კანონი საადვოკატო კოდექსი

Seelien

Member
Aug 8, 2025
10
1
საადვოკატო კოდექსი


თავი I – ზოგადი დებულებები

1757437018568.png

მუხლი 1.
ადვოკატი – პირი, რომელიც ფლობს საადვოკატო ლიცენზიას და ახორციელებს კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის იცავს მათ უფლებებსა და ინტერესებს სასამართლოში.

მუხლი 2.
სამართალდამცავი – ფედერალური ბიუროს, სამხედრო პოლიციის, ლოს სანტოსის პოლიციის დეპარტამენტის ან საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი.

მუხლი 3.
ბრალდებული – პირი, რომელიც მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ ნაკლებად მძიმე, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.

მუხლი 4.
ადვოკატის საქმიანობა რეგულირდება მხოლოდ იუსტიციის დეპარტამენტისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.


თავი II – ადვოკატის უფლებები და მოვალეობები

1757437026118.png

მუხლი 5. ადვოკატის ძირითადი მოვალეობები:

1. დაიცვას დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები და ინტერესები კეთილსინდისიერად.
2. დაიცვას პროფესიული ეთიკის კოდექსი.
3. გამოიყენოს მხოლოდ კანონის მიერ დადგენილი გზები დაცვისთვის.
4. მუდმივად იმუშაოს პროფესიული ცოდნის ამაღლებაზე.

მუხლი 6. ადვოკატის უფლებები:

1. მოითხოვოს დაკავებულის გათავისუფლება გირაოს საფუძველზე, თუ საქმე არ არის რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია არასწორად.
2. მოითხოვოს გათავისუფლება იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული თავისუფლებააღკვეთილია კანონით დადგენილ ვადაზე მეტხანს.
3. უარი თქვას დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
4. დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დაკითხვის ყველა ეტაპზე.
5. მოითხოვოს სამხრე კამერის ჩანაწერი სასამართლო პროცესისათვის.
6. მოითხოვოს ან გაასაჩივროს გადაწყვეტილება სასამართლოში.

მუხლი 7. შეზღუდვები:

1. ადვოკატს ეკრძალება გირაოს თანხის შემცირება ან გაზრდა.
2. ადვოკატს ეკრძალება გირაოს სახით ფულის გარდა სხვა მატერიალური ფასეულობის მიღება.
3. ადვოკატს ეკრძალება გათავისუფლება იმ პირის, რომელიც კანონით გირაოს არ ექვემდებარება.
4. ადვოკატს ეკრძალება თანამშრომლობა სამართალდამცავთან დაკავებულის წინააღმდეგ კანონიერად დაუშვებელ ფორმებში.


თავი III – სამართალდამცავების მოვალეობები ადვოკატის მიმართ

1757437032086.png

მუხლი 8.
სამართალდამცავი ვალდებულია:

1. დაკავებულსა და მის ადვოკატს განუმარტოს დაკავების მიზეზი.
2. უზრუნველყოს ადვოკატის შეუფერხებელი დაშვება დაცვის ქვეშ მყოფთან.
3. არ შეუზღუდოს ადვოკატს მისი საქმიანობის კანონიერად შესრულება.
4. არ მოახდინოს გირაოს თვითნებური ცვლილება.

მუხლი 9.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია დაკავებულთა გათავისუფლება გირაოს საფუძველზე არ მოხდეს

თავი IV – გირაოს წესით გათავისუფლება

1757437036279.png

მუხლი 10.
თუ ბრალდებულს წარდგენილი აქვს სამი ან მეტი მუხლი ერთდროულად, გირაო არ შეეფარდება.

მუხლი 11. გირაოს ოდენობები:

  • 4.5 ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება დაუდევრობით – 4 წლამდე პატიმრობა → 15,000\$
  • 4.7 სხეულის მსუბუქი დაზიანება – 2 წლამდე პატიმრობა → 8,000\$
  • 4.8 სხეულის საშუალო დაზიანება – 4 წლამდე პატიმრობა → 12,000\$
  • 5.4 მედიის მიერ ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება – 4 წლამდე პატიმრობა → 10,000\$
  • 5.6 ცილისწამება დანაშაულის შესახებ – 6 წლამდე პატიმრობა → 15,000\$
  • 6.1 საცხოვრებელში უკანონო შეღწევა – 4 წლამდე პატიმრობა → 12,000\$
  • 6.2 ქურდობა (1000\$-მდე) – 4 წლამდე პატიმრობა → 10,000\$
  • 6.3 ქურდობა (10000\$-მდე) – 6 წლამდე პატიმრობა → 18,000\$
  • 6.4 თაღლითობა – 6 წლამდე პატიმრობა → 20,000\$
  • 6.5 ძარცვა – 6 წლამდე პატიმრობა → 20,000\$
  • 6.6 ყაჩაღობა – 8 წლამდე პატიმრობა → 25,000\$
  • 6.7 ხულიგნობა – 4 წლამდე პატიმრობა → 10,000\$
  • 6.8 ტრანსპორტის გატაცება – 6 წლამდე პატიმრობა → 18,000\$
  • 6.9 სხვისი ქონების დაზიანება – 6 წლამდე პატიმრობა → 15,000\$
  • 6.10 სახელმწიფო ქონების დაზიანება – 8 წლამდე პატიმრობა → 25,000\$
  • 6.11 აზარტული თამაშები თავშეყრის ადგილებში – 6 წლამდე პატიმრობა → 12,000\$
  • 8.1 იარაღის/საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა/ტარება – 6 წლამდე პატიმრობა → 20,000\$
  • 8.3 ნარკოტიკების (1–10გრ) შეძენა/შენახვა – 4 წლამდე პატიმრობა → 15,000\$
  • 8.5 ბრონის ჟილეტის შეძენა, გამოყენება, გაყიდვა, შენახვა - 4 წლამდე პატიმრობა → 15,000\$
  • 10.2 კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა – 4 წლამდე პატიმრობა → 10,000\$
  • 10.3 სამართალდამცავის განზრახ სიცრუეში შეყვანა – 4 წლამდე პატიმრობა → 12,000\$
  • 10.4 ჯარიმის გადახდაზე უარი – 4 წლამდე პატიმრობა → 8,000\$
  • 10.6 სამართალდამცავის კანონიერ საქმიანობაში ხელშეშლა - 8,000\$
  • 10.14 სამართალდამცავის შეურაცყოფა - 2 წლამდე პატიმრობა - 8,000\$

თავი V – პასუხისმგებლობა

1757437042534.png

მუხლი 12.
ადვოკატის მიერ კოდექსის დარღვევის შემთხვევაში:

1. შესაძლებელია ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება;
2. სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, ადვოკატი ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
3. დაუშვებელია გირაოს თანხების უკანონო მიღება, თორემ ეს ჩაითვლება კორუფციად.

მუხლი 13.

სამართალდამცავის მიერ ამ კოდექსის დარღვევა იწვევს დისციპლინურ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

დასკვნითი დებულება

საადვოკატო კოდექსი სავალდებულოა ყველა ლიცენზირებული ადვოკატისთვის და წარმოადგენს სამართლებრივი სისტემის ძირითადი საყრდენს. მისი მიზანია სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და ადვოკატის ინსტიტუტის დაცვის უზრუნველყოფა.


გუბერნატორის ხელმოწერა:

S.Crossford
 

Attachments

  • 1757436954150.png
    1757436954150.png
    6.2 KB · Views: 5
  • 1757436963674.png
    1757436963674.png
    6.2 KB · Views: 4
  • 1757436979392.png
    1757436979392.png
    6.2 KB · Views: 1
  • 1757436994041.png
    1757436994041.png
    6.2 KB · Views: 1
  • 1757437047076.png
    1757437047076.png
    6.2 KB · Views: 4
Last edited: