ზოგადი წესები
1.1 რეიდი ტარდება მხოლოდ ორგანიზაციის ტერიტორიაზე
1.2 რეიდზე მოქმედებს სერვერის ყველა ზოგადი წესი, აგრეთვე კრიმინალური ორგანიზაციის წესები.
გამონაკლისი: SK
1.3 რეიდის მთავარი მიზანია მოწინააღმდეგე ორგანიზაცის წევრების მოკვლა და მათ ტერიტორიაზე კონტროლის აღება
1.4 რეიდის დროს სავალდებულოა ორგანიზაციის დრესკოდით და მანქანებით გადაადგილება, ასევე სავალდებულოა ნიღბის ტარება
1.5 აკრძალულია რეიდის დროს თამაშის დატოვება
1.6 რეიდის ჩატარებისთვის აუცილებელია მინიმუმ 20 ხოლო მაქსიმუმ 50 მონაწილე.
1.7 რეიდის დაწყების მომენტიდან მის დასრულებამდე აუცილებელია ლიდერს და მის მოადგილეებს გააჩნდეთ ვიდეოფიქსაცია ( მინიმუმ 720p, უნდა ისმოდეს როგორც თქვენი ასევე სხვა მოთამაშეების ხმა, ჩანაწერი აუცილებლად გადაღებული უნდა იყოს AMD და NVIDIA ოფიციალური აპლიკაციით ( აკრძალულია OBS და სხვა ჩამწერი აპლიკაციები), ჩანაწერი შენახული უნდა იქნეს 72 საათის განმავლობაში, არ უნდა იყოს დაედითებული არცერთ ასპექტში, 1 წამიანი კადრის ამოჭრაც კი გამოიწვევს თქვენს დასჯას
1.8 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ორგანიზაციის ლიდერს/მოადგილეებს ვიდეო ჩანაწერი
1.9 რეიდი უნდა ჩატარდეს იმ დროს როცა არ მიმდინარეობს არცერთი ივენთი თუ გლობალური ღონისძიება
1.10 რეიდის დროს დასაშვებია სხვა ორგანიზაციისგან დახმარების მიღება, რომელთანაც გაქვთ ალიანსი
(ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს IC პროცედურით: ტექსტური შეტყობინება, დარეკვა ან ადამიანის გაგზავნა.)
შენიშვნა: დისქორდი არცერთ ასპექტში არ ითვლება IC კომუნიკაციის საშუალებად
1.11 ორგანიზაციებს შორის რეიდის დასაწყებად საჭიროა 5 მტკიცე IC მიზეზი , ეს უნდა იყოს აღწერილი ვიდეო ფიქსაციით და წარედგინოს [Family Curator/Deputy Family Curator]-ს | სპეც.ციხე 240 წუთი ყველა მონაწილეს
1.12 რეიდის შემდგომ დამარცხებულ ორგანიზაციას აკლდება 1 დონე და იყინება 24 საათით
შენიშვნა: რეიდის შემდეგ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობები გადადის მტრულში, თქვენ შეგეძლებათ დანიშნოთ IC სტრელი, შეაგროვოთ მტკიცე მიზეზები და აიღოთ რევანში.
1.13 რეიდის ჩატარება შესაძლებელია 18:00-დან 23:00-მდე
1.14 აკრძალულია ტერიტორიაზე 20 წუთზე დიდხანს ყოფნა