წესები მატერიალებზე ომის წესები

Status
Not open for further replies.

DAVE

Well-known member
Project Team
May 24, 2025
216
136
1.მატერიალებზე ომი

OOC ღონისძიება კრიმინალური ორგანიზაციებისთვის / ოჯახებისთვის, რომლის მიზანიალოს სანტოსის პორტიდან მატერიალების წაღება და საკუთარი ორგანიზაციის საწყობში გადატანა.

ზოგადი დებულება

1.1 ღონისძიების დაწყება დამოკიდებულია მთავარი კურატორის ან CA/DCA-ს შეხედულებაზე და არ აქვს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი.
1.2 ღონისძიების დაწყების შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას აკეთებს მინიმუმ ერთი საათით ადრე კრიმინალური ორგანიზაციების საერთო (Crime) Discord არხში.
1.3 მონაწილეთა რაოდენობა და მასალების ტიპი არ არის ფიქსირებული და თითოეული ღონისძიების წინ განისაზღვრება მთავარი კურატორის მიერ.
1.4 ღონისძიების გამარჯვებული არის ის ორგანიზაცია, რომელიც ბოლო დარჩება ცოცხალი ღონისძიების ტერიტორიაზე.
1.5 ორგანიზაცია, რომელიც გამარჯვებას მოიპოვებს მატერიალებზე ომში, ვერ მიიღებს მონაწილეობას შემდეგ ღონისძიებაში. | სპეც.ციხე 35 წუთი / სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს / ოჯახის გაყინვა 7 დღით.
გამონაკლისი: მთავარი კურატორის თანხმობა.
1.7 ღონისძიებაზე მოქმედებს სერვერის ყველა წესი, გარდა PG-სა და DM-ისა.
1.8 წესების დარღვევის შემთხვევაში ორგანიზაციას ჩამოერთმევა მიღებული მატერიალები ან მათი ნაწილი. მასობრივი დარღვევების შემთხვევაში ორგანიზაციას შეიძლება აეკრძალოს მონაწილეობა მომდევნო ღონისძიებებში.
შენიშვნა: საბოლოო გადაწყვეტილება რჩება ღონისძიების მთავარი კურატორის ხელში.


2.ღონისძიების პროცესი

2.1 ღონისძიების დაწყებამდე ყველა მონაწილე ვალდებულია იმყოფებოდეს ყვითელ ხაზს მიღმა. | სპეც.ციხე 15–60 წუთი.
2.2 ღონისძიების დაწყებიდან 5 წუთის განმავლობაში ყველა მონაწილე ვალდებულია შევიდეს წითელ ზონაში. | სპეც.ციხე 25 წუთი.
2.3 წითელ ზონაში გადაადგილება მატერიალების სატვირთოთი (Speedo) ნებადართულია მხოლოდ მასალების ჩასატვირთად. | სასჯელი: სპეც.ციხე 25 წუთი / WARN
2.4 ღონისძიებაზე მონაწილეების ზედა ტანსაცმლის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის დრესკოდს. | სპეც.ციხე 15 წუთი.
შენიშვნა: ფრაქციის ფერი განისაზღვრება ფრაქციის ტრანსპორტის ფერის მიხედვით, ოჯახის ფერი — „ძირითადი ფერით“, რომელიც არჩეულია ოჯახის შექმნისას და დადასტურებულია ოჯახების კურატორის მიერ.
2.5 დაუშვებელია ნებისმიერი სახის სახურავებისა და სიმაღლეების დაკავება . | სპეც.ციხე 35 წუთი / დისკვალიფიკაცია.
გამონაკლისები:

3. აკრძალულია

3.1 აკრძალულია ნებისმიერი შეფერხება ღონისძიების მიმდინარეობისას. ღონისძიების ტერიტორიაზე და მის სიახლოვეში დაუშვებელია აგრესიული, კრიმინალური ან პროვოკაციული ქმედებები სხვა მოთამაშეების მიმართ. | სერვერიდან გაგდება / სპეც.ციხე 30–100 წუთი / დისკვალიფიკაცია.
მაგალითი: კონფლიქტების პროვოცირება, სროლა, ხელბორკილების ან თოკების დადება და სხვა. | სპეც.ციხე 90 წუთი / გაფრთხილება.
შენიშვნა: ეს წესი ძალაში შედის ღონისძიების დაწყებამდე 10 წუთით ადრე.
3.2 აკრძალულია ნებისმიერი შესასვლელის ან გასასვლელის ბლოკირება ღონისძიების ტერიტორიაზე.
3.3 აკრძალულია იშვიათი იარაღის ან ნივთების გამოყენება (რომლებიც არ იყიდება მაღაზიაში ან არ იქრაფთება), ასევე ტეიზერისა და სნაიპერის გამოყენება. | სპეც.ციხე 15–90 წუთი.
3.4 აკრძალულია მატერიალების ტრანსპორტისთვის დაბრკოლების შექმნა, თუ მან უკვე დატოვა ღონისძიების ტერიტორია. | სპეც.ციხე 35–90 წუთი / გაფრთხილება.
3.5 აკრძალულია ალიანსები. | სიტყვიერი გაფრთხილება ორივე ორგანიზაციას / ოჯახის გაყინვა 7 დღით.
3.6. აკრძალულია იმ მოთამაშეთა მონაწილეობა, რომლებიც არ არიან კრიმინალურ ორგანიზაციებში. | გაფრთხილება.
3.7 აკრძალულია იარაღისა და ტყვიების აღება სროლის დროს. | სპეც.ციხე 35–90 წუთი / გაფრთხილება.
3.8. აკრძალულია ხელბორკილების, პარკების, თოკების, სკოჩის გამოყენება. | სპეც.ციხე 100 წუთი.
3.9 აკრძალულია სხვა ორგანიზაციის მატერიალების მანქანის მოპარვა. | სპეც.ციხე 100 წუთი
3.10 აკრძალულია ანიმაციების ან სიარულის სტილების გამოყენება. | სპეც.ციხე 35–90 წუთი / გაფრთხილება.
გამონაკლისი: ფუნქციური გამოყენება „ხოხვა“, „ჩაკუზვა“.
3.11 აკრძალულია მატერიალების მანქანის წინასწარ დაკავება ღონისძიების დაწყებამდე. | სპეც.ციხე 90 წუთი.
3.12 აკრძალულია სროლა წითელი ზონიდან ნეიტრალური ზონის მიმართულებით და პირიქით. | სპეც.ციხე 35 წუთი.
შენიშვნა: ხიდი არ მიეკუთვნება ღონისძიების ტერიტორიას, და სროლა იქიდან ითვლება ნეიტრალიდან სროლად.
3.13 აკრძალულია წითელი ზონიდან გამოქცევა შესვლის შემდეგ. | სასჯელი: სპეც.ციხე 35 წუთი.
გამონაკლისი: მატერიალების მანქანა, ღონისძიების დასრულება, ორგანიზაციის/ოჯახის ტერიტორიის დატოვება.
 
Last edited by a moderator:
Status
Not open for further replies.