ოჯახი „Savage“
ლიდერი: თომას სევიჯი (Thomas Savage)
ქუჩებში, სადაც სისხლი, შიში და ძალაუფლება ერთად ქმნიან წესებს, გაჩნდა ოჯახი „Savage“ – სასტიკი და დაუნდობელი კლანი, რომელიც მიზნად ისახავს შტატებში ყველაზე ძლევამოსილი კრიმინალური იმპერიის ჩამოყალიბებას.
მთავარი ფიგურები
ლიდერი – თომას სევიჯი
თომასი ბავშვობიდანვე ქუჩის ცხოვრებას შეჰყვა. გამოცდილება მიიღო როგორც ქუჩის ჩხუბებში, ისე დიდ კრიმინალურ ოპერაციებში. მისი დაუნდობელი ხასიათი და შეუჩერებელი ამბიცია გახდა საფუძველი, რის გარშემოც ოჯახი „Savage“ ჩამოყალიბდა.
სისხლიანი მარჯვენა ხელი – ნოაჰი
თომასს გზაზე შეხვდა ვიქტორია – ქალი, რომელიც ცნობილია სასტიკი ხასიათით და ცივი ლოგიკით. მისი სროლის ოსტატობა და დაუფიქრებელი სიგიჟე ოჯახს იმ ძალას მატებს, რომელიც ყველას აშინებს.
ფინანსური გონება – საბა
ოჯახში შეიერთეს დენიელი, ყოფილი ბანკირი, რომელიც ფინანსურ მაქინაციებში ერკვევა. მისი ცოდნა ფულის გათეთრებასა და ფინანსურ თაღლითობებში Savage-ს აძლევს შესაძლებლობას, რომ კრიმინალური იმპერია ფინანსურად მყარად იდგეს.
ინფორმაციის ოსტატი – ლუისი
ლიზა ჟურნალისტი იყო, რომელიც ხალხზე ზეწოლას და ინფორმაციის მოპოვებას ადვილად ახერხებდა. მისი შანტაჟისა და დეზინფორმაციის უნარები ოჯახს უხილავ იარაღს აძლევდა, რომლითაც ისინი კონკურენტებს ჩრდილში ტოვებდნენ.
ოჯახის უნიკალურობა
„Savage“-ის ძალა არა მხოლოდ იარაღსა და ფულზეა დამოკიდებული, არამედ სასტიკ წესებზე, რომლებსაც თომას სევიჯი ამკვიდრებს. მათთვის მთავარი წესია – ვინც გზაზე დგას, უნდა მოიშორო.
ოჯახის მბრძანებლობა დაყრდნობილია ერთიანი ხედვით: ძალა, ფული და შიში. პოლიცია, კონკურენტი ბანდები ან გავლენიანი პირები – ყველასთვის არსებობს მხოლოდ ერთი ალტერნატივა: ან დაემორჩილო Savage-ს, ან გაქრე.
დევიზი
„სისხლი და შიში – ჩვენი ძალის საწყისია.“
სტრუქტურა
0 – ოჯახის ლიდერი (Thomas Savage)
1 – ლიდერის მარჯვენა ხელები
2 – ძალის გამოყენებისა და მობილიზაციის ხელმძღვანელები
3 – ახალი წევრების გაწევრიანების კურატორები
4 – Savage-ს რიგითი ჯარისკაცები