილების დადება სროლის დროს. | სპეც. ციხე 120 წუთი
3.14 აკრძალულია საავადმყოფოში მოთამაშეთა დაკავება მათი სიკვდილის შემდეგ. | სპეც. ციხე 120 წუთი + გაფრთხილება
3.15 დამნაშავის დაკავება / პატრულირება / გამოძახებაზე სიარული დაშვებულია მხოლოდ ფრაქციის ტრანსპორტით | სპეც. ციხე 120 წუთი
გამონაკლისი: შესაბამისად გაფორმებული პირადი ტრანსპორტი.
3.16 აკრძალულია საშიშ რაიონში გადაადგილება მარტო. | სპეც. ციხე 120 წუთი + გაფრთხილება
გამონაკლისი: დადასტურებული Bad Character-ის ბიოგრაფია.
მითითება: საშიშ უბანში გადაადგილებისთვის საჭიროა მინიმუმ 1 მანქანა და 3 ადამიანი.
3.17 სახელმფიწო სტრუქტურის წამომარგენელს ეკრძალება ნებისმიერი სახურავის / შემაღლებული ადგილის დაკავება, მანამ სანამ არ იქნება ცეცხლი გახსნილი კრიმინალების მიერ. | სპეც. ციხე 120 წუთი / გაფრთხილება ლიდერს
გამონაკლისი: რეიდი, საგანგებო მდგომარეობა, დადასტურებული Bad Character-ის ბიოგრაფია.
3.18 სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს ეკრძალებათ ძებნაში მყოფი პიროვნების "Crime Respawn"-ზე დაკავება | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება
გამონაკლისი: რეიდი,შესაბამისი ic-სიტუაცია (გუბერნატორის/იუსტიციის გაცემული ორდერი)
3.19 აკრძალულია Tazer-ის გამოყენება არარეალურად, მისი გამოყენება უნდა მოხდეს რეალისტურად და შესაბამის RP სიტუაციებში. | სპეც.ციხე 120 წუთი / გაფრთხილება
მითითება: შეიარაღებულ და უკვე სროლაში ჩართულ პირებზე ტაზერის გამოყენება ; ტაზერის გამოყენება არარეალურ სიტუაციებში (მაგ: წყალში, მოძრავი მანქანიდან და ა.შ.) ტაზერის ბოროტად გამოყენება ; ტროლი და სხვა მსგავსი დანაშაულები.
3.20 NONRP COP/FIB/ARMY/GOV - სამართალლდამცავის ძალაუფლების არასწორად გამოყენება. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება
მითითება: უსაფუძვლო დაპატიმრება,უსაფუძვლო ჩხრეკა,მცირე დანაშაულისთვის მაქსიმალურზე ჩასმა,სამუშაო ვალდებულებების შესრულება ფორმის გარეშე,ხელბორკილების დადება აქტიურ სროლაში მყოფ პირზე ან შეიარღებულზე რომელიც გიმიზნებს იარაღს)
გამონაკლისი: სპეც.დეპარტამენტი ( ფორმის და მანქანის შემთხვევაში)/bad ბიოგრაფია)
3.21 სამართალდამცავის უფლებამოსილების გამოყენება ტროლინგისთვის,პროვოკაციისთვის ან პირადი სარგებლის მისაღებად. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება
გამონაკლისი: დადასტურებული BAD ბიოგრაფია ფორუმზე ან პირადი სარგებლის შემთხვევაში 1-1 ზე სერვერის წესის მიხედვთ. ( ამ შემთხვევაში თქვენ მიერ განხორციელებული ყველა ქმედება არის IC რისკის მატარებელი. მიოუხედავად ბიოგრაფიისა თქვენი მოქმედებები უნდა იყოს მაქსიმალურად რეალისტური.)
3.22 სახელმფიწო სტრუქტურის წამომარგენელს ეკრძალება მისივე სტრუქტურის უფლებების გამოყენება ფრაქციის ფორმის გარეშე.
გამონაკლისი: თუ მოთამაშე იმყოფება სპეციალურ დანაყოფში სადაც შეუძლია ფორმის გარეშე უფლებების გამოყენება
მაგალითი: detective bureau
Last edited by a moderator: