კანონი გუბერნიის სტაბილურობისა და ხელშეუხებლობის კანონი

Status
Not open for further replies.

KΣNCHO007

Member
Staff member
Chief Curator
Nov 7, 2025
12
0
კარი I. მიზანი

1.1 უზრუნველყოს გუბერნიის პოლიტიკური სტაბილურობა.

1.2 აღკვეთოს გადატრიალების, უნდობლობის ან ძალაუფლების უკანონო გადანაწილების მცდელობები.


II. ძირითადი მუხლები

2.2 ხელშეუხებლობა:

2.2.1გუბერნიის ინსტიტუტები (გუბერნატორი, ადმინისტრაცია, საკანონმდებლო ორგანო) ვერ გამოცხადდება უნდობლობის ქვეშ სხვა სტრუქტურების მიერ.
2.2.2 მხოლოდ გუბერნიის შიდა პროცედურებით შეიძლება მოხდეს ცვლილება (მაგ. არჩევნები, სასამართლო , ან სპეციალური რეფერენდუმი ).

2.3 გადატრიალების პრევენცია:

2.3.1 ნებისმიერი მცდელობა ძალაუფლების უკანონო გადატანისა ითვლება „სახელმწიფო ღალატად“.

2.3.2 სამხედრო , პოლიციის და ფედერალური ძალები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.

2.4 გუბერნიის პრიორიტეტი:

2.4.1 სხვა სტრუქტურების (მაგ: სასამართლო , LSPD , SANG , EMS , WN , FIB , LSSD ) გადაწყვეტილებები ვერ გაუქმებს გუბერნიის კანონებს.

2.4.2 კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა ყოველთვის აქვს გუბერნიის დადგენილებას.

2.5 გუბერნიის უსაფრთხოების სამსახური და ფედერალური ბიურო:

2.5.1 სპეციალური ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გადატრიალების ან უნდობლობის მცდელობების მონიტორინგზე.

2.5.2 ნებისმიერი ძალოვანი უფლებამოსილია შეაჩეროს ნებისმიერი ორგანიზაცია , სტრუქტურა ან პირი, ვინც საფრთხეს უქმნის გუბერნიის სტაბილურობას.

2.6 ნებიმიერი ამ კანონში მოცემული პუნქტის დარღვევა ითვლება “სახელმწიფოს ღალატად”



III. სანქციები

3.1 გადატრიალების მცდელობა : სახელმწიფო ღალატი, ისჯება როგორც პასუხისმგებელი პირი ასევე ნებისმიერი მონაწილე , სისხლის სამართლის მაქსიმალური სიმკაცრით .

3.2 უნდობლობის უკანონო გამოცხადება: ინსტიტუციური დესტაბილიზაცია, მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

IV. დასკვნა

4.1 წინამდებარე აქტი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე გუბერნიის ოფიციალურ ფორუმზე და ვრცელდება თითოეულ სახელმწიფო მოხელეზე.

გუბერნატორის ხელმოწერა

M.Corleonesi
 
Status
Not open for further replies.