1. ზოგადი დებულება
1.1. რეიდი ტარდება კონკრეტულ კრიმინალური ორგანიზაციის / ოჯახის ტერიტორიაზე. ტერიტორია აუცილებლად უნდა იყოს მითითებული რეიდის ორდერში. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
1.2. რეიდის ჩატარება ნებადართულია მხოლოდ ორდერის მიღებისა და სახელმწიფო ფრაქციების მთავარი კურატორის დასტურის შემდეგ. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი: საომარი მდგომარეობა.
1.3. რეიდის მთავარი მიზანია ტერიტორიაზე კონტროლის აღება და ტერიტორიაზე მყოფი პირებისა და ტრანსპორტის ჩხრეკა, უკანონო ნივთების ამოღება და კონკრეტული პირების დაკავება.
შენიშვნა: თუ რეიდის მიზანი იყო კონკრეტული პირის დაკავება, მისი დაჭერა და დაკითხვაზე გადაყვანა შესაძლებელია, თუნდაც არ აღმოჩნდეს უკანონო საგნები. თუ დაკავებულ პირებს არ აღმოაჩნდათ უკანონო ნივთები, ისინი უნდა გაათავისუფლონ.
1.4. რეიდის წარმატებით ჩატარების შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ უფლება გაანადგურონ ორგანიზაციის საწყობში არსებული მასალების 1/2 და ამოიღონ საწყობის 1/2.
1.5. აკრძალულია თამაშის დატოვება რეიდის მიმდინარეობისას. | გაფრთხილება / ბანი 2-5 დღე.
2. წესები სახელმწიფო სტრუქტურებისთვის
2.1. დაშვებულია მხოლოდ ფრაქციის ტრანსპორტის გამოყენება. | სპეც.ციხე 15 წუთი
2.2. რეიდზე სახელმწიფოს მხრიდან მინიმუმ 10 მონაწილეა საჭირო. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.3. რეიდზე აუცილებელია მინიმუმ 2 ძალოვანი სტრუქტურის მონაწილეობა. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.4. რეიდზე აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ხელმძღვანელი რომელიც რეიდს წარმართავს. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.5. რეიდისას საჭიროა სრული ვიდეოფიქსაცია თითოეული ფრაქციიდან მინიმუმ 2 მონაწილესგან. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: ვიდეოფიქსაცია უნდა შეინახოს 72 საათის განმავლობაში. მინიმალური ხარისხი — 720p. ვიდეოზე მკაფიოდ უნდა ისმოდეს თამაშის ხმა და ავტორის ხმა. საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოითხოვოს ჩანაწერი. მოთამაშეებმა ის უნდა წარადგინონ მაქსიმალურად სწრაფად, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.
2.6. რეიდის ჩატარებისას უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი ტრანსპორტიდან ერთ-ერთი: Insurgent ან Riot. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.7. აკრძალულია ფრაქციის ტერიტორიაზე რეიდის ჩატარება კაპტამდე 30 წუთის განმავლობაში. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: კაპტებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა დაზუსტდეს უფროს ადმინისტრაციასთან / კურატორთან / CA-თან.
გამონაკლისი: ორმხრივი კაპტის შემთხვევაში რეიდი გაუქმდება ან გადაიდება ფრაქციის მთავარი კურატორის შეხედულებით.
2.8. თუ სახელმწიფო სტრუქტურა მიემართება რეიდზე და ამ დროს ტერიტორიაზე იწყება კაპტი, სახელმწიფოს აქვს უფლება გააგრძელოს რეიდი, ხოლო კაპტი ავტომატურად გაუქმდება.
2.9. აკრძალულია ცეცხლის გახსნა გაფრთხილების და მნიშვნელოვანი IC მიზეზის გარეშე. | სპეც.ციხე 15-35 წუთი.
გამონაკლისი: საპასუხო ცეცხლი თავდაცვითი მიზნებისთვის, სიცოცხლის ან გარშემომყოფთა უსაფრთხოების საფრთხის შემთხვევაში.
2.10. აკრძალულია ერთსა და იმავე ორგანიზაციაზე რეიდის ჩატარება 48 საათის განმავლობაში. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.11. ამოღებული ნივთები და მასალები შეიძლება გადაეცეს რეიდის ინიციატორ ფრაქციის პირად საწყობს.
3. წესები კრიმინალური ორგანიზაციებისა / ოჯახებისთვის
3.1. ნებადართულია მოკავშირე ბანდების/ოჯახებიდან დახმარების მოთხოვნა IC გზით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
3.2. აკრძალულია საწყობის განზრახ დაცლა რეიდის მიმდინარეობისას. | გაფრთხილება + მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
3.3. აკრძალულია უკანონო ნივთების გადაცემა / გადამალვა ფრაქციის / ოჯახის საწყობში ან ავტომობილის საბარგულში როგორც რეიდის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ასევე მის მიმდინარეობისას. | გაფრთხილება + ნივთების ამოღება.
3.4. აკრძალულია თამაშიდან გასვლა რეიდის მსვლელობისას ან მის დაწყებამდე. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
3.5. ნებადართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ წინააღმდეგობის გაწევა PG წესების დაცვით. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს / მკაცრი გაფრთხილება.
3.6. ფრაქციას / ოჯახს, რომლის საწყობიც განადგურდა, აქვს უფლება სახელმწიფოს მიერ გადატანილი მასალების გატაცების (გადაკეტვის წესების შესაბამისად).
Last edited: