წესები ბიზნესის ძარცვის წესები

Status
Not open for further replies.

DAVE

Well-known member
Project Team
May 24, 2025
216
136
1. ზოგადი დებულებები

1.1 ბიზნესების ძარცვა ფუნქციურად შეიძლება 14:00-დან 00:59 საათამდე.
1.2 დაშვებულია ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.
1.3 აკრძალულია ძარცვაზე მისვლა ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. | სპეც.ციხე 15-35 წუთი.

1.4 აკრძალულია მძარცველებზე ჩასაფრება ფრაქციის / ოჯახის სპაუნებთან ან ბიზნესის ტერიტორიაზე. | სპეც.ციხე 35 წუთი.
1.5 მოთამაშეებს, რომლებიც არ არიან კრიმინალურ ორგანიზაციაში / ოჯახში, ეკრძალებათ ძარცვის ადგილას ხანგრძლივად ყოფნა. | სპეც.ციხე 15–60 წუთი.
გამონაკლისი: მძევალი.
1.6 აკრძალულია ბიზნესის შესასვლელებისა და გასასვლელების გადაკეტვა ტრანსპორტით. | სპეც.ციხე 35 წუთი.
1.7 თუ ბიზნესის ძარცვა მიმდინარეობს მძევლის მონაწილეობით, მასზე ვრცელდება ყველა გატაცებისა და ძარცვის წესი.
შენიშვნა: ამ შემთხვევაში გამოსასყიდის მოთხოვნა არ შეიძლება - დაშვებულია მხოლოდ "მწვანე კორიდორის" მოთხოვნა უსაფრთხო გასაქცევად. მწვანე კორიდორის მოქმედება იწყება მოთხოვნების გადაცემის მომენტიდან. თუ მოთხოვნილია 750 მეტრიანი კორიდორი, მძარცველებმა სწრაფად უნდა დატოვონ ბიზნესი. | გაფრთხილება.
1.8 ბიზნესთან მისვლა შესაძლებელია ფრაქციის / ოჯახის / პირადი ტრანსპორტით, რომელიც შეღებილია ფრაქციის / ოჯახის ფერში. | სპეც.ციხე 35 წუთი.
შენიშვნა: ფრაქციის ფერი განისაზღვრება ფრაქციული ტრანსპორტის ფერის მიხედვით; ოჯახის ფერი განისაზღვრება "ძირითადი ფერის" მიხედვით, რომელიც მითითებულია ოჯახის შექმნისას და დადასტურებულია ოჯახის კურატორის მიერ.


2. წესები კრიმინალური ორგანიზაციებისთვის / ოჯახებისთვის

2.1 მინიმალური მონაწილე — 2. | სპეც.ციხე 15 წუთი ყველა მონაწილეს.
2.2 ყველა მძარცველი უნდა იყოს ნიღბით. | სპეც.ციხე 15 წუთი.
2.3 თუ ორი კრიმინალური ორგანიზაცია / ოჯახი გადაეყრება ერთმანეთს ერთსა და იმავე ბიზნესის ძარცვისას, ისინი პირველრიგში ვალდებულნი არიან დაიწყონ სროლა ერთმანეთის მიმართულებით. | სპეც.ციხე 35 წუთი / სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი: ალიანსის დიპლომატია.
2.4 მძარცველ მოთამაშეებზე არ ვრცელდება PG წესი. დაშვებულია სროლა არათანაბარ პირობებში: 1x2, 2x5 და ა.შ.
2.5 დაშვებულია ბიზნესზე ერთობლივი შეტევა ალიანსით. | სპეც.ციხე 90 წუთი / სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: ფრაქციებს / ოჯახებს შორის უნდა არსებობდეს IC ალიანსი. ერთი ბიზნესის ძარცვაში მაქსიმალურად დაშვებულია ერთი ალიანსი.
2.6 ადამიანის გატაცება ბიზნესის ძარცვისას დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მანამდე იმყოფებოდა ამ ბიზნესის ინტერიერში. | სპეც.ციხე 90 წუთი / სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.7 მძევლად დაშვებულია მაქსიმუმ 1 ადამიანის ყოლა. | სპეც.ციხე 90 წუთი / სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.8 აკრძალულია მძევლის 15 წუთზე მეტხანს დაკავება. | სპეც.ციხე 90 წუთი / სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.


3. წესები სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის

3.1 აკრძალულია ძარცვაზე გამოცხადება 3-ზე ნაკლები თანამშრომლით. | სპეც.ციხე 35 წუთი.
შენიშვნა: მოთამაშეებზე, რომლებიც იცავენ ბიზნესს, არ ვრცელდება PG წესის შენიშვნა სროლებზე 1x2, 2x5 და ა.შ.
3.2 აკრძალულია ძარცვაზე მისვლა პირადი ტრანსპორტით. | სპეც.ციხე 35 წუთი.
გამონაკლისი: გადაცმული აგენტები ინფორმაციის შესაგროვებლად.
3.3 ძარცვის ადგილას მისვლისას, აუცილებელია RP დიალოგის წარმართვა.
 
Last edited by a moderator:
  • Like
Reactions: Xashlama
Status
Not open for further replies.