კანონი კანონი შტატის პროკურატურის შესახებ

Seelien

Member
Aug 8, 2025
10
1
კანონი შტატის პროკურატურის შესახებ


თავი I. ზოგადი დებულებები:


ნაწილი I. ზოგადი:

1.1) პროკურატურა არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის სამართლის დევნას, გამოძიების კანონიერების შემოწმებასა და სასამართლოში სახელმწიფო მხარის წარმოდგენას.


ნაწილი II. საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი:

2.1) სან ანდრეასის შტატის პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია კონსტიტუცია და სან ანდრეასის შტატის სხვა მარეგულირებელ-სამართლებრივი აქტები.


ნაწილი III. ინფორმაციის დაცვა სახელმწიფო პროკურატურის შესახებ:

3.1) ინფორმაცია დოკუმენტაციის, საქმის მასალების გამოძიების, გამოძიებაში მონაწილე პირების და მათ კონფიდენციალურად დამხმარე პირების შესახებ შეიძლება გადაეცეს სხვა სახელმწიფო ორგანოებს ან მოქალაქეებს მხოლოდ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით.

3.2) პროკურატურა იტოვებს უფლებას, არ გაასაჯაროვოს ან არ გადასცეს ინფორმაცია გამოძიების შესახებ, გამოძიებაში მონაწიილე პირებისა ან საქმის მასალების შესახებ სხვა სამთავრობო უწყებას.

3.2.1) პროკურატურა ვალდებულია, გამოძიების დასრულების შემდეგ, გაასაჯაროვოს გამოძიების შედეგები.

1757261166536.png


თავი II. სახელმწიფო პროკურატურის ძირითადი საქმიანობა:


ნაწილი IV. პროკურატურის საქმიანობა:

4.1) პროკურატურა არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც:

• არის დამოუკიდებელი;
• ზედამხედველობს გამოძიების სამართლიანობასა და სისწორეს გაწერილი კანონების მიხედვით;
• მონაწილეობს სასამართლო პროცესებში სახელმწიფოს სახელით;
• აწარმოებს გამოძიებას თუ საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირებისგან სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას.

4.2) პროკურატურა უწევს მონიტორინგს სახელმწიფო სტრუქტურებს.

მითითება: მონიტორინგში იგულისხმება, სამართლებრივ სტრუქტურებში მიმდინარე საგამოძიებო საქმეების ინსპექტირება, სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელზე პროკურატურაში შესული ოფიციალური საჩივრების გამოძიება.

შენიშვნა: სახელმწიფო სტრუქტურებში გადიან ფედერალური საგამოძიებო ბიურო, ლოს სანტოსის პოლიციის დეპარტამენტი, სან ადრეასის შერიფების
დეპარტამენტი, ეროვნული გვარდია, გუბერნატორის აპარატი ( გუბერნია ) და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი.

4.2.1) პროკურატურაში შესული ოფიციალური საჩივრის გამოძიებისას, გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს, ენიჭნება უფლებამოსილება, რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამოიღოს ეჭვმიტანილის სამხრე კამერის ჩანაწერები, დაიბაროს დაკითხვაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შეუჩეროს უფლებამოსილება არაუმეტეს 48 საათისა.

4.2.2) მიმდინარე საგამოძიებო საქმის ინსპექტირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გამოძიების არაკანონიერებაზე.

შენიშვნა: პროკურატურა ვალდებულია წარუდგინოს ინსპექციის მიზეზი, დოკუმენტაციის სახით, იმ სტრუქტურას, რომლის საგამოძიებო საქმეც უნდა დაექვემდებაროს ინსპექციას.


4.3) თუ პროკურატურაში არსებული საჩივარი ან გამოძიება ეხება სახელმწიფო სტრუქტურის მაღალი თანამდებობის პირს, მაშინ, პროკურატურა ვალდებულია აღნიშნული საქმე გადაიტანოს უზენაეს სასამართლოში და სასამართლო პროცესზე დაამტკიცოს პირის ბრალეულობა.

შენიშვნა: მაღალი თანამდებობის პირში გადის სახელმწიფო სტრუქტურის უშუალო ხელმძღვანელი ( ლიდერი ), მისი მოადგილე და დეპარტამენტის/დივიზიის/დანაყოფის ხელმძღვანელი.

1757261172774.png

თავი III. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურა და ორგანიზაცია:


ნაწილი V. პროკურატურის შიდა სტრუქტურა:

5.1) გენერალური პროკურორი - პროკურატურის ხელმძღვანელი.

5.2) გენერალური პროკურორის მოადგილე - პროკურატურის ხელმძღვანელის შემცვლელი და მისი არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებები.

5.3) პროკურორი - პირი, რომელსაც შეხება აქვს ყოველდღიურ სისხლის სამართლის დანაშაულებთან და წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს სასამართლო სხდომებზე.

1757261176991.png

თავი IV. სახელმწიფო პროკურატურის უფლებამოსილებები:


ნაწილი VI. პროკურატურის უფლებამოსილებები:

6.1) პროკურატურის უფლებამოსილება ვრცელდება სან ანდრეასის შტატის სახელმწიფო სტრუქტურებზე.
შენიშვნა: სახელმწიფო სტრუქტურებში გადიან ფედერალური საგამოძიებო ბიურო, ლოს სანტოსის პოლიციის დეპარტამენტი, ლოს სანტოსის შერიფების დეპარტამენტი, ეროვნული გვარდია, გუბერნატორის აპარატი ( გუბერნია ) და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი.

6.2) გამოიძახოს სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები დაკითხვაზე, ჩვენებაზე, ახსნა-განმარტებაზე ზემოთ მოყვანილი 4.2.1 და 4.2.2 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.




1757261181992.png


თავი VI. პასუხისმგებლობა და დაცვა:
ნაწილი VII. პროკურატურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა:

7.1) პროკურატურის თანამშრომელი, განურჩევლად თანამდებობისა, პასუხისმგებელია მის ქმედებებზე (უმოქმედობაზე) და გაცემულ ბრძანებებსა და მითითებებზე.

7.2) მიმდინარე საგამოძიებო საქმის დეტალებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასჯადი იქნება სისხლის სამართლის კოდექსის 7.7 მუხლით.

შენიშვნა: აღნიშნული მუხლი არ მოქმედებს გამოძიების დასრულების შემთხვევაში, როგორც ამას არეგულირებს ზემოთ ხსენებული 3.2.1 მუხლი.



გუბერნატორის ხელმოწერა:

S.Crossford
 
Last edited: