წესები მომარაგების წესები

Status
Not open for further replies.

DAVE

Well-known member
Project Team
May 24, 2025
218
138
1. საერთო წესები

1.1 მომარაგება/თავდასხმა ხდება წინასწარ დახაზულ მარშრუტზე. | გაფრთხილება
1.2 აკრძალულია მარშრუტის შეცვლა მომარაგების დროს
1.3 მომარაგების დახმარება შეუძლია ერთ ფრაქციას.
1.4 შეტყობინება მომარაგებაზე იგზავნება /gov ჩატის გამოყენებით
1.5 თავდასხმის შემთხვევაში, ძალოვანი სტრუქტურები ვალდებულნი არიან გაუხსნან ცეცხლი თავდამსხმელებს. | სპეც.ციხე 120 წუთი
1.4 აკრძალულია პირადი ტრანსპორტის გამოყენება კოლონის გადაადგილებისას/დახმარებისას ასევე თავდასხმისას და თავდაცვისას. | სპეც.ციხე 240 წუთი / გაფრთხილება
1.5 მომარაგება უნდა მოხდეს ყველა წესის დაცვით
1.6 აკრძალულია მოთამაშის გაცოცხლება ბრძოლაში
ახსნა: მოთამაშის გაცოცხლება შესაძლებელია ბრძოლის შემდგომ
1.7 აკრძალულია თავდასხმის დროს ტერიტორიის დატოვება მის დასრულებამდე. | სპეც.ციხე 120 წუთი
1.8 აკრძალულია OOC ინფორმაციის გამოყენება შეტევისას ან თავდაცვისას დახმარებისთვის
1.9 აკრძალულია სროლის დროს დაჰილვა ან/და იარაღის/ტყვიების გალუთვა. | სპეც.ციხე 60 წუთი
1.10 აკრძალულია გატაცება/გაძარცვა თავდასხმის დროს. | გაფრთხილება
1.11 სროლის დროს აკრძალულია ტრანსპორტით გადაადგილება. | სპეც.ციხე 120 წუთი
გამონაკლისი: სახელმწიფო ორგანიზაციის დახმარება
1.12 თუ ადმინისტრატორი ამჩნევს რომ ერთმა მხარემ მიიღო უპირატესობა რაიმე წესის დარღვევის, შეუძლია მიმართოს მთავარ ადმინისტრატორს, სერვერის კურატორს ან სახელმწიფო ფრაქციების მთავარ კურატორ, რის შემდეგაც შესაძლებელია პროცესის განულება
1.13 თავდასხმისას/მომარაგებისას ორგანიზაციიდან 2 მოთამაშე ვალდებულია იქონიოს მთლიანი ვიდეო მტკიცებულება დაწყებიდან დამთავრებამდე. | გაფრთხილება
ახსნა: აკრძალულია ვიდეოს გადაკეთება. ვიდეოს ხარისხი მინიმუმ 480p.

pCRI7Vy4iI.png
TrIHT7Doox.png
ჩატვირთვის ადგილი
მწვანე ხაზი - მომარაგების მარშრუტი
წითელი ხაზი - დაშვებულია გადაკეტვა

2. სახელმწიფო ორგანიზაციის წესები

2.1 ARMY-ის ლიდერი ვალდებულია დააორგანიზოს მომარაგება სხვა სახ.ორგანიზაციებთან
2.2 შესაძლებელია დახმარების გამოძახება მხოლოდ ერთი ფრაქციიდან (FIB/LSPD) თავდასხმის შემთხვევაში
2.2.1 დახმარების მოთხოვნა ხორციელდება მხოლოდ /dep ჩათის მეშვეობით
2.2.2 გადაკეტვის დროს, კოლონის წარმატებულად გატანის შემთხვევაში აკრძალულია მომარაგების ხელმეორედ გაკეთება 1 საათის (60 წუთის) განმავლობაში
შენიშვნა: მომარაგების განახლება/გაგრძელება შესაძლებელია 1 საათის შემდეგ
2.3 მომარაგება დაშვებულია 14:00-დან 20:00-მდე
გამონაკლისი: მთავარი სახ.ორგანიზაციის კურატორთან შეთანხმებით
2.4 გამცილებელი ვერტმფრენების რაოდენობა: 1
2.4.1 ვერტმფრენების რაოდენობა გამაგრების დროს: 1
2.5 აკრძალულია კოლონის შეფერხება ჩატვირთვის შემდეგ 4 წუთზე დიდხანს
2.6 დრო არ არის შეზღუდული მედიკამენტების ჩატვირთვისას
2.7 კოლონას ეკრძალება მოძრაობის გაგრძელება თუ გზა გადაკეტილია. | სპეც.ციხე 120 წუთი მძღოლს / გაფრთხილება ლიდერს
2.8 კოლონაზე თავდასხმის დროს არმიის წევრები ვალდებულნი არიან დატოვონ ტრანსპორტი და გახსნან ცეცხლი თავდასაცავად. | სპეც.ციხე 120 წუთი
2.9 მინიმალური რაოდენობა სატვირთოების - 4. | გაფრთხილება ლიდერს
2.10 მინიმალური რაოდენობა ორგანიზაციიდან მომარაგებისთვის - 8. | გაფრთხილება ლიდერს
2.11 მაქსიმალური რაოდენობა - 40
2.11.1 მაქსიმალური რაოდენობა გამაგრებისთვის - 20
ახსნა: დახმარებას(გამაგრება) შეუძლია მოსვლა /dep ჩათში ჩაგდებული დახმარების შემდეგ.


3. კრიმინალური ორგანიზაციის წესები
3.1 კოლონაზე თავდასასხმელად საჭიროა გზის გადაკეტვა
3.2 აკრძალულია თავდასხმა კოლონაზე ჩატვირთვის დროს
3.3 გზის გადაკეტვა შესაძლებელია წინასწარ დახაზულ მარშრუტზე
3.3.1 გზა უნდა იყოს გადაკეტილი მთლიანად
3.3.2 გზა გადაკეტილი უნდა იყოს კოლონის გამოჩენამდე
3.3.3 აკრძაულია გადაკეტვის დროს მანქანაში ყოფნა, ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს მანქანა დატოვებული გადაკეტვის ადგილას.
3.3.4 გადაკეტვისას, ცეცხლის გახსნამდე, კრიმინალური ორგანიზაციის წევრები ვალდებულნი არიან იდგნენ მანქანებთან.
3.3.5 გადაკეტვისას, აკრძალულია ყველანაირი სიმაღლის დაკავება.
მინიშნება: დაშვებულია ბუნებრივად შემაღლებული ადგილების დაკავება, მაგ. მთა.
3.4 მინიმალური მანქანების რაოდენობა გადაკეტვისას - 4
3.5 აკრძალულია იმ მონაწილეების ყოფნა თუ მოთამაშე არ იმყოფება ორგანიზაციაში. | სპეც.ციხე 240 წუთი / გაფრთხილება ლიდერს
3.6 თავდასხმა კოლონაზე ხორციელდება ფრაქციის ტანსაცმლით (არანაკლებ 70% ფრაქციის ფერისა). | სპეც ციხე 60 წუთი
3.7 კრიმინალური ორგანიზაციების გადაკვეთის შემთხვევაში მათ ერთმანეთს უნდა გაუხსნან ცეცხლი. | გაფრთხილება ლიდერს
განმარტება: თუ 2 სხვადასხვა ორგანიზაცია გადაეკვეთება ერთმანეთს რომელთაც სურთ თავს დაესხან მომარაგების კოლონას, მათ ჯერ ერთმანეთში უნდა იბრძოლონ და შემდეგ მოხდეს კოლონაზე თავდასხმა.
3.8 აკრძალულია ერთ ფრაქციაზე თავდასხმა 1-ზე მეტჯერ 24 საათის განმავლობაში. | გაფრთხილება ლიდერს
3.9 მაქსიმალური რაოდენობა მოთამაშეების - 50 კაცი. | გაფრთხილება ლიდერს
 
Last edited:
Status
Not open for further replies.